სტუდია ვაშინგტონი 30 10 20
სტუდია ვაშინგტონი“ამერიკის ხმისა” და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი
იხილე მეტისტუდია ვაშინგტონი“ამერიკის ხმისა” და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი
იხილე მეტიარჩევნები 2020ფოთი, ხობი, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა დებატებიმონაწილეობენ:”კახა კუკავა-თავისუფალი საქართველო”- თამარ ფაჩულია.”გირჩი”- ბორის ყურუა”საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”- თეიმურაზ ფაჩულია
იხილე მეტიდღეს ფოთს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი სტუმრობდა. მან ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გენერალურმა დირექტორთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ზონაში ახლადამოქმედებული საწარმოები დაათვალიერეს და მათ სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ.სატესტო რეჟიმში მომუშავე თხილის გადამამუშავებელი საწარმოში სხვადასხვა სახეობის თხილის დახარისხება/გამოშრობა/მოხალვა და დაფასოება ხორციელდება; ხოლო შპს „ჯორჯიან ტექნოლოჯი“-ში უახლოეს მომავალში ელექტრონული მიკროსქემების, ინტეგრირებული სისტემების და სხვა ელექტრონული პროდუქტების წარმოება დაიწყება და მათი ექსპორტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიდერლანდებსა და საუდის არაბეთში განხორციელდება.ამჟამად საწარმოში კადრების შერჩევის და გადამზადების პროცესი მიმდინარეობს .
იხილე მეტიდღეს პარტია “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი გოგი წულაია მაჟორიტარობის კანდიდატის თამარ ფაჩულიას მხარდასაჭერად ფოთს ესტუმრა. მათ ფოთის საზღვაო ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერეს. წლების წინ ე.წ ,,მორვაგზალის“ შენობის დემონტაჟი უნდა მომხდარიყო, თუმცა ფოთის საზოგადოებრივი აზრის დარბაზის ძალისხმევით იგი გადარჩა. წულაიამ ყურადღება ფოთის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
იხილე მეტი“კურსორის” სპეპციალური გამოშვების სტუმარია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთშორისო საზოგადოების” სამეგრელოს რეგიონალური ხელმძღვანელი დავით ლოგუა . რომელმაც მოახლოებულ არჩვნებში ორგანიზაციის გამოწვევებზე და “კოვიდ-19”-ის პირობებში მუშაობის სპეციფიკაზე ისაუბრა
იხილე მეტიფოთში, გვიან ღამით დაუდგენელმა პირებმა ერთ ერთი რესტორანი გაქურდეს.მეპატრონის განცხადებით, დილით ადგილზე მისულ თანამშრომლებს შენობის კარი გატეხილი დახვდათ. წაღებულია ძვირადღირებული სასმელები და ჭურჭელი. მომხდართან დაკავშირებით რესტორნის მეპატრონემ პოლიციას მიმართა. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ორი არასრულწლოვანი ამხილეს. გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ქურდობას გულისხმობს. გუშინ ქურდობის მორიგი ფაქტი დაფიქსირდა. დაუდგენელმა პირებმა მერიის მალთაყვის უბნის მუნიიპალიტეტიდან პროცესორები წაიღეს. გავრცელებული ინფორმაციით ისინი შენობაში ფანჯრიდან შევიდნენ. წაღებულია კომპიუტერის პროცესორები ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
იხილე მეტისტუდია ვაშინგტონი“ამერიკის ხმისა” და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი
იხილე მეტი“კურსორის” სპეციალური რუბრიკის სტუმარია ექიმი ფსიქიატრი, ექსპერტი ნარკოლოგი ზაზა გუნცაძეკორონავირუსის გამო (COVID-19) მშობლები და ბავშვები მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ. სკოლების დახურვა, ფიზიკური დისტანცირება, და ბევრი სხვა რამის გათვალისწინება მეტად რთულია ოჯახის თითოეული წევრისთვის.როგორ შეუძლიათ მოზარდებს და მათ მშობლებს საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა კორონავირუსის (COVID-19) ეპიდემიის დროს, რამდენად მნიშვნელოვანია საკუთრივ მშობლის ქცევა კრიზისის დროს, რა რეკომენდაციებია იზოლაციაში მყოფი მოქალაქეებისათვის, რომლებიც თავს მარტოდ და ახლობელ-მეგობრებისგან მოწყვეტილად გრძნობენ, რა საშუალებები შეიძლება გამოიყენონ მათ რთულ გრძნობებთან გასამკლავებლად და საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის- ამ და სხვა საკიტხებზე სასაუბროდ სტუდიაში ექიმი ფსიქიატრი, ნარკოლოგ-ექსპერტი ზაზა გუნცაძე მოვიწვიეთპროექტის…
იხილე მეტიკოლხეთის ეროვნული პარკი ყველაზე მრავალფეროვანი პარკის ნომინაციის კონკურსში იღებს მონაწილეობას,ამ დროისთვის მიღებული ხმების ის რაოდენობით მეორე ადგილზეა და გამარჯვებისთვის მხარდაჭერაა საჭირო . “კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარია კოლხეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა მომსახურების ცენტრის უფროსი სპეციალისტი ნინო გუჯაბიძე
იხილე მეტიფოთში დღეს კორონავირუსის 8 შემთხვევა დაფიქსირდა.საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის განცხადებით, ინფიცირებულები სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან.მათ შორის არიან ბავშვებიც. „ეპიდკვლევა და კონტაქტების დადგენა გრძელდება. ასევე, გრძელდება პისიარკვლევები. შესაძლოა, ინფიცირებულთა რიცხვი შეიცვალოს. ველოდებით 28 პირის კვლევის შედეგს“, – აცხადებს ნანა მხეიძე.ჯამში, ფოთში ინფიცირებულთა რიცხვი 220- შეადგენს, გამოჯანმრთელდა 90, სტაციონარულ მკურნალობაზეა 15 პაციენტი, თვითიზოლაციაში კი იმყოფება 4 პირი.რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 392 ნიმუშებიდან 119 -ზე დადებითი პასუხია. აქედან 88 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში.რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 133 კოვიდ პაციენტი, აქედან 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 38 კოვიდპაციენტი…
იხილე მეტი