ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 37 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 12 11 21
საქართველოში კორონავირუსის 4 445 შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა 708 820 11 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.75%. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჩინური ვაქცინებით აცრილ მოქალაქეებს, რომლებსაც მოგზაურობისთვის “ფაიზერით” ვაქცინაცია სჭირდებათ, უკვე შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ბუსტერ დოზაზე, 28 დღის შემდეგ კი გაიკეთონ “ფაიზერის” მეორე დოზაც. თავად გამყრელიძემ, რომელიც 6 თვის წინ “სინოფარმით” აცრა, დღეს ბუსტერ დოზა სწორედ “ფაიზერით” გაიკეთა. მისივე თქმით, ეპიდვითარება ქვეყანაში სერიოზულად არის გართულებული და პროცესს მხოლოდ ვაქცინაცია შეაკავებს. ქვეყანაში უკვე ამოქმედდა აცრების წამახალისებელი ღონისძიებები, რამაც, NCDC-ს ხელმძღვანელის თქმით, ვაქცინაციის პროცესი “ოდნავ დაძრა” – ამირან გამყრელიძის…
იხილე მეტი