სიახლე 

ფოთში, ,,ლაზიკა მედი’’-ს სამედიცინო ცენტრში საყოველთაო აცრა მიმდინარეობს 08 11 21

მოქალაქეთა მასობრივი ვაქცინაციის ფარგლებში, ფოთში, ,,ლაზიკა მედი’’-ს სამედიცინო ცენტრში საყოველთაო აცრა მიმდინარეობს. კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება ,მოქალაქეებს, იმუნიზაციის სამ კაბინეტში შეუფერხებლად შეუძლიათ. ,,ლაზიკა მედში” დღეს ექიმ- რეანიმატოლოგ, ლევან რატიანის დედაც აიცრა და საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდა ,, ავიცრათ. ვენდოთ ჩვენს საუკეთესო, გმირ ექიმებს, რომლებმაც ალბათ ეს ორი წელიწადია ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ადამიანების სიცოცხლე შეინარჩუნონ’’ განაცხადა მარინა რატიანმა. კლინიკაში, მოქალაქეები, „სინოფარმის” ,,სინოვაკის” და ,,ფაიზერის ” კოვიდ- ვაქცინებით იცრებიან ,მობილიზებულია სამი ამცრელი ბრიგადა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ნიჩბოსანთა შორის საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა 08 11 21

6-7 ნოემბერს, ფოთში მდინარე კაპარჭასა და ოქროს ტბაზე, საქართველოს პირველობა 2009-2010 წლებში დაბადებულ ნიჩბოსანთა შორის და საქართველოს ჩემპიონატი, ზრდასრულებში, კანოეთ და ბაიდარებით ნიჩბოსნობაში ჩატარდა,რომელშიც მონაწილეობა დუშეთის , მცხეთის ქუთაისის , ბათუმის, თბილისის და ფოთის გუნდებმა მიიღეს. ასევე, პირველობა გაიმართა 200 ,500 და 1000 მ. დისტანციის ცურვით დაფარვაში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დღეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთადაცვის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ზურაბ ტიბუა ფოთელ ნიჩბოსნებს შეხვდა წარმატებები უსურვა. ტიბუას განცხადებით : აღნიშნული ჩემპიონატი ძალიან მნიშვნელოვანია ფოთისთვის, მიღწეული წარმატება კი საამაყო.აღსანიშნავია,რომ მსგავსი სახის შეჯიბრებები, ფოთში სამომავლოდაც იგეგმება.

იხილე მეტი

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 04 11 21

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 206 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 53 ადამიანი.გამოჯანმრთელდა 4 648 პაციენტი.დღიურად ჩატარებული ტესტირების რაოდენობა 46 615. დღიურად აცრილია 3 469უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია და ვაქცინაციის წამახალისებელი სხვა ღონისძიებები განიხილა.მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა. მასში ასევე მონაწილეობდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.საბჭომ იმსჯელა ვაქცინაციის პროგრამის კიდევ უფრო გაფართოების შესაძლებლობაზე. გაგრძელდება აქტიური საინფორმაციო კამპანია და მარათონი, რომელიც სხვადასხვა რეგიონში მობილური ბრიგადების ჩასვლას და აცრის მსურველი მოქალაქეებისთვის სერვისის ადგილზე მიწოდებას გულისხმობს.საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა განიხილეს „მწვანე პასპორტის“ გამოყენებასთან დაკავშირებული წინადადებები,…

იხილე მეტი

ფოთის მუნიციპალიტეტის მერია „EU4Culture “ კონკურსის გამარჯვებულია 04 11 21

ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ,კონკურსის- „EU4Culture გამარჯვებულია და ევროკავშირისგან 30 000 ევროს ოდენობის გრანტს მიიღებს. კონკურსი 2021 წლის მაისში გამოცხადდა ,რომელიც ქალაქის კულტურის განვითარების სტრატეგიის შემუშავებას ითვალისწინებს, მისი მიზანია, მხარი დაუჭიროს ქალაქებს კულტურის განვითარების იმ სტრატეგიების მომზადებაში, რომლებიც ევროპული კულტურული დედაქალაქების მიდგომებს შეესაბამება.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და ძეგლთადაცვის განყოფილების უფროსის ირმა გუგუშვილს განცხადებით, აღნიშნული გრანტის მოპოვება ფოთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და საამაყოა. კონკურსში მონაწილეობა70-მა ქალაქმა მიიღო, აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყნიდან: აზერბაიჯანი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა. სააპლიკაციო განცხადებების შეფასების შემდეგ, ჟიურიმ თითოეული ქვეყნიდან შერჩეული 5 ქალაქი გამოავლინა. საქართველოდან კონკურსში მონაწილეობის სურვილი…

იხილე მეტი

დღეს სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო 04 11 21

დღეს 2021-2022 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო. როგორც შეფასებისა და გამოცდებსი ეროვნულ ცენტრის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი,ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 4 ნოემბრის 10:00 საათიდან დაიწყება და 26 ნოემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება. ფოთის საგანმანათლებლო რესურს- ცენტრის უფროსის გოჩა ქორქიას თქმით , ოლიმპიადის პირველ ტურს სკოლა ატარებს და შესაბამისად, რეგისტრაციისთვის მოსწავლეებმა სკოლის ადმინისტრაციას უნდა მიმართონ. სკოლებს შეუძლიათ დაარეგისტრირონ ის მოსწავლეები, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ მონაწილეობა მიიღონ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში თითოეულ საგანში/საგნებში განსაზღვრული კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის შესაბამისად.ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მიზანია სასწავლო პროცესის სტიმულირება და მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება. ასევე, იმ…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 49 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 03 11 21

საქართველოში კორონავირუსის 6 024 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.49 კი გარდაიცვალა.  საქართველოს ყველა ზრდასრულ მოქალაქეს, შესაძლოა, სულ მალე ჰქონდეს საშუალება, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ დოზა მიიღოს, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.  ქვეყანაში შემოვიდა ორი ახალი მონოკლონური ანტისხეულის  პრეპარატი, კასირივიმაბი და ინდევიმაბი, რომლებსაც , როგორც მძიმე პაციენტებისთვის, ასევე თანმხლები დავადების მქონე პაციენტებში გამოიყენებენ დევი ტაბიძე აცხადებს, რომ მოსახლეობას კორონა-გენოციდი ემუქრება. ჯანდაცვის ექსპერტმა აღნიშნა, რომ ვირუსით ინფიცირების დღევანდელი მასშტაბი ძალიან საგანგაშოა. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, დღეს პანდემიის დაწყებიდან მეორედ 6 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მდგომარეობა მართლაც კრიტიკულია და რაღაც ნაბიჯები აუცილებლად უნდა გადაიდგას.…

იხილე მეტი
სიახლე 

დღეს მეთევზეებმა, ქარხნების გახსნის მოთხოვნით აქცია გამართეს 03 11 21

ფოთში სამხრეთ მოლზე, დღეს მეთევზეებმა აქცია გამართეს.როგორც ისინი აცხადებენ  ქაფშიის რეწვის სეზონი 3 თვე გრძელდება ამ პერიოდში  კი მისი რეალიზაციის პრობლემა იქმნება,მათ მიერ მოპოვებული ნედლეულის ძირიდი მიმღები და გადამამუშავებელი სწორედ ფოთში განთავსებული თევზის ქარხნებია,რომლებიც ქალაქში უსიამოვნო სუნს იწვევენ, თუმცა ამ ეტაპზე ქარხნები არ გახსნილა. მეთევზეების თქმით ქარხნებმა ფილტრების პრობლემა მოაგვარეს და ახლა თევზის გადამუშავება უნდა დაიწყონ,წინააღმდეგ შემთვევაში ეს მეთევზეებს ფინანსურად ძალიან დააზარალებს. ,,ქაფშია მოვიდა უკვე, თუ არ  გვამუშავებენ ეს ორი თვე  წავა ეს ქაფშია ისევ, ბანკში ვალები გვაქვს, დავრჩებით მშივრები, ყველას სესხები გვაქვს, თუ ვინმეს რამე აინტერესებს  მაშინ დაგვიფარონ ეს…

იხილე მეტი
სიახლე 

ამერიკული სამხედრო გემი შავ ზღვაში – სტუდია ვაშინგტონი

შავ ზღვაში ამერიკული სამხედრო გემი USS Mount Whitney იმყოფება, პარალელურად კი რუსეთმა ანექსირებულ ყირიმთან ახლოს სამხედრო წვრთნები გამართა; ქაბულში, აფეთქების შედეგად, 15 ადამიანი დაიღუპა; – ეს და სხვა თემები გადაცემაში “სტუდია ვაშინგტონი”

იხილე მეტი
სიახლე 

,,ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელ ცენტრში’’სასწავლო პროცესი იწყება 03 11 21

8 ნოემბერს, ,,ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელ ცენტრში’’, 10-მდე პროფესიულ-საგანმანათლებლო, სასწავლო კურსის სწავლება იწყება. ,,ფოთის საზღვაო საწვრთნელი ცენტრი’’-ს ხელმძღვანელის ნინო ხორავას განცხადებით საგანმანათლებლო პროგრამებზე 315 დარეგისტრირებული აპლიკანტიდან,215 ჩაირიცხა და თითოეულ მათგანს,სწავლას,სახელმწიფო სრულად უფინანსებს. აღსანიშნავია,რომ თანამედროვე, ტექნოლოგიური სტანდარტებით აღჭურვილი სასწავლებელი 1000 სტუდენტზეა გათვლილი.სასწავლო საწვრთნელი ცენტრი 2020 წლის 27 ოქტომბერს გაიხსნა და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებსა და სანავსადგურე პროფესიების განვითარებაზეა ორიენტირებული.ცნობილია, რომ პროფესიულ კურსებზე მიღების შემდეგი ეტაპი, 2022 წლის ზაფხულიდან გამოცხადდება,აღსანიშნავია,რომ სწავლა სახელმწიფოს მიერ სრულად ფინანსდება.

იხილე მეტი