ფოთში „განახლებული რეგიონები”-ს ფარგლებში, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს 15 10 21
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები”-ს ფარგლებში ურბანული განახლების არეალებიდან, ფოთში აღმაშენებლის ქუჩა და რუსთაველის რკალი შეირჩა. ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოები,აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ბინების, გარე ფასადზე მიმდინარეობს. პროექტი , როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით ხორციელდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით,ჩვენ ფოთის მუნიციპალიტეტის, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს იაგო რომანაშვილს ვესაუბრეთ,მისი განცხადებით, პირველ ეტაპზე აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე 6 კორპუსის, აღმაშენებლის ხიდის და მე-15-ე საჯარო სკოლის მიმდებარე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები გახორციელდება, ხოლო მეორე ეტაპზე,ფოთის თეატრის გარე ფასადის აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება. შეგახსენებთ,რომ აღნიშნული პროექტი 4-წლიანი პროგრამაა, რომელიც საქართველოს 63…
იხილე მეტი