სიახლე 

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2800 ადამიანს დაუდასტურდა 05 10 21

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2800 ადამიანს დაუდასტურდა.ყველგან, ყველა დაწესებულებაში უნდა ვეცადოთ ვაქცინაციას, სამწუხაროდ სხვანაირად ჩვენ ვერ გავაჩერებთ ამ ეპიდემიას, სანამ არ იქნება აცრილი კრიტიკული მასა და კრიტიკულ მასად ითვლება დღეს 75-80%, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.მისივე განმარტებით, „დელტა“ შტამისთვის 60% საკმარისი არ არის და სასურველია, რომ მოსახლეობის 80% იყოს აცრილი.ჯანდაცვის სამინისტრო, ასევე დაავადებთა კონტროლის ცენტრი აქტიურად გეგმავს სოფლის დონეზე ვაქცინაციის კამპანიის გააქტიურებას და და ვფიქრობთ, რომ 15…

იხილე მეტი
სიახლე 

თვითმმართველობის არჩევნების მე-2-ე ტურთან დაკავშირებით, ოპოზიციური პარტიები ერთიანდებიან 05 10 21

თვითმმართველობის არჩევნების მე-2-ე ტურთან დაკავშირებით, ოპოზიცია კონსულტაციებს რამდენიმე დღეში დაიწყებს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, მეორე ტურში, საერთო კანდიდატის გარშემო გაერთიანება და ოპოზიციას კოალიციური მთავრობის შექმნაში დაეხმარება. “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები არცერთ პროდასავლურ პარტიასთან არ გამორიცხავენ თანამშრომლობას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარეს დარეჯან ცხვიტარიას და პარტია ლელოს წარმომადგენელს მაია ჩხარტიშვილს ვესაუბრეთ. ჩხარტიშვილის თქმით 2 ოქტომბერს არჩევნების ტოტალური გაყალბება მოხდა. მისი განცხადებით პარტია ,,ლელო’’ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან გაერთიანებას აპირებს და ფოთის მერობის ოპოზოციის შეთანხმებულ კანდიდატს ,გიგი უგულავას, მეორე ტურში მხარს დაუჭერს შეგახსენებთ რომ არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ,5…

იხილე მეტი
სიახლე 

მესამე პრეზიდენტის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით 2 პირი დააკავეს 05 10 21

მესამე პრეზიდენტის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით,საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დაკავებულ მამა-შვილს, ზურაბ და შალვა წოწერიებს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.წოწორიების ოჯახის წევრის თქმით,მისთვის მოულოდნელია მოსამართლის ეს გადაწყვეტილება. ვერიკო წოწორია იმედოვნებს, რომ გამოძიებით მისი ოჯახის წევრების უდანაშაულობა დადგინდება . არ ვიცი, ვერაფერს ვერ ვიტყვი. სახლში არაფერი არ უთქვამს ამის შესახებ მამა-შვილს.სხვა ოჯახის წვრები არცერთი არ დავუკითხივართ , ადვოკატები ყველაფერს ცდილობენ და ამბობდნენ, რომ ეს არ არის ისეთი მუხლი, რომ დააპატიმრონო’’ -განაცხადა ვერიკო წოწორიამ.ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის დაფარვის მუხლით…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის 8 ბაღში დღეს სააღმზრდელო პროცესი განახლდა 04 10 21

ფოთის რვა საბავშვო ბაღში დღეს სააღმზრდელო პროცესი განახლდა. სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორს მაკა ზარანდიას თქმით, დღეს აღსაზრდელთა 40% გამოცხადდა. რაც შეეხება კოვიდ რეგულაციებს, პედაგოგთა და აღსაზრდელთა გეგმიური ტესტირება ყოველ 2 კვირაში ერთხელ ჩატარდება ,ხოლო იმ ბაღებში სადაც საარჩევნო უბნები იყო განთავსებული პროცესი ხვალ განახლდება. შეგახსენებთ,რომ სულ ფოთში 15 საბავშვო ბაღია მათგან 8 -ში დღეს სააღმზრდელო პროცესი განახლდა.

იხილე მეტი
სიახლე 

დღეს,ფოთში, საარჩევნო ხმების ხელახალი დათვლის პროცესი მიმდინარეობს 04 10 21

დღეს,ფოთში, საარჩევნო ხმების ხელახალი დათვლის პროცესი მიმდინარეობს. აღნიშნული გადაწყვეტილება საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილების საფუძველზე განხორციელდა. საარჩევნო უბნები შემთხვევითობის პრინციპით გამოვლინდა. ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, სალომე როდონაიას განცხადებით ფოთში 2 ოქტომბრის არჩევნები, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. შეგახსენებთ, რომ ფოთში პროპორციულ არჩევნებში ბარიერი მხოლოდ სამმა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ფოთის საკრებულოში მოხვდნენ: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 31.41% “გახარია საქართველოსთვის” – 13.2% “ქართული ოცნება” – 41.79% რაც შეეხება მაჟორიტარული არჩევნების შედეგებს, აქ 6 მაჟორიტარული ოლქი “ქართული ოცნების” კანდიდატებმა მოიგეს და მხოლოდ ერთ ოლქში შეძლო ოპოზიციური პარტიის – “ერთიანი ნაციონალური…

იხილე მეტი
სიახლე 

„ეიპიემ ტერმინალს ფოთი” მეწარმეობის მხარდასაჭერად პროგრამას ახორციელებს 04 10 21

„ეიპიემ ტერმინალს ფოთი,” ადგილობრივი მეწარმეობის მხარდასაჭერად, მცირე ბიზნესის წახალისებისა და ხელშეწყობის პროგრამას “ეიპიემ ტერმინალსი ფოთისთვის“ ახორციელებს. პროგრამა, რომელიც ფოთის მოსახლეობას არაერთ პირდაპირ თუ არაპირდაპირ სარგებელს მოუტანს, მომდევნო ორი წლის განმავლობაში ექსპორტის განვითარების ასოციაციისა (EDA) და მისი ქვეკონტრაქტორი ორგანიზაციის, რეგიონალური განვითარების ასოციაციის (RDA) მიერ განხორციელდება. APMTerminals4Poti-ის ფარგლებში, მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ კონკურსის წესით მოიპოვონ მიზნობრივი დაფინანსება და ამასთანავე, გაიუმჯობესონ მეწარმეობისთვის საჭირო უნარ-ჩვევები ტრენინგების მეშვეობით, რომელსაც პროგრამის ფარგლებში გაივლიან. 30 სექტემბერს დაიწყო და დღეს დასრულდა კონკურსის მეორე რაუნდის მონაწილეებისთვის ბიზნესის უნარების განვითარების ტრენინგები, რომელიც ჰიბრიდულ ფორმატში მიმდინარეობს. ტრენინგზე მონაწილეებმა ბიზნეს გეგმის მომზადებისა და…

იხილე მეტი

დღეს ფოთის ყველა საჯარო და კერძო სკოლაში სასწავლო პროცესი კლასებში განახლდა 04 10 21

დღეიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, სკოლებში ზედმიწევნით იქნება დაცული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაცია, რაც ვირუსის თავიდან აცილებასა და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მშობლებს კვლავ აძლევს შესაძლებლობას, აირჩიონ დისტანციური სწავლების ფორმა, ხოლო რისკჯგუფის მასწავლებლებს, სურვილის შემთხვევაში შეეძლებათ, გაკვეთილები დისტანციურად ჩაატარონ. ფოთის საგანმანათლებლო რესურსს-ცენტრის უფროსის გოჩა ქორქიას განცხადებით ფოთის 11ს აჯარო და 3 კერძო სკოლაში სწავლა დასწრებითი ფორმით რეგულაციების სრული დაცვით განახლდა. აღსანიშნავია რომ დღეს სწავლა 565-მა  პირველკლასელმა სკოლის კედლებში დაიწყო. .

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 04 10 21

გარემოს ეროვნულ სააგენტოს მონაცემებით 3 ოქტომბერს დღის ბოლოდან 7 ოქტომბრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, ნისლი, ქარის გაძლიერება, 4 ოქტომბერს ზღვაზე მოსალოდნელია 2-3 ბალიანი ღელვა. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალთიან ზონაში ზოგან შესაძლებელია თოვლი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს. 5 ოქტომბერს ფოთში დღისით და ღამით მოღრუბულობაა მოსალოდნელი. უნალექოდ. დროგამოშვებით წვიმას უნდა ველოდოთ ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი, ღამით კი+13, +15 გრადუსი იქნება. 6 ოქტომბერს ფოთში ძირითადად მოღრუბლული ამინდია მოსალოდნელი . ღამით ცვალებად მოღრუბლულობას…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში მე- 15-ე საარჩევნო უბანზე, ოპოზიცია გადასატანი ყუთის მონაცემების გაბათილებას ითხოვს 02 10 21

ხმაური იყო ფოთის მე-10-ე საარჩევნო უბანზე , სადაც დამკვირვებლები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. ოპოზიციური პარტიის დამკვირვებლის თქმით,მან შენიშნა როგორ ინახავდა ბეიჯში “ქართული ოცნების” დამკვირვებელი ამომრჩეველთა სიებს და უბნის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა. ,,ქართული ოცნების დამკვირვებელს ბეიჯებში ედო რაღაც დაკეცილი ფურცლები, გავყევი და ვთხოვე ეჩვენებინა რა ედო ბეიჯებში, ამოვატანიე , გავშალე და იყო სურათებიანი საარჩევნო სიები“-განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებელმა. აღნიშნულ უბანზე მივიდა 70-ე საოლქო სააჩევნო კომისიის თავმჯდომარე სალომე როდონაია, რომელმაც სიტუაცია განმუხტა. ,, ინციდენტში, ორივე მხარე დამნაშავეა,როდესაც შენ ხედავ, რომ წარმომადგენელი ან დამკვირვებელი ერევა შენს ფუნქციებში, ან რაღაც რეკომენდაციას…

იხილე მეტი