სიახლე 

ფოთში ჭანტურიას ქუჩაზე ხანძრის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა 01 02 21

დღეს ჭანტურიას ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი გარდაიცვალა. ჩვენი გადამღები ჯგუფი შეთხვევის ადგილზე იმყოფებოდა , გავესაუბრეთ კორპუსში მცხოვრებებს . როგორც ისინი ჩვენთან საუბრისას აცხადებენ დაახლოებით დილის 7 საათზე მეზობლებმა ძლიერი კვამლი შეამჩნიეს და სამაშველო სამსახურს მიმართეს,ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია. ვარაუდობენ, რომ ხანძარი შესაძლოა ელექტრო ლეიბს გამოეწვია. . გადრდაცვლილები არიან ; 40წლამდე მამაკაცი და 70 წლამდე ქალბატონი, რომელიც გარდაცვლილი მამაკაცის მომვლელი იყო.

იხილე მეტი

„კურსორის“ სტუმარია დიტო ფაჩულია 29 01 21

ჩვენი თანაქალაქელი დიტო ფაჩულია ფეხბურთის სათამაშოდ საქართველოს 19 წლამდე ნაკრებში მიიწვიეს , დღეს ის შეკრებაზე რუსთავში იმყოფება და პანდემიის დასრულების შემდეგ აქტიურად აპირებს კარიერულ წინსვლებს

იხილე მეტი
სიახლე 

მოსწავლე – ახალგაზრდობის შემოქმედების ცენტრში ფოთოლა ქაჯაიას სახელობის კაბინეტი გაიხსნა 29 01 21

ფოთის მუნიციპალიტეტის მოსწავლე -ახალგაზრდობის შემოქმედების ცენტრში ფოთოლა ქაჯაიას სახელობის მხატვრული კითხვის კაბინეტი გაიხსნა, 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით კი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია სახელწოდებით – “მე ამ ქალაქში დავიბადე საპატიო მოქალაქედ, ფოთოლა ქაჯაია” გაიმართა, რომელსაც ფოთის კულტურის და განათლების სფეროს, ასევე ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ ფოთოლა ქაჯაიას კულტურის დარგის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის. ის გახლდათ ქალაქის საპატიო მოქალაქე კოლორიტი, ღირსების ორდენოსანი , მრავალი თაობის აღმზრდელი, ფოთოლა მასწავლებელი,რომელსაც ცოდნის მასწავლებელსაც უწოდებდნენ .

იხილე მეტი
სიახლე 

„კურსორის“ სტუმარია ბუჭა ჩაკვეტაძე 29 01 21

“კურსორის” სპეციალური რუბრიკის სტუმარია ექიმი დერმატო ვენეროლოგი ბუჭა ჩაკვეტაძე ,რომელიც დერმატოვენეროლოგიაში პოსტკოვიდურ გართულებებზე და მკურანლობის პროცესებზე გვესაუბრება

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი მოსხლეობის აზრი შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით 29 01 21

1 თებერვლიდან სავაჭრო ცენტრებისა და ბაზრობების გახსნა იგეგმება. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა ფოთის მოსახლეობა გამოკითხა და მათი შეხედულებები გაარკვია.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 29 01 21

ფოთში კორონავირუსის ახალი 16 შემთხვევა დადასტურდა .ბოლო 24 საათში კი 669 საქართველოში, ვირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევაა, აქედან სამეგრელო ზემო სვანეთში 79. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 73 კოვიდ პაციენტი,..ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტია მათ შორის მძიმე 4 . სენამედის კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 34 პაციენტი, მათ შორის მძიმე 5. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში – 25 მათ შორის მძიმე 3. აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა – 6 პაციენტი. სენაკი ლაზიკა მედში – 17 პაციენტი.ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 124 ადამიანი,ხოლო საკარანტინე სივრცეში იმყოფება 55 ფოთში არსებულ ვითარებაზე უფრო ვრცლად საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის…

იხილე მეტი
სიახლე 

დღეს ფოთში საკრებულოს პირველი გეგმიური სხდომა გაიმართა 28 01 21

დღეს ფოთში 2021 წლის საკრებულოს პირველი გეგმიური სხდომა გაიმართა დღის წესრიგის ფარგლებში სხდომაზე 6 საკითხი განიხილეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ 2020 წელს სახელმწიფო შესყიდვვების გეგმის შესაბამისად საკუთრებაში არსებული არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრა.მშვიდობის ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონების ფოთის სატრანსპორტო კომპანიისთვის უსასყიდლოთ გადაცემა გარე ვაჭრობის უფლების მიზნით სადღესასწაულო დღეების განსაზღვრადა საზოგადო მოღვაწეების ფოთოლა ქაჯაიას და როლანდ გარუჩავას მემორიალურ დაფების გახსნა,.

იხილე მეტი