სტუდია ვაშინგტონი 15 09 21
ამერიკის ხმისა”” და ,,საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის” ერთობლივი პროექტი: ,,სტუდია ვაშინგტონი
იხილე მეტიამერიკის ხმისა”” და ,,საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის” ერთობლივი პროექტი: ,,სტუდია ვაშინგტონი
იხილე მეტისკოლის მოსწავლეები, რომლებიც ფოთის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობისას თიბისის მოსწავლის ბარათს გამოიყენებენ, სპეციალური საშეღავათო ტარიფით, კერძოდ, დღეში ორი უფასო მგზავრობით ისარგებლებენ. სიახლე ფოთის მუნიციპალიტეტის ინიცირებით და ფოთის სატრანსპორტო კომპანიის დახმარებით 13 სექტემბრიდან ამოქმედდა და ის თიბისის ფოთის ფილიალებში გაცემულ ყველა მოსწავლის ბარათზე მოქმედებს. მათ, ვისაც სურთ აღნიშნული საშეღავათო ტარიფით სარგებლობა და თიბისის მოსწავლის ბარათი ჯერ არ აქვთ, ბარათის შეკვეთა თიბისის ფოთის ფილიალში სტუმრობით შეუძლიათ . ბარათის მიღების შემდეგ, შეღავათიანი ტარიფი ავტომატურად, 2 სამუშაო დღეში ამოქმედდება. აღსანიშნავია,რომ შეღავათი ეხება მხოლოდ ფოთის მუნიციპალურ ტრანსპორტს. მოსწავლეებს, რომლებიც ფლობენ თიბისის მოსწავლის ბარათს, შესაძლებლობა ექნებათ რომ…
იხილე მეტიდღეს ფოთში პარტია ,,ლელო’’-მ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. ცენტრის უბანში მაია ჩხარტიშვილი, ნაბადის უბანში მიხეილ გოგოტიშვილი, ხოლო კუნძულის უბანში ლალი და ლაშა სამუშიები. პარტიის წევრებმა მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდეს და გამარჯვების შემთხვევვაში ქალაქში არსებული პრობლემების დროულად მოგვარებას დაპირდნენ. როგორც ,,ლელო’’-ს წევრები ჩვენთან ინტერვიუში აცხადებენ, მათი მთავარი მიზანი ,,ქართული ოცნების”დასრულებაა შეგახსენებთ ,რომ 2ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება და მასში პარტია ლელო საარჩევნო ნომრით ,,9’’ იქნება წარმოდგენილი.
იხილე მეტიფონდი ბილივი აგრძელებს გაეროს მდგრადი განვითარების გეგმის ხელშეწყობას და ახალ საგანმანათლებლო წელს იწყებს, ახალგაზრდების მიღება, ეფუძნება მათთვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. მოხალისეობრივი აქტივობები სოციალურ და საგანმანათლებლო პროექტებში; – პრაქტიკული პროფესიული გამოცდილების მიღების შესაძლებლობა სხვადასხვა კომპანიაში – ახალგაზრდების ინიციატივების წახალისება; ეს იმ აქტივობების ჩამონათვალია, რომელიც ბილივის გუნდს მიმდინარე წელს ამ კონკრეტული მიზნის მისაღწევად აქვს დაგეგმილი. აღსანიშნავია,რომ 2020-2021 სასწავლო წელს ბილივის საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში, 60 მდე მოსწავლემ მიიღო არაფორმალური განათლება. საერთო ჯამში კი ეს რიცხვი 500მდეა.
იხილე მეტი11 და 12 სექტემბერს, თბილისში,შესარჩევი ტურნირი ჭიდაობა ,,სამბო’’-ში ჩატარდა, რომელშიც ორი ფოთელი სპორტსმენი მონაწილეობდა. ფოთელმა ბექა სანაიამ ,სამივე შეხვედრა მოიგო და ამით მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის ლიცენზია მოიპოვა, რომელიც 16 ოქტომბერს საბერძნეთში ჩატარდება. „15 სექტემბერს ერევანში ტარდება საერთაშორისო ტურნირი ჭიდაობა სამბოში, სადაც მიწვეულნი არიან ფოთელი მოჭიდავეები, გივი ნადარიშვილი და ელიზბარ თურქია“ – განაცხადა ჩვენთან ინტერვიუში, საქართველოს დამსახურბულმა მწვრთნელმა, კონსტანტინე ხუბუტიამ.
იხილე მეტიპროგრამა „ეიპიემ ტერმინალსი ფოთისთვის” შესაძლებლობას აძლევს მეწარმეებს კონკურსის წესით მოიპოვონ თანამონაწილეობრივი მიზნობრივი დაფინანსება. პროგრამის პირველი ტური, 31 აგვისტოს დასრულდა. კონკურსის ფარგლებში, გრანტი შ.შ.მ. პირთა კავშირის თავჯდომარემ, ალექსანდრე კვარაცხელიამ მოიპოვა, რომლის მეშვეობითაც მან შ.შ.მ. პირთათვის კომპიუტერული ტექნიკა შეიძინა. „ჩვენი პროდუქციით და ჩვენი მომსახურეობით ფოთში მცხოვრები შშმ პირები აბსოლიტურად უსასყიდლოდ ისარგებლებენ“ – განაცხადა ალექსანდრე კვარაცხელიამ შეგახსენებთ, რომ პროგრამის „ეიპიემ ტერმინალსი ფოთისთვის” ბიზნეს იდეების კონკურსის მე-2 ტური 2021 წლის 15 სექტემბერს დასრულდება
იხილე მეტიდღეს ,,ლეიბორისტული პარტია’’-ის, ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ,მამუკა ხორავა პარტიის წევრებთან ერთად ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრისას მათ ყურადღება ქალაქში არსებულ მოუწესრიგებელ ინფრასტრუქრურასა და საკანალიზაციო სისტემებზე, ასევე მიუსაფარი ძაღლების პრობლემებზე გაამახვილეს და აღნიშნეს რომ მათი დროული მოგვარებაა საჭირო. პარტიის წევრები მოსახლეობას მოუწოდებენ მხარი ,,ლეიბორისტულ პარტია’’-ს, ან ნებისმიერ ოპოზოციურ პარტიას დაუჭირონ და არა ,,ქართული ოცნება’’-ს ,რადგან ცვლილებები აუცილებელია. შეგახსენებთ,რომ 2021 წლის, 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე, ,,ლეიბორისტული პარტია’’ საარჩევნო ნომრით ,,10’’ იყრის კენჭს.
იხილე მეტიეპიდემიოლოგების განცხადებით საქართველოში კორონავირუსის,ახალი,მეხუთე ტალღაა მოსალოდნელი. რამდენად მოახერხებს ქვეყანა ,,ახალი ტალღის” აცილებას და რას უნდა ელოდოს მოსახლეობა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით,ჩვენ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, ეპიდემიოლოგ ნინო ჭანტურიას ვესაუბრეთ. მისი თქმით,კოვიდთან ბრძოლაში, ვაქცინაცია გადამწყვეტ როლს თამაშობს. ამასთან აუცილებელია არსებული რეგულაციების დაცვა,როგორიცაა : სოციალური დისტანცია და პირბადე. აღსანიშნავია,რომ მედიკოსები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ მოსახლეობას ვაქცინაციისკენ და ყურადღებას რეგულაციების დაცვის მნიშვნელობაზე ამახვილებენ,მათი განცხადებით, სექტემბერი და ოქტომბერი კრიტიკული თვეებია და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაციის დღიური მაჩვენებლის გაზრდა.
იხილე მეტი,ამერიკის ხმისა”” და ,,საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის” ერთობლივი პროექტი: ,,სტუდია ვაშინგტონი”
იხილე მეტისაქართველოში კორონავირუსის 3 221 ახალი შემთხვევა გამოვლინდა . „ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების გარეშე შესაძლოა სასწავლო პროცესი კვლავ დისტანციური იყოს“, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ეპიდემიოლოგმა, ოთარ ჩოკოშვილმა განაცხადა. ამასთან, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციაა, რომ სწავლა იმ სკოლებში დაიწყოს, სადაც მასწავლებელთა 80%-ია აცრილია. არ ველოდებით, რომ მეხუთე ტალღა ისეთივე მძიმე იქნება, როგორიც მეოთხე, მაგრამ მოსალოდნელია, რომ შემოდგომაზე ინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატოს, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა. უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსს 97 ადამიანი ემსხვერპლა, რაც 10 ივნისიდან კოვიდსიკვდილიანობის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.…
იხილე მეტი