სიახლე 

ფოთის აგრარულ ბაზარში ჯილეხის ვირუსის არსებობა არ დადასტურდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ფოთის აგრარულ ბაზარში ჯილეხის ვირუსის არსებობა არ დადასტურდა. ეს განცხადება აგრარული ბაზრის დირექტორმა თეა ბელქანიამ გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი კვირის წინ ჯილეხის დიაგნოზით, ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამ საკითხთან დაკავშირებით კვლევა მიმდინარეობს.
როგორც ფოთის აგრარული ბაზრის დირექციის წარმომადგენლები აცხადებენ, გასაყიდ პროდუქციას ლაბორატორიული შემოწმება ყოველდღიურად უტარდება,ასევე პროდუქციის ხარისხს, გეგმიურად თვეში ორჯერ ,სურსათის ეროვნული სააგენტო ამოწმებს.

იხილე მეტი

ფოთის ახალი მერის პირველი სამუშაო დღე

ფოთის ახლადარჩეული მერი გოჩა კურდრელია დღეიდან უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა. მან ქალაქის უპოვართა სასადილო მოინახულა და იქ არსებულ პირობებს გაეცნო.
მოგვიანებით გოჩა კურდღელია თანამშრომლებს შეხვდა და მათ მერის მოადგილეები მამუკა პაპასკირი და ირაკლი თოფურია წარუდგინა.როგორც ახალმა მერმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ის მასშტაბურ საკადრო ცვლილებაბეს არ გეგმავს

იხილე მეტი
სიახლე 

სტუმარ მასპინძლობა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ

ორიგინალური იდეა აზიური ფაროსანას დასამარცხებლად-ინჟინერი დიმიტრი მანაგაძე მავნებელთან ბრძოლისათვის ზამთრის ყინვების გამოყენებას გვთავაზობს. ინიციატივა სახელწოდებით „სტუმარმასპინძლობა“ მან სოციალური ქსელის მეშვეობით გადაცემა „აგრო სიახლეებს“ გაუზიარა, იდეის შინაარსი კი შემდეგში მდებარეობს: განსაკუთრებულად ცივ დღეებში, სოფლის ან სხვა ტიპის დასახლების მცხოვრებთა ერთი ნაწილი საკუტარ სახლებს ტოვებს და რამდნეიმე დღით საცხოვრებლად დარჩენილ ნაწილს სტუმრობს. ამ პერიოდშ სახლ-კარს ღიას ტოვებს და იმედოვნებს, რომ გამოსაზამთრებლად შესახლებული მავნებელი გაყინება, ამის შემდეგ მოქალაქეები სტუმრისა და მასპინძლის როლს ცვლიან.

იხილე მეტი
სიახლე 

კოლხეთის ეროვნული პარკის “ნორჩ ელჩებს“ ტრენინგი ჩაუტარდათ

დღეს გაიმართა ,,ეკო სემინარი“ ნარჩენების მართვის თემატიკით. მშვიდობა კორპუსის ამერიკელმა მოხალისემ ,,კოლხეთის ეროვნული პარკის ნორჩი ელჩების“ პროექტის მონაწილეებს თეორიული და პრაქტიკული სწავლება ჩაუტარა
პროექტი ,,კოლხეთის ეროვნული პარკის ნორჩი ელჩები“, ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების ფარგლებში ფინანსდება და მიზნად ისახავს ქართველ მოსწავლეებში ეკო ცნობიერების დონის ამაღლებას

იხილე მეტი
სიახლე 

როგორ დავიცვათ სასათბურე კულტურები აზიური ფაროსანასგან

როგორ დავიცვათ სასათბურე კულტურები აზიური ფაროსანასგან
აზიური ფაროსანა, ამ დრომდე, სასათბურე მეურნეობაში არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო სამსახურის სპეციალისტმა ტელეკომპანია ,,რიონის“ ეთერში განაცხადა.
ბადრი ბახტაძე აღნიშნავს, რომ მიუხედავად ამისა, ფერმერებმა, რომლებსაც სასათბურე მეურნეობები გააჩნიათ, პრევენციის მიზნით, უსაფრთხოების ზომები აუცილებლად უნდა დაიცვან.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ამინდის პროგნოზი. 10 ნოემბერი, 2017

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ფოთის სანაპირო ზოლზე უნალექო ამინდი დაფიქსირდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ჯილეხის დიაგნოზით 28 წლის ქალი გარდაიცვალა

ფოთში ჯილეხის დიაგნოზით ახალგახრდა ქალი გარდაიცვალა.ამის შესახებ განცხადება შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფოთის რეგიონულ ლაბორატორიაში გააკეთეს.მათი ვარაუდით პაციენტმა სამედიცინო დაწესებულებას დაგვიანებით მიმართა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
სპეციალისტების განცხადებით, ამ ეტაპზე დაავადების გავრცელების საშიშროება და პანიკის საფუზველი არ არსებობს.

იხილე მეტი
სიახლე 

თამარ ფაჩულიამ საუნივერსიტეტო კონფერენციაზე თემა წარადგინა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში,მასწავლებეთა მე-6 საუნივერსიტეტო კონფერენცია გაიმართა.რომელშიც თამარ ფაჩულიას საავტორო სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა თამარ ფაჩულიამ მიიღო მონაწილეობა. კონფერენციაზე ეროვნული სასწავლო გეგმის პრაქტიკული რეალიზაციის საკითხები განიხილეს.საქართველოს სხვადასხვა კუთხის სკოლების ხელმძღვანელებმა, განათლების სამნისტროს წარმომადგენლებს, სასწავლო პროცესში ყველა საგანში წარმოქმნილი პრობლემები გააცნეს.თამარ ფაჩულიამ ქართული ლიტერატურის სწავლებისას წარმოქმნილ პრობლემებზე მომზადებული თემა წარადგინა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში გამსახურდიას ქუჩის მაცხოვრებლებმა მოუწესრიგებელი საკანალიზაციო სისტემა გააპროტესტეს

სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღას“ გამსახურდიას ქუჩის მაცხოვრებლებმა მიმართეს,მათი განცხადებით ახლო მდებარე ბინის კორპუსის საკანალიზაციო ჭიდან,ფეკალური მასა სანიაღვრე არხში ჩაედინება. ადგილობრივები აუტანელ სუნზე საუბრობენ,ასევე მათივე თქმით, უხვი ნალექის დროს, საცხოვრებელი ეზოები იტბორება და ფეკალური მასა შიგნით შესდით.როგორც ისინი აცხადებენ ,ეს პრობლემა 12 წელია აწუხებთ.

იხილე მეტი
სიახლე 

პალიასტომში კობრის ლიფსიტები გაუშვეს

დღეს პალიასტომის ტბაზე ველური და სარკისებრი კობრის 30 ათასამდე ლიფსიტა გაუშვეს . ორგანიზატორების განცხადებით ლიფსიტები დაახლოებით ერთ წელიწადში 2-3 კილოგრამს მიაღწევენ და დიდ სარეწაო მნიშვნელობას შეიძენენ.აქციის მიზანია პალიასტომში კობრის პოპულარიზაციის აღდგენა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება. აღნიშნული პროექტი ასოციაცია ფლორა და ფაუნამ კოლხეთის ეროვნულ პარკთან ერთად განახორციელა.ფინანსური მხარდაჭერა კი კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდმა უზრუნველყო,რომელსაც ფოთის საკრებულოში ცენტრის უბნის მაჟორიტარი დავით კვიციანიანი ხელმძღვანელობს.

იხილე მეტი