ფოთში ჯემალ თოფურიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საჭადრაკო ფესტივალი გრძელდება. 29 ნოემბერი, 2017
მე-5 დღეა გრძელდება ჯემალ თოფურიას სახელობის ფესტივალი ჭადრაკში. ფესტივალის ფარგლებში 5 სხვადასხვა ტურნირი იმართება. იგი 3 დეკემბერს დასრულდება
იხილე მეტიმე-5 დღეა გრძელდება ჯემალ თოფურიას სახელობის ფესტივალი ჭადრაკში. ფესტივალის ფარგლებში 5 სხვადასხვა ტურნირი იმართება. იგი 3 დეკემბერს დასრულდება
იხილე მეტიფოთის მერის მოადგილეები მამუკა პაპასკირი და ირაკლი თოფურია აცხადებენ, რომ ქალაქს აუცილებლად დაეტყობა ახალი გუნდის ხელი.
იხილე მეტი2017-2018 წლების სასკოლოს- სპორტული ოლიმპიადა დაიწყო. საქართველოს მასშტაბით 1700 სკოლის ასი ათასამდე მოსწავლე ერთმანეთს სპორტის 9 სახეობაში ეჯიბრება. ფინალში გამარჯვებული მოსწავლეები მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატზე მიემგზავრებიან.
2017 წელს სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას ქუთაისმა უმასპნძლა, 2018 წელს კი საპატიო ფუნქცია თბილისს ერგო. რის აღსანიშნავადაც ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენელმა დროშა დედაქალაქის მერს გადასცა.
კახი კალაძის თქმით, ეს ოლიმპიადა ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
ოლიმპიადის საზეიმო გახსნაზე ფეხბურთში გამარჯებული სკოლის გუნდი გამოვლინდა. ოქროს მედლები თბილისის 149-ე საჯარო სკოლის ფეხბურთის გუნდის წევრებმა მოიპოვეს.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, განათლებისა და სპორტის სამინისტროების და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დახმარებით ხორციელდება. ოლიმპიადის გენერალური სპონსორი „ვითიბი ბანკი“ გახდა.
ბათუმის „დინამოსთან“ გამარჯვების შემდეგ „კოლხეთი-1913“-მა გათამაშების ცხრილში მე-9 ადგილი დაიკავა და ჩემპიონატის ფლეი-აუტში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. საქართველოს 2017 წლის ჩემპიონატის ფლეი-აუტის პირველი მატჩი, 30 ნოემბერს ფოთის „პარკი-არენას“ მოედანზე გაიმართება,სადაც ფოთის გუნდი მარტვილის „მერანს“ უმასპინძლებს.
იხილე მეტიგარემოს დაცვის ეკოცენტრის წარმომადგენლებმა ფოთში შეხვედრა გამართეს,სადაც „2015 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტის“ ფარგლებში, პროექტი წარმოადგინეს. გარემოს დაცვის ეკოცენტრის დირექტორის განცხადებით, რეგიონალური ტურიზმის განვითარებისთვის, აუცილებელია კოლხეთის დაბლობში მელიორაციული ღონისძიებების გატარება.
იხილე მეტიგრძელდება ჯემალ თოფურიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საჭადრაკო ფესტივალი. ფესტივალის ფარგლები ამჟამად ასაკობრივი ტურნირები და დამწყება მოჭადრაკეთა შორის შეჯიბრი მიმდინარეობს.. ფესტივალი 3 დეკემბერს საზეიმო ვითარებაში დაიხურება. იგი საჭადრაკო კლუბ ,,ნანა;;-ს და სამეგრელო-ზემო სვანეთის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით იმართება.
იხილე მეტიფოთის ადმინისტრაციულ შენობაზე, აჭარაში, სასტუმრო ,,ლეოგრანდში“ მომხდარი ტრაგედიის გამო, სახელმწიფო დროშა დაუშვეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 27 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.
ფოთის ცენტრალურ პარკში Paintball -ის 2017 წლის ფინალური ტურნირი გაიმართა. ჯგუფურ ეტაპში 6 გუნდი ასპარეზობს, აქედან საუკთესო 4 გუნდი ფლეიოპში გადავა და ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებს. ტურნირი „ამერიკან მონოლითისა“ და „ნიჩბოსნების“ ორთაბრძოლით დაიწყო.
იხილე მეტიწელს უკვე მერვედ ფოთში ბიზნესმენისა და მეცენატის, ჭადრაკის მოყვარულის ჯემალ თოფურიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საჭადრაკო ფესტივალი იმართება. შეჯირბის ფარგლებში 5 სხვადასხვა ტურნირი ჩატარდება. ფესტივალის ორგანიზატორია ფოთის საჭადრაკო კლუბი ,,ნანა\’\’ გენერალური სპონსორი კი ფირმა ,,კავტრექსფოთი\’\’ ფესტივალი 3 დეემებრს საზეიმო ვითარებაში დაიხურება.
იხილე მეტიფოთის სანაპირო ზოლზე ქარბორბალა დაფიქსირდა. ძლიერი ქარი ზღვაზე სამხრეთ მოლის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა.
მერიის პრესცენტრში აცხადებენ,რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, შესაბამის სამსახურში,რაიმე სახის დაზიანების თაობაზე შეტყობინება არ შემოსილა.
ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით ქარბორბალას განმეორება არ არის მოსალოდნელი, მათივე მონაცემებით,ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლზე უამინდობა რამდენიმე დღე შენარჩუნდება, ხოლო ზღვის ღელვა 5-6 ბალამდე დაფიქსირდება