სიახლე 

ფოთის ბაზარში გარემოვაჭრეების პრობლემა დარეგულირდა

ფოთის აგრარულ ბაზარში გარემოვაჭრეების პრობლემა ამ დროისთვის მოგვარებულია. გარემოვაჭრეები, რომლებიც რიონის მარცხენა სანაპიროს განთავისუფლებას აპროტესტებდნენ და ხელისუფლების შემოთავაზებაზე უარს ამბობდნენ,სავაჭრო ცენტრის შენობაში გადანაწილდნენ და შექმნილი პირობებთ კმაყოფილები არიან.

იხილე მეტი

ფოთში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

ფოთში, ახალ რაიონში, აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის საბავშვო ბაღის მშენებლობა იწყება. მშენებლობას საფუძველი დღეს ჩაეყარა და მას დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, დანიის საბჭოს დირექტორი ვინსენტ დონტონი და პოლონეთის ელჩის მრჩეველი პჟემისლავ პიეჟმი დაესწრნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. 27 ივნისი, 2017

ფოთში, ახალ რაიონში, აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის საბავშვო ბაღის მშენებლობა იწყება. მშენებლობას საფუძველი დღეს ჩაეყარა და მას დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, დანიის საბჭოს დირექტორი ვინსენტ დონტონი და პოლონეთის ელჩის მრჩეველი პჟემისლავ პიეჟმი დაესწრნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

„მდგრადი ენერგეტიკის კვირეული 2017“ ფოთში

ფოთის მუნიციპალიტეტში „მდგრადი ენერგეტიკის კვირეული 2017“ აღნიშნეს. ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურში“გამართულ ღონისძიებაზა გამომსვლელებმა საზოგადოებრივი და საცხოვრებელი შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ ისაუბრეს.ასევე ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრის კოლქტივებმა სხვადასხვა მუსიკალური ნომერი წამოადგინეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ამინდის პროგნოზი. 27 ივნისი, 2017

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით,ფოთის სანაპირო ზოლზე სამი დღის მანძილზე კარგი ამინდი შენარჩუნდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის სალოტბარო სკოლის ღონისძიება

არჩილ ხორავას სახელოვნებო სასწავლებელში 25 ივნიის ღონისძიება გაიმართა,სადაც სალოტბარო სკოლის მოსწავლეებმა სხვადახვა მუსიკალური ნომერი შეასრულეს. კონცერტს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის მოადგილე გიორგი გაბუნი დაესწრო.ღონისძიების დასასრულს სალოტბარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები,სიგელებითა და მედლებით დააჯილდოვეს.

იხილე მეტი

აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი ფოთში

აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა (სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან ღვინჯილია), დაარსებიდან 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით, დასავლეთ საქართველოში, ბათუმსა და ფოთში კონცერტები გამართა. დამსწრე საზოგადოების წინაშე ანსამბლმა ქართულ-აფხაზური ფოლკლორის საუკეთესო ნიმუშები წარადგინა. სცენაზე ისმოდა ქართულ-აფხაზური უძველესი სიმღერებიც. მასში მონაწილეობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი, საქართველოს სახალხო არტისტი დიმიტრი ჯაიანი.

იხილე მეტი
სიახლე 

დასუფთავების აქცია ფოთში. 26 ივნისი, 2017

დასუფთავების აქციას შაბათს ახალგაზრდა მოხალისეები შეურთდნენ და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და შიდა აუდიტის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ქალაქის შემოსასვლელი გზები (ნაბადის და მალთაყვის ტერიტორია) დაასუფთავეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ხმაური ფოთის აგრარულ ბაზარში

ხმაური იყო ფოთის აგრარულ ბაზარში.ფოთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა გარე მოვაჭრეებს რიონის მარცხენა სანაპიროს განთავისუფლება მოსთხოვეს, რასაც მათი მხრიდან პროტესტი მოჰყვა. გარემოვაჭრეებმა აგრარული ბაზრის შესასვლელი გადაკეტეს.ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, გარემოვაჭრეების გადაყვანა სავაჭრო ცენტრში იგეგმება, სადაც ისინი სამი თვის განმავლობაში გადასახადისგან გათავისუფლებული იქნებიან.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის დასუფთავების სამსახურს ახალი ურნები გადაეცა

ქ.ფოთის მუნიციპალიტეტმა, მიმდინარე წლის დასაწყისში შ.პ.ს \”ინფრასტრუქტურა 2008\”-ს 100 ცალი ნარჩენების შესაგროვებელი ნაგავის ურნა გადასცა , აღსანიშნავია ის ფაქტი რომ მიმდინარე თვეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ფოთს 2 ცალი კომპაქტორიანი მერსედესის მარკის 7 და 13 კუბური მეტრის ტევადობის ახალი თვითმცლელი ნაგავმზიდი მანქანა გადასცა.
ნარჩენების შესაგროვებელი ნაგვის ურნები ლოკაციის ადგილებში ეტაპობრივად შეიცვლება.

იხილე მეტი