ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 58 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 11 11 21
საქართველოში კორონავირუსის 4 563 შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა 4 744პაციენტი. 10 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9.25%–ია. გაიხსნება თუ არა ქვეყანაში კვლავ საველე ჰოსპიტლები? ეს მომდევნო ერთ კვირაში გახდება ცნობილი. საქართველოში ამჟამად არსებული აქტიური შემთხვევების რაოდენობა უკვე ზაფხულის მაჩვენებლებს უტოლდება. მედიკოსები საგანგაშო პროგნოზებს აკეთებენ და ყველას კეთილგონიერებისკენ – დროული აცრისა და რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებენ. როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძე აცხადებს, მსგავსი ვითარების შემთხვევაში, ჰოსპიტალური სექტორი გადაიტვირთება. “დაიწყო ბუსტერების პროცესი და ეს ძალიან კარგია. ასევე დაიწყო 12-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვების აცრა. ესეც გარკვეულ წარმატებულ შედეგს გამოიღებს,”…
იხილე მეტი