სიახლე 

ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანია რუსთავში – შეხვედრა რუსთავში 60+ კლუბის წევრებთან 19 11 21

60+ კლუბის წევრებმა სპეციალისტებთან ერთად რუსთავში ვაქცინაციის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.  მათ ინფორმაცია ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორმა მიაწოდა. შეხვედრაზე აქცენტები, კოვიდპანდემიის წინააღმდეგ ვაქცინაციის მნიშვნელობაზე გაკეთდა. „60+ კლუბები“გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივაა. ეს არის წევრობაზე დაფუძნებული კლუბი, უფროსი თაობის სოციალიზაციის სივრცე, რომელიც აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობისთვის, ჰარმონიული და მრავალფეროვანი გარემოს შექმნას ისახავს მიზნად. ლიბერთი ბანკი 2020 წლიდან არის რუსთავის 60+ კლუბის აქტიური მხარდამჭერი.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საბავშვო ბაღებში კოვიდ-19-ის შემთხვები კვლავ ფიქსირდება 19 11 21

ფოთის საბავშვო ბაღებში კოვიდ-19-ის შემთხვები კვლავ ფიქსირდება. ფოთის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორის მოადგილის მირანდა სვანაძის თქმით ,ამ დროისთვის სრულად  6 ბაღია დახურული  ,ხოლო წერტილოვანი შეზღუდვით,  მხოლოდ მეთერთმეტე ბაღი 2 კვირიან იზოლაციაში გადავიდა. აღსანიშნავია,რომ ფოთში 15 სააღმზრდელო დაწესებულება ფუნქციონირებს და სხვა ჯგუფებში პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ დროისთვის ფოთის ბაღებში აღსაზრდელთა 30% ესწრება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრების შიმშილობა გრძელდება 18 11 21

ფოთში, ახლად არჩეული საკრებულოს სამმა დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამედიცინო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით გუშინ შიმშილობა დაიწყო.ისინი პროტესტს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოთახიდან შეუერთდნენ. ჩვენ დღეს საკრებულოს ,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ფრაქციის ოთახში ვიმყოფებოდით და საკრებულოს წევრების მდგომარეობას გავეცანით, როგორც ისინი აცხადებენ,მიუხედავად პროტესტის უკიდურესი ზომისა,რაც შიმშილობას გულისხმობს, ისინი თავს მხნედ გრძნობენ და მოთხოვნის დაუყონებლივ დაკმაყოფილებას ითხოვენ. როგორც მოშიმშილეები აცხადებენ, მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება და პროტესტი პერმამენტულად გაგრძელდება ,მანამ სანამ, ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. აღსანიშნავია,რომ ხვალ 19 ნოემბერს , ოპოზიციის ლიდერები, პროტესტის ნიშნად,თბილისში მასშტაბურ მსვლელობას გეგმავენ, მათი მთავარი მოთხოვნა უცვლელია. მიხეილ…

იხილე მეტი
სიახლე 

,,დებატები უკეთესი განათლებისთვის“- კონკურსში,ფოთელი მასწავლებლების წარმატება 18 11 21

პროექტის ,,დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, პირველად გაიხსნა დებატკლუბები ფოთში, როგორც პირისპირ, ასევე ჰიბრიდულ და ონლაინ რეჟიმში. პროექტის ფარგლებში ახლა უკვე 60 -მა დებატკლუბმა დაიწყო აქტიური მუშაობა მთელი საქართველოს მასშტაბით. ფოთიდან ორმა მასწავლებელმა მე-5-ე საჯარო სკოლიდან ნინო კილასონიამ და მე-12-ე საჯარო სკოლიდან სალომე ჯუღელმა, შეძლეს დიდი კონკურსის გავლა და მთელი საქართველოდან იმ მასწაველბელთა სამუშაო ჯგუფში მოხვედრა, რომლებიც გადამზადდნენ და მიიღეს დებატების კლუბის ხელმძღვანელთა კვალიფიკაცია.პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მიზნად მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებას და ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას,…

იხილე მეტი
სიახლე 

როგორი იქნება მესამე თაობის,ეროვნული სასწავლო გეგმა 18 11 21

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვაზე მუშაობს,რაც საშუალო საფეხურზე , დიფერენცირებულ, მოსწავლის ინტერესებზე მორგებულ სწავლებას გულისხმობს. რეფორმის ფარგლებში სტანდარტზე დაფუძნებით განახლდება სახელმძღვანელოები და 2023-2024 სასწავლო წლიდან სკოლებს განახლებული სახელმძღვანელოები მიეწოდებათ.პარალელურ რეჟიმში დაწყებულია დაწყებითი საფეხურის გადახალისება და სახელმძღვანელოების გრიფირებაც. აღსანიშნავია,რომ ახალი სასწავლო გეგმა მოსწავლეებს სთავაზობს, სავალდებულო საგნებთან ერთად ინტეგირებულ და გაძლიერებულ კურსებს, (განკუთვნილი მოსწავლეებისთვის, რომლებსაც განსაკუთრებით აინტერესებთ ესა თუ ის საგნობრივი მიმართულება) პროექტულ აქტივობებს ,ხელოვნების, მუსიკისა და სამოქალაქო განათლების მიმართულებით. ამასთან აქტიურ ფაზაშია სკოლებთან მხარდამჭერი ჯგუფების საკონსულტაციო შეხვედრებიც.

იხილე მეტი
სიახლე 

სტუდია ვაშინგტონი 17 11 21

უკრაინა მზად არის რუსეთიდან მომავალი საფრთხეები მოიგერიოს – სტუდია ვაშინგტონირუსეთი უკრაინის საზღვართან სამხედრო მობილიზებას აგრძელებს, კიევში კი ამერიკის თავდაცვის მდივნის შემდეგ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი იმყოფება; ირანულმა შვეულმფრენმა ამერიკულ სამხედრო ხომალდთან სახიფათო მანევრი ჩაატარა – ამ და სხვა თემებზე ვსაუბრობთ გადაცემაში “სტუდია ვაშინგტონი”

იხილე მეტი
სიახლე 

,,კოლხი რაინდები“-მა ზესტაფონის გუნდი ,,არწივები“ 36 -11 დაამარცხეს 17 11 21

რაგბის, საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრე,დასავლეთ საქართველოს გუნდებს შორის,,კოლხი რაინდები”-ს გამარჯვებით დასრულდა. მათ, 7 თამაშიდან 6 გამარჯვებით დაასრულეს და ახლა 28 ქულით მეორე პოზიციაზე იმყოფებიან. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ,,კოლხი რაინდები”- ს მწვრთნელს ირაკლი სასანიას ვესაუბრეთ.,მისი განცხადებით აღნიშნული გამარჯვება დიდი მოტივაცის მქონე და ძალიან საამაყოა. აღსანიშნავია რომ ჩემპიონატის პირველი ტურის ბოლო მე- 7 -ე მატჩი, თერჯოლაში გაიმართა,სადაც მათ ზესტაფონმა უმასპინძლა . მატჩი პირველივე წუთებიდან კოლხების უპირატესობით დაიწყო, რაც საბოლოო ანგარიშში აისახა და ,,კოლხი რაინდები“-მა ზესტაფონის გუნდი ,,არწივები“ 36 -11 დაამარცხა

იხილე მეტი

სოფელ შავღელეში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს 17 11 21

ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული სახლების სახურავების რეაბილიტაცია დასრულდა. სტიქიამ სოფელ შავღელეში 13 სახლი დააზიანა, აქედან 11 სახლს სახურავი გადახადა, ორი სახლი კი მთლიანად დააზიანა. დაზიანებული სახლების ნაცვლად დაზარალებული ოჯახებისთვის, ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა მიმდინარეობს, თერთმეტივე სახლი კი უკვე გადახურულია. აღსანიშნავია,რომ საქართველოს მთავრობის მიერ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ხობის მუნიციპალიტეტს 190 ათასი ლარი გამოეყო. შავღელესთან ერთად სამშენებლო მასალები, ასევე გადასცა სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ, სტიქიისგან დაზარალებულ ოჯახებს. მანამდე კი ხობის მერიამ დაზარალებული ოჯახები დროებითი გადასახური მასალით უზრუნველყო. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს, ჭალადიდის,…

იხილე მეტი

ლიბერთი ბანკის ახალი საკრედიტო ბარათი განსხვავებულ გამოცდილებებს გვთავაზობს (R) 17 11 21

ლიბერთი ბანკის ახალი და უნიკალური საკრედიტო ბარათი“ახალი” განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებელს, რაც დახარჯული თანხიდან სოლიდური ‘ქეშბექი’-ს დაბრუნებას, ფინანსების მარტივად მართვისა და სასურველი ნივთის შეუფერხებლად შეძენის შესაძლებლობას გულისხმობს. ახალი ბარათიდან ლიმიტის გამოყენებისას მოქმედებს 55-დღიანი საშეღავათო პერიოდი. თუ მომხმარებელს ათვისებული თანხის დაბრუნება 55 დღეში არ სურს, ის მხოლოდ ერთი სახის ფიქსირებულ გადასახადს გადაიხდის ყოველთვიურად, მის მიერვე არჩეულ სასურველ რიცხვში. ფიქსირებული გადასახადი, ფიქსირებულ რიცხვში ძალიან მარტივს ხდის ბარათის მოხმარებას.

იხილე მეტი