სიახლე 

ხვალ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება 01 10 21

ხვალ 2ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. რამდენად მზად არის ფოთში საარჩევნო უბნები კოვიდ- პანდემიის ფონზე არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად , აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ფოთის №70 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს სალომე როდონაიას ვესაუბრეთ, მისი განცხადებით საარჩევნო უბნები სრულ მზადყოფნაშია იმისთვის რომ არჩევნები უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს. ამ დროისთვის საარჩევნო ინვენტარისა და ბიულეტინების გადანაწილების პროცესი მიმდინარეობს. ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიაში ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებისთვის 15 პოლიტიკური პარტია დარეგისტრირდა.ფოთის მერობისთვის გაერთიანებული ოპოზიციიდან-გიგი უგულავა, პარტია ,, საქართველოსთვის’’-დან -გიორგი აბსარიძე,ხოლო ,, ქართული ოცნება’’-დან -ბექა ვაჭარაძე იბრძოლებს –

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 01 10 21

საქართველოში კორონავირუსის 1 751 ახალი შემთხვევა გამოვლინდა„მეხუთე ტალღა“ გაცილებით მსუბუქი იქნება, თუ მოსახლეობის დიდი ნაწილი აიცრება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,1%-ია ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ფოთის ევექსის კლინიკაში იმყოფება – კოვიდ 24 პაციენტი ფოთის კლინიკა ბომონდში იმყოფება 27 კოვიდ პაციენტი.

იხილე მეტი
სიახლე 

„შეხვედრები ახლებურად“ – ტყიბულში გრძელდება (R) 01 10 21

„შეხვედრები ახლებურარდ“ – ტყიბულში გრძელდებალიბერთი ბანკის ახალი პროექტი ტყიბულში გრძელდება – შეხვედრაზე მისულმა ადგილობრვიბემა მწერალ დათო ტურაშვილთან და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორ გიორგი კეკელიძესთან მათთვის საინტერესო საკითხებზე ისაუბრეს და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.„შეხვედრები ახლებურად“ მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს და ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება.

იხილე მეტი
სიახლე 

სტუდია ვაშინგტონი 1 10 21

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებას “ამერიკის ხმასთან“ სენატორი რონ ჯონსონი ეხმაურება.კითხვის საპასუხოდ, სენატორი აცხადებს, რომ აშშ მხარს არ დაუჭერს საქართველოში სიტუაციის გამძაფრებას და დესტაბილიზაციას.”შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოში სიმშვიდეს და პოლიტიკურ სტაბილურობას. არ მგონია შეერთებულ შტატებში ვინმემ მხარი დაუჭიროს ნებისმიერ ისეთ მოქმედებას, რომელიც სიტუაციის გამძაფრებასა და დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად – არ აქვს მნიშვნელობა ვინ აკეთებს ამას.ჩვენ გვსურს საქართველომ საკუთარ მიზნებს მიაღწიოს. იმედი გვაქვს, რომ ყველა პოლიტიკური მოთამაშე, ყველა პარტია, ყურადღებას საერთო ინტერესებზე გაამახვილებს, რაც დასავლეთთან მეტ ინტეგრაციას, მზარდ ეკონომიკას, მშვიდობას და სტაბილურობას მოიცავს და არა – რუსეთის სასარგებლოდ…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 30 09 21

საქართველოში კორონავირუსის 1 743 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირების მიუხედავად, დღის განმავლობაში დადასტურებული შემთხვევების 25% 19 წლამდე ახალგაზრდაა, 15% კი, 14 წლამდე მოზარდი. მათ გარკვეულ ნაწილს სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა ესაჭიროება. ექიმების თქმით, რისკის ქვეშ მყოფი მოზარდები აუცილებლად აცრილები უნდა იყვნენ. ამირან გამყრელიძე, სწავლის პროცესის განახლების პარალელურად, ვირუსის გავრცელების საფრთხეებს ხედავს. ის მიიჩნევს, რომ 12-15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში იმუნიზაციის პროცესის დაწყება აუცილებელია. ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ჯანდაცვის სექტორი მზად არის ბავშვთა იმუნიზაციის პროცესში ჩართვის გადაწყვეტილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის გარეშე მიიღონ. მოზარდების Pfizer-ით ვაქცინაცია საქართველოში, სავარაუდოდ, ოქტომბრის შუა რიცხვებში დაიწყება,…

იხილე მეტი
სიახლე 

დევნილთა, საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო კიდევ 570 დევნილ ოჯახს დაეხმარება 30 09 21

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო კიდევ 570 დევნილ ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის. იძულებით გადაადგილებული ოჯახები სახლებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, თავადვე შეარჩევენ, რისთვისაც მათ სამთვიანი ვადა მიეცათ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ფოთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დევნილთა განყოფილების უფროსს ირაკლი ლეჟავას ვესაუბეთ. აღსანიშნავია რომ სოფლად სახლის“ პროექტში მონაწილეობის მოთხოვნით განაცხადის შევსება დევნილ ოჯახებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ. მომდევნო 4 წლის განმავლობაში, სოფლად სახლის პროექტის ფარგლებში, 5000 დევნილი ოჯახი განსახლდება.

იხილე მეტი
სიახლე 

სააკაშვილის შესაძლო დაბრუნების საკითხს პოლიტიკოსების ნაწილი სკეპტიკურად უყურებს 30 09 21

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. “ბავშვი არ დაბადებულა და სახელს არქმევდნენო – თუ ჩამოდის ეს კაცი, ჩამოვიდეს. თუ ჩამოვა – დავიჭერთ, ვინც ამას ხელს შეუშლის, იმასაც დავიჭერთ“ განაცხადა იარაკლი ღარიბაშვილმა. ევროპარლამენტარების ნაწილი, რომლებიც 2 ოქტომბრის არჩევნებს თბილისიდან დააკვირდებიან, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლას არაპოზიტიურ სიგნალად განიხილავენ. უფრო მეტიც, როგორც ჩეხი დეპუტატი მარკეტა გრეგოროვა აცხადებს, მე-3 პრეზიდენტის დაბრუნებას დიდი გართულებები მოჰყვება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირბით ჩვენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“-ის ლიდერს ფოთში, დარეჯან ცხვიტარიას ვესაუბრეთ, როგორც ის აცხადებს სააკაშვილის საქართვლოში დაბრუნება აუცილებელია. აღსანიშნავია,რომ ყოფილ პრეზიდენტის ქვეყანაში შესაძლო…

იხილე მეტი
სიახლე 

4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება 30 09 21

4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.ასევე მუშაობას სკოლადელი აღზრდის დაწესებულებები და ბავშვთა გასართობი ცენტრები, გაანახლებენ – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ. აღსანიშნავია რომ მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო იქნება, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებიღ ჩვენ ფოთის რესურს-ცენტრის უფროსს გოჩა ქორქიას ვესაუბრეთ, მისი განცხადებით ფოთის სკოლებში სწავლა კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით დაიწყება და ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები, სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით იქნება დაცული. შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება.

იხილე მეტი
სიახლე 

შავ ზღვაში ნატოს ხომალდები საქართველოსთან საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ 30 09 21

შავ ზღვაში ნატოს ხომალდები საქართველოსთან საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ.ამისათვის ბათუმის პორტში ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის ხომალდები შევიდნენ.გემები რომლებიც წვრთნეში მონაწილეობას მიიღებს, ესპანეთის, იტალიის, ბულგარეთის, რუმინეთისა და თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალებს წარმოადგენენ. ნატოს ხომალდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი უმასპინძლებსსამინისტროში აცხადებენ რომ წვრთნები მიზნად საქართველოსა და ნატოს საზღვაო ძალების შორის ურთიერთთავსებადობის ხარისხის გაზრდას და საქართველოს საზღვაო შესაძლებლობებისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს.

იხილე მეტი
სიახლე 

სტუდია ვაშინგტონი 30 09 21

ფაიზერმა” 5-11 წლის ბავშვების აცრის შედეგები წარადგინა”ფაიზერ” / “ბიონტექმა” 5-11 წლის ბავშვების აცრების შედეგები წარმოადგინა; ამერიკის ჯარის ლიდერები ავღანეთის დატოვების შესახებ კანონმდებლების კითხვებს პასუხობენ; ბაიდენის ადმინისტრაციას საგარეო პოლიტიკის კუთხით ბევრი გამოწვევა აქვს.

იხილე მეტი