სიახლე 

ფოთის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა შიმშილობა დაიწყეს 17 11 21

ფოთის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად პროტესტის უკიდურესს ზომას შიმშილობას მიმართეს. ახლადარჩეული საკრებულოს, სამმა წევრმა : ანი ჯოჯუამ,არჩილ ხულორდავამ და ლაშა რუხაიამ შიმშილობა დღეს დაიწყეს. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობი”-ს წევრები მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას დ აღნიშნულის დაუყონებლივ დაკმაყოფილებას მოითხოვენ ამასთან აცხადებენ,რომ მოშიმშილეთა რიცხვი უახლოეს დღეებში კიდევ უფრო გაიზრდება

იხილე მეტი

„კურსორის“ სტუმარია პროგრამა Technovation Girls -ს ხელმძღვანელი გიორგი ჯანჯალია 17 11 21

,,კურსორი”-ს სტუმარია : გიორგი ჯანჯალია ,რომელიც პროგრამა „ტექნოვეიშენ გოგონები“ (Technovation Girls) – საერთაშორისო ტექნოლოგიურ-სამეწარმეო საგანმათლებლო პროგრამაზე გვესაუბრება.

იხილე მეტი
სიახლე 

სამეგრელო-ზემო სვანეთში იმუნიზაციის ტემპი ორჯერ გაიზარდა 16 11 21

სამეგრელო-ზემო სვანეთში იმუნიზაციის ტემპი ორჯერ გაიზარდა ვაქცინაციის პროცესის წახალისების მიზნით, ამოქმედებული ინიციატივის შემდეგ, სამეგრელო-ზემო სვანეთში იმუნიზაციის ტემპი ორჯერ გაიზარდა. ბოლო დღეებში რეგიონში 750-ზე მეტი პენსიონერი აიცრა. 60 წელს გადაცილებული აცრილი მოქალაქეები მთავრობის გადაწყვეტილებით ერთჯერადად, 200-ლარიან საპენსიო დანამატს მიიღებენ. ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობას, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პირადად გაეცნო. აღსანიშნავია,რომ მოძრავი ვაქცინაციის პუნქტები ზუგდიდის რაიონის სხვადასხვა სოფელში მსურველებს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ცრის.

იხილე მეტი
სიახლე 

დევნილთა სააგენტო, პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამას,ახორციელებს 16 11 21

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, პროფესიული განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით,„პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამას“ ახორციელებს,რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ იძულებით გადაადგილებულ პირებს, სწავლის პერიოდში, ტრანსპორტირების ხარჯებს დაუფინანსებს. პროგრამის მთავარ მიზანი დევნილთა და ეკომიგრანტთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათთვის დასაქმების პერსპექტივის შექმნა. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოცალური სამსახურის დევნილთა განყოფილების უფროსის ირაკლი ლეჟავას თქმით კურსდამთავრებულებს  შესაძლებლობა აქვთ სააგენტოს, საგრანტო პროგრამებში მიიღონ მონაწილეობა. აღსანიშნავია რომ განაცხადების მიღება დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში, 15 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება გაგრძელდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ,, ქალაქის პირველობა 64-უჯრიან შაშში’’ ჩატარდა 16 11 21

13 ნოემბერს, ხელბურთის დარბაზში ,,ქალაქ ფოთის პირველობა თენგიზ ბარამიძის სახელობის თასზე ,64-უჯრიან შაშში’’ საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და ვეტერან მოშაშეთა შორის გაიმართა.  საჯარო სკოლების მოსწავლეთა შორის : პირველი  ადგილი ლევან ჭოჭუამ მოიპოვა მეორე და მესმე ადგილზე, ლაშა არველაძე და იზოლდა ლიპარტია გავიდნენ. ვეტერანთა შორის: პირველი ადგილი ალექსანდრე გუბელიძემ მოიპოვა, ხოლო მეორე ადგილი, თანაბარი ქულებით, დავით შავგულიძემ და თამაზ ნაჭყებიამ გაინაწილეს, მესამე ადგილზე გაიოზ ქინქლაძე გავიდა. ა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების ძეგლთა დაცვის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ზურაბ ტიბუა, ტურნიში გამარჯვებულებს შეხვდა,წამატებები უსურვა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. აღსანიშნავია, რომ…

იხილე მეტი
სიახლე 

16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა 16 11 21

16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა. – აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, ფოთის თეოფანე დავითაიას სახელობის №1 საჯარო სკოლაში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართა.  სკოლასთან არსებული სამოქალაქო განათლების კლუბი „დემოსი“ პროექტს„ჩვენ ტოლერანტები ვართ“ ახორციელებს. მოსწავლეებმა მოისმინეს ინფორმაცია ტოლერანტობის გამოვლინებების, დარღვევებისა და გადაცდომების შესახებ. ასევე „სამოქალაქო განათლების სექტორის“ პრეზენტაცია და ნატოსა და ევროკავშირისადმი მიძღვნილი სტენდის გახსნა შედგა. დაირგო ხეები, გამოიფინა ტოლერანტობისადმი მიძღვნილი ხელთნაკეთი პოსტერები. აღსანიშნავია რომ შეხვედრის დასასრულს თოჯინური სპექტაკლის ჩვენება „ჩვენ ტოლერანტები ვართ!“ გაიმართა.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი 15 11 21

16 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი. აღმოსავლეთ საქართველოშიც ზოგან იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 17-18 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და კვლავ თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ფოთში 16 ნოემბერს ჰაერის ტემპერატურა დღისით: +11` °+ 13 ° ; ღამით: +8 ° +10 ° იქნება, ძირითადად უნალექო დღე გველოდება. 17 ნოემბერს ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი. დღისით: +13 ° +15 ° ; ღამით: +7° +9 ° გრადუსი იქნება. დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის.

იხილე მეტი
სიახლე 

მეუფე გრიგოლი მიხეილ სააკაშვილის ციხეში ზიარების საკითხს გამოეხმაურა 15 11 21

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის მიერ ციხეში საქართველოს მესამე პრეზიდენტის ზიარების საკითხს და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.,,მეუფე ნიკოლოზმა აზიარა პრეზიდენტი სააკაშვილი და ეს იყო მისი გადასაწყვეტი, უშუალოდ ის წყვეტს, როცა ადამიანს ესაუბრება სულიერ თემაზე, როცა აღსარებას იბარებს, აზიაროს, თუ არ აზიაროს, გააჩნია კონკრეტულ ვითარებას’’- განაცხადა მიტროპოლიტმა,ამასთან მისი თქმით ზოგჯერ გარემოებიდან გამომდინარე, მხოლოდ სასულიერო პირის გადასაწყვეტია, აზიაროს თუ არა ადამიანი, რაც შეეხება პატიმრის მონახულებას, მეუფე მიიჩნევს,რომ- ეს თითოეული ქრისტიანის ვალია. შეგახსნებთ,რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი,მიხეილ სააკაშვილი 8 ნოემბერს, ციხეში, მეუფე ნიკოლოზმა აზიარა.

იხილე მეტი