სიახლე 

ტრენინგი ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიაში

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირბით, ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიაში ტრენინგი მიმდინარეობს,რომელიც ახალგაზრდებში საარჩევნო პროცესების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.პროექტი ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ტრენინგის მონაწილეებს 10 დღიანი კურსის გავლის შემდეგ, სპეციალური სერთიპიკატები გადაეცემათ.

იხილე მეტი
სიახლე 

დასუფთავების აქცია ფოთის ბაზარში

ფოთის ბაზარში დამწვარი ტერიტორიის დასუფთავება მიმდინარეობს,ქალაქის მერის ინიციატივით აღდგენითი სამუშაოები გუშინ დაიწყო,რომელშიც დასუფთავების სამსახურთან ერთად, მერიის თანამშრომლები მონაწილეობენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი გრძელდება

ფოთის საერთაშორისო საჭადაკო ფესტივალში 14 ქვეყნის 400-მდე მოჭადრაკე მონაწილეობს. A ტურნირი ფოთის საჭადრაკო სკოლაში მიმდინარეობს. B, C, D და ასაკობრივი ტურნირები კი „მონოპოლის“დარბაზში.მე-4 ტურნირის მონაცემებით,A ტურში ირანელი მოჭადრაკე ლიდერობს.ასევე ლიდერთა ჯგუფში საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრთან მიხეილ მჭედლიშვილთან ერთად დავით ბენიძე და გიორგი სიბაშვილი მოხვდნენ. A ტურში სულ 12 საერთაშორისო დიდოსტატი,8 საერთაშორისო ოსტატი და 15 ფიდეს ოსტატი ასპარეზობს

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ბაზრის მოვაჭრეების მორიგი აქცია

15 ივლისს ფოთის ცენტრალური მაგისტრალი დაახლოებით 10 წუთის მანძილზე იყო გადაკეტილი.ბაზარში დამწვარი მაღაზიების მეპატრონეების მიერ მოწყობილი ცოცხალი ჯაჭვი,პოლიციამ ძალის გამოყენებით დაარღვია.აქციის რამდენიმე მონაწილემ შეუძლოდ იგრძნო თავი და სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო,მოვაჭრეები გამოძიების დროულად დასრულებას და ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ

იხილე მეტი
სიახლე 

დასუფთავების აქცია ფოთში. 17 ივლისი, 2017

დასუფთავების აქციაში ფოთის ზედამხედველობის სამსახურისა და სახელოვნებო ცენტრის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.მათ საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან ქალაქის შემოსასვლელი გზები დაასუთავეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფინეთის ელჩის ვიზიტი ფოთში

ფოთში ერთ დღიანი ვიზიტით ფინეთის ელჩი იმუოფებოდა. ის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. ფინეთის ელჩის ინტერესი პროფესიული კოლეჯი „ფაზისის“ საგრანტო პროექტმა გამოიწვია, რომელიც საქართველოში მეთევზეობის ინდუსტრიაში ინოვაციური პროფესიული განათლების დანერგვას ითვალისწინებს

იხილე მეტი
სიახლე 

დაპირისპირება საქართველოს ნიჩბოსნობის ფედერაციის ყრილობაზე

ფოთში საქართველოს ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის ყრილობა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა,ნიჩბოსნები სასტუმრო „ანკორი“-ს საკონფერენციო დარბაზში შეიკრიბნენ,დებოში ფედერაციის გამგეობის იმ წევრებმა ატეხეს,რომელთა გადაყენება სხდომაზე იყო დაგეგმილი,საუბარია თბილისის ნიჩბოსანთა კლუბის წარმომადგენლებზე,მათ პროვოკაციის მოწყობის ბრალდებით ფედერაცის პრეზიდენტმა ყრილობაზე დასწრება აუკრძალა,რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა,ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი იყო მობილიზებული

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში სანაპირო დაცვის დღე აღნიშნეს

ფოთში 16 ივლისს სანაპირო დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა,შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას დაარსებიდან 19 წელი შეუსრულდა. ღონისძიებას შს სამინისტროს, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის,ადგილობრივი ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ამინდის პროგნოზი. 17 ივლისი, 2017

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით ფოთის სანაპირო ზოლზე 19 ივლისს დასავლეთის ქარის გაძლერებაა მოსალოდნელი,ზღვის ღელვა კი 3-4 ბალამდე მოიმატებს

იხილე მეტი
სიახლე 

ვინ იქნება “ევროპული საქართველოს“ ფოთის მერობის კანდიდატი

ევროპული საქართველოს ადგილობრივი ორგანიზაცია ფოთის მერობის კანდიდატის წარსადგენად ემზადება.კანდიდატის ოფიციალურად წარსდგენის ცერემონიალი 19 ივლისს 18 საათზე იუსტიციის სახლის გვერდით ხელოვნების სკვერში გაიმართება

იხილე მეტი