სიახლე 

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ეხმაურება 13 10 21

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობას წერილობით გამოეხმაურა, როგორც ის აცხადებს საქართველოს ხელისუფლებამ ყველა ღონე უნდა იხმაროს იმისთვის,რომ ქვეყნის დამაზიანებელი შედეგების გარეშე დაძლიოს დღევანდელი სოციალურ-პოლიტიკური ვითარება. ,, წარსულის მძიმე გამოცდილების გათვალისწინებით გავაგრძელებთ წინსვლას შეუქცევადად!” – ამბობს მიტროპოლიტი გრიგოლი.ამასთან ის საქართველოს მესამე პრეზიდენტის,მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმიანება,როგორც მეუფე აცხადებს : სააკაშვილს სამშობლოში თავისუფლად ცხოვრების საშუალება უნდა ჰქონდეს. ,,საქართველოს მესამე პრეზიდენტის საპყრობილეში ყოფნის ყოველი დღე მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედებს!ნუთუ ვინმეს მართლა სჯერა, რომ დასავლეთი შეთქმულებას აწყობს საქართველოს წინააღმდეგ და ჩრდილოელმა მეზობელმა უნდა „გვიხსნას“ ამ შეთქმულებისგან?!მოცემულ…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში,აღმაშენებლის ქუჩის მცხოვრებლები ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ 12 10 21

ფოთში აღმაშენებლის ქუჩის მცხოვრებლებმა გუშინ  აქცია გამართეს. მათი განცხადებით ბინები რომელსაც ,,განახლებული რეგიონი’’- ს პროექტის ფარგლებში გარეფასადის რეაბილიტაცია უტარდება ,საცხოვრებლად უვარგისია, რადგან ყოველი წვიმის შემდეგ სახლშიც ისე წვიმს ,როგორც გარეთ, დაზიანებულია ჭერი,იატაკი,კედლები და ავეჯი. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ,ფოთის მერია აღნიშნულ პრობლემას უკვე წლებია კარგად იცნობს,რადგან მათ თვითმმართველ ორგანოებს 2013 წლიდან დღემდე,  სხვადასხვა ფორმით არაერთხელ მიმართეს-   თუმცა უშედეგოდ. მოსახლეობის მთავარი მოთხოვნა ზარალის ანაზღაურება და ბინის შიდა პრობლემების მოგვარებაა. ,,არაერთხელ იყო მერიიდან მოსული წარმომადგენელი შეგვპირდა ზარალის ანაზღაურებას, მაგრამ ტკბილი ტყუილით გვატყუებდნენ და დღემდე ესე ვართ მოტყუებულები’’ – აცხადებს დაზარალებული. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 48 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 12 10 21

საქართველოში კოვიდინფიცირების 4775 ახალი შემთხვევა გამოვლინდაბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 37 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.11 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.01%,ჩვენ, რომ გვქონდეს ვაქცინაციის ის დონე, რაც აქვს ევროპის ყველა ქვეყანას, ამერიკას, აზიის განვითარებულ ქვეყნებს, ჩვენთან მერწუმენთ, სიკვდილობა დღეში 5-6-ზე მეტი არ იქნებოდა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.ქვეყანაში ეპიდსიტუაცია კვლავ მძიმდება – ვირუსის გავრცელების რისკები, რომ მაღალია ამას ჯანდაცვის უწყებაში ადასტურებენ. COVID-კლინიკები კვლავ მობილიზებულია მძიმე პაციენტების მისაღებად. სპეციალისტების შეფასებით, თუ აცრების ტემპი არ მოიმატებს, შედეგი მძიმე იქნება.”ჩვენ აუცილებლად გვექნება კიდევ ერთი პიკი, ამ ყველაფრის…

იხილე მეტი
სიახლე 

მოიხსნება თუ არა მე-12-ე კლასი 12 10 21

ბოლო რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელებში აქტიურად გავრცელდა ინფორმაცია, 2023 წლიდან, მე-12-ე კლასის მოხსნასთან დაკავშირებით. ,,მე-12 კლასი 2023 წლიდან გაუქმდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეები სკოლას ერთდროულად დაამთავრებენ“, – აღნიშნული ინფორმაცია, ბოლო პერიოდში, მას შემდეგ გავრცელდა, რაც გაირკვა, რომ მე-12 კლასის სახელმძღვანელოებმა, შესაძლოა, გრიფირება არ გაიაროს.აღსანიშნავია,რომ მსგავსი სახის ინფორმაცია , სოციალურ ქსელებში თითქმის ყოველწლიურად ვრცელდება და მოსწავლეების და მშობლების ინტერესს იწვევს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ფოთის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელს გოჩა ქორქიას დავუკავშირდით,როგორც ის აღნიშნავს, მსგავსი სახის ცვლილებები არ იგეგმება და ეს მხოლოდ სოციალურ ქსელში გავრცელებული დეზინფორმაციაა. შეგახსენებთ,რომ ევროპის…

იხილე მეტი
სიახლე 

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ციხიდან მიმართვა გაავრცელა 12 10 21

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ციხიდან მიმართვა გაავრცელა. “მეგობრებო, მინდა მოგმართოთ ყველას თხოვნით, ახლა არჩევნებია და მთელი ყურადღება უნდა დაეთმოს ამას. ახლა ნიჰილიზმის დათესვა არჩევნების მეორე ტურებთან დაკავშირებით, მათ შორის, ჩემზე ზრუნვის მოტივაციით, საქართველოს მტრის პირდაპირი ინტერესია. ქვეყანა ჩვენ უნდა შევცვალოთ ბევრი მეთოდით, მათ შორის, უმთავრესია არჩევნებზე გამარჯვების გამოგლეჯა. მე, ჩემის მხრივ, ყველაფერს ვიზამ, რომ შიმშილობის გაგრძელების პირობებშიც კი, ცოცხალმა მივაღწიო 30 ოქტომბრამდე და ჩემს წინასწარ გლოვას, აშკარად სჯობს, ხელები დავიკაპიწოთ და ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება,”-ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.აქტიურად მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები ,როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ, ასევე 14 ოქტომბერს…

იხილე მეტი
სიახლე 

სამეგრელოში სხვადასხვა დაავადებების სკრინინგი დაიწყო 12 10 21

სამეგრელოს რეგიონში, სპეციალურად აღჭურვილ მობილურ კლინიკაში 6 დაავადების ერთობლივი სკრინინგი ჩატარდება. ერთდროულად შესაძლებელი იქნება: ტუბერკულოზის, კოვიდ-19-ის, აივ/შიდსის, “C” ჰეპატიტის, შაქრიანი დიაბეტის და ჰიპერტენზიის გამოკვლევა. პროექტს გლობალური ფონდის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს ფთიზიატრთა და პულმონოლოგთა ასოციაცია განახორციელებს. სკრინინგს უზრუნველყოფს პროფესიონალების გუნდი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან, ექიმი ფთიზიატრი-პულმონოლოგები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიდემიოლოგები, რადიოლოგი და ლაბორანტები. აღსანიშნავია,რომ სკრინინგი ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება და ის სამეგრელოს რეგიონში ზუგდიდში, სენაკში, ფოთში, წალენჯიხისა და დაბა ჯვარში ჩატარდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა დასრულდა 11 10 21

ფოთის №70-ე  საოლქო  საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვის პროცესი დასრულდა.  სულ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში  53 საჩივარი შევიდა ,მათ ნაწილს  პასუხი,ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წერილობით გასცა. აღსანიშნავია რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილების საფუძველზე, შემთხვევითობის პრინციპით ,ხელახალი ხმების გადათვლა 5  საარჩევნო უბანზე გახორციელდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ №70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს სალომე როდონაიას ვესაუბრეთ,მისი განცხადებით, მნიშვნელოვანი დარღვევები არ დაფიქსირებულა  ,ძირითადი საჩივრები პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა და შესაბამისად არჩევნების შედეგებზე გავლენა არ ჰქონია. შეგახსენებთ რომ 30 ოქტომბერს არჩევნების მე-2-ე ტური 5 თვითმმართველ ქალაქში გაიმართება. ფოთში, ქალაქის მერობისთვის ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო’’-ს კანდიდატი  ბექა ვაჭარაძე და ,,ერთიანი…

იხილე მეტი

დღეს საქართველოში გლოვის დღეა 11 10 21

დღეს საქართველოში გლოვის დღეა – საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია. მთავრობის განკარგულებით, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. სახელმწიფო მომხდარის შედეგად დაზარალებულებს ყველა შესაბამის დახმარებას გაუწევს. ტრაგედიის ადგილზე მოქალაქეებს გუშინ მთელი დღის განმავლოვლობაში მიჰქონდათ ყვავილები, საბავშვო თოჯინები და სანთელები.  შეგახსენებთ რომ ბათუმში კორუპუსის ჩამონგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 4 ერთი ოჯახის წევრია (დედა, მისი 2 მცირეწლოვანი შვილი და მათი ბიძა), ისინი უკვე დაკრძალეს. დანარჩენ დაღუპულებს კი დღეს ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, სადაც 14 საათზე მიცვალებულთა…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში რამდენიმე სკოლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა 10 11 21

ფოთში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, 12 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით, რამდემე კერძო და საჯარო სკოლა კვლავ დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა,ზოგიერთი მათგანში ჰიბრიდული სწავლება მიმდინარეობს,უმეტესში- კი წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდა.   აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ფოთის საგანმანათლებლო რესურსს-ცენტრის ხელმძღვანელს გოჩა ქორქიას ვესაუბრეთ,როგორც მან აღნიშნა რეგულაციები ფოთის საზოგადოებრივი  ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით დაწესდა. ცნობილია,რომ ფოთის ილია ჭავჭავაძის სახელობის  № მე-5-ე საჯარო და წმ.ნიკოლოზის სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო საშუა₾ო სკოლა სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. ამასთან  მე-15-ე საჯარო სკოლაში,სწავლა გაგრძელდება დისტანციურად,გარდა პირველი კლასისა, ხოლო დანარჩენ სკოლებში წერტილოვნად შეიზღუდა დასწრებით ფორმატში სწავლება.

იხილე მეტი