სიახლე 

ფოთის ძალოსნობის დარბაზს სპორტის მინისტრი სტუმრობდა

ფოთის მე-4 საჯარო სკოლაში ძალოსნობის კლუბის ოფიციალურ გახსნას,სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი დაესწრნენ.ასევე პრეზენტაციაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები , ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი,ძალოსნობაში ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონი გიორგი ჩხეიძე და სხვა ოფიციალური პირები იმყოფებოდნენ.
ძალოსანთა კლუბი მე-4 სკოლისთან არსებულ სპორტულ დარბაზში ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით რამდენიმე თვის წინ გაიხსნა,დარბაზში ძალოსნობისა და ფიტნესის, ასევე კრივის სავარჯიშო და მაგიდის ჩოგბურთის სათამაშო ინფრასტრუქტურა მოეწყო,ხოლო ძალოსნობის ფედერაციამ დარბაზი თანამედროვე სპორტული ინვენტარით მოამარაგა.

იხილე მეტი
სიახლე 

ატესტაცია-სემინარი აიკიდოში. ფოთი

ფოთის აიკიდს სექტორში ჩატარდა სემინარ-ატესტაცია ,რომელსაც საქართველოს აიკიდოს ფედერაციის პრეზიდენტი ესწრებოდა.სემინარში ფოთელმა,ზუგდიდელმა და თბილისელმა სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა.ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით ვიზიტის ძირითადი მიზანია არსებული ვითარების ადგილზე გაცნობა.ფოთის აიკიდოს სექტორიდან 6-მა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა და ექვსივეს ყვითელი ქამრის წოდება მიენიჭა

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით,ფოთის სანაპირო ზოლზე სამი დღის მანძილზე უმეტესად მოღრუბლული ამინდი და ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში სუვალკისა და კლაიპედას დელეგაცია ჩამოვიდა

\”ფაზისობის\” დღესსწაულთან დაკავშირებით ფოთში სუვალკისა და კლაიპედას პირველი პირები ჩამოვიდნენ.შეხვედრაზე მერებმა თავიანთი ქალაქების ისტორიაზე და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს.დასასრულს მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი და ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

იხილე მეტი
სიახლე 

\\. 20 ივლისი, 2017

“ევროპულმა საქართველომ“ფოთის მერობის კანდიდატი ვახტანგ დარცმელიძე ოფიციალურად წარადგინა.ცერემონიალი ხელოვანთა სკვერში გაიმართა.როგორც პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, ფოთში დარცმელიძეს ის თავის სახელს და რეპუტაციას ანდობს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთს ტაიკვანდოს პრეზიდენტი სტუმრობდა

დღეს საქართველოს ტაიკვანდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი სულხან ბაბუაძე ფოთს სტუმრობდა,ის \”ტაიკვანდო კლუბ 1997\”-ის მწვრთნელებსა და მოსწავლეებთან ერთად, მეზობელი რაიონებიდან ჩამოსულ სპორტსმენებსაც შეხვდა,მისი თქმით ვიზიტის მიზანი არსებული ვითარების ადგილზე გაცნობა და ერთობლივი წვრთნების ჩატარებაა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის თეატრში პრემიერა გაიმართა

„მკვდარი ქალაქები“ ასე ქვია ახალ სპექტაკლს,რომელიც ფოთის სახელმწიფო თეატრში მსახიობებმა წარმოადგინეს.რეჟისორის მიხეილ ჩარკვიანის განცხადებით სპექტაკლი დოკუმენტურ მასალებზეა აგებული.ერთმოქმედებიან წარმოდგენაში ფოთის თეატრის ხუთი მსახიობი მონაწილეობს

იხილე მეტი
სიახლე 

ფონდი “ბილივის“ საქველმოქმედო აქცია

საქველმოქმედო ფონდი ,,ბილივი“ ახალ ინიციატივას იწყებს . იდეის მიზანია დაეხმაროს და ხელი შეუწყოს ისეთ ოჯახებს, რომელთა სიყვარულმა სოციალურ და მატერიალურ პრობლემებს გაუძლო. ბილივიმ უკვე შეარჩია ბენეფიციარი წყვილი,ისინი საქართველოს სმენადაქვეითებულთა კავშირის ფოთის ფილიალის წევრები არიან.წყვილი 2004 წელს დაქორწინდა ჰყავთ ორი ქალიშვილი. გაცნობის პერიოდს დღესაც დიდი ემოციებით იხსენებენ

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ბაზრის მოვაჭრეებმა მერიის წინ აქცია გამართეს

მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ ხანძრის შედეგად დაზარალებულმა ბაზრის მოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს.ისინი ადგილობრივი ხელისუფლებისგან დროულ რეაგირებას ითხოვენ,წინააღმდეგ შემთხვევაში მათი განცხადებით პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართავენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ბლიც ტური გაიმართა

დღეს საქართველოს ტაიკვანდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი სულხან ბაბუაძე ფოთს სტუმრობდა,ის \”ტაიკვანდო კლუბ 1997\”-ის მწვრთნელებსა და მოსწავლეებთან ერთად, მეზობელი რაიონებიდან ჩამოსულ სპორტსმენებსაც შეხვდა,მისი თქმით ვიზიტის მიზანი არსებული ვითარების ადგილზე გაცნობა და ერთობლივი წვრთნების ჩატარებაა.

იხილე მეტი