სიახლე 

საქველმოქმედო აქცია “გალერეა 34” ში

ფონდი “ქველმოქმედი 2015”-ის მიერ განხორციელებული 10-ზე მეტი სოციალური პროექტიდან – “ხელნაკეთი ნივთების შესწავლა სოციალურად დაუცველთათვის” ერთ-ერთია, რომლის დასკვნითი ნაწილი გაიმართა დღეს “არტ გალერეა 34”-ის საგამოფენო სივრცეში. ერთწლიანი პროექტი განხორციელდა “არტ-გალერეა 34”- ისა და შპს “ტრანსფორდის” საინიციატივო ჯგუფის მხარდაჭერით. 200 -ზე მეტი ნაქარგი, ნახატი თუ ხელნაკეთი ნივთი შეიქმნა პროექტში ჩართული ხუთი მოხალისე პედაგოგის მიერ. (სოფო ვეკუა, ვიქტორია ბასილაია, სიზა ადამაძე, ია როგავა და იამზე გორგოტაძე). პროექტში ასევე ჩართული იყო 20 სოციალურად დაუცველი ბავშვი, მათ შორის, დღის ცენტრის ბენეფიციარები და სპეციალურად მოწვეული – უსინათლო გოგონები, რომელთაც ფონდის მესვეურებისაგან და მაღაზიათა ქსელი “ელექტრონიკისაგან”…

იხილე მეტი
სიახლე 

მოსწავლეთა და პედაგოგთა საპროტესტო მსვლელობა ფოთში 21 12 19

დღეს თამარ ფაჩულიას სკოლა-გიმნაზიის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა ფოთის პოლიციის შენობამდე მსვლელობა მოაწყვეს . “სიცოცხლე არ მეორდება”, “ჩვენ გვინდა სიციცხლე”, “ვისწავლოთ ჰუმანურობა”- ასეთი პლაკატებით მათ პოლიციის შენობასთან აქცია მოაწყვეს და დაკითხვისას ზეწოლის შედსგად 15 წლის მოზარდის ტრაგიკულად დაღუპვა გააპროტესტეს.

იხილე მეტი
სიახლე 

„ეს ქვეყანა შენია“ lll გადაცემის მიმოხილვა 20 12 19

„მეცხრე ტალღა“-ს პირდაპირ ეთერში გადაცემა „ეს ქვეყანა შენია“ გავიდა . ჩვენი ეთერი, ამჟამად დევნილთა თემას დაეთმო . სტუმრად გადაცემის პირველ ბლოკში ,,ასოციაცია დიოსკურიას თავმჯდომარე ნონა ხუხია და ,,ფოთში განსახლებულ დევნილთა საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარე რეზო წულაია იმყოფებოდნენ. გადაცემის მეორე ბლოკში სოხუმიდან და გულრიფშიდან დევნილები ციცინო დარჯანია და ნონა შკრედი, ასევე ფოთელი სამოქალაქო აქტივისტი ნუნუ წურწუმია გადაცემის მესამე ბლოკში კი იყვნენ „აფხაზეთიდან დევნილ ვეტერანთა, ინვალიდთა და მარჩენალდაკარგგულთ კავშირის“ თავმჯდომარე ზაურ გოცირიძე და გაგრიდან დევნილი ნანა ბიგვავა. წამყვანი და სტუმრები შეეხნენ ფოთში კომპაქტურად ჩასახლებული და კერძო სექტორში დაბინავებული დევნილების პრობლემებს, ასევე სახელმწიფოს და…

იხილე მეტი
სიახლე 

„ეს ქვეყანა შენია“ lll გადაცემა 20 12 19

„მეცხრე ტალღა“-ს პირდაპირ ეთერში გადაცემა „ეს ქვეყანა შენია“ გავიდა . ჩვენი ეთერი, ამჟამად დევნილთა თემას დაეთმო . სტუმრად გადაცემის პირველ ბლოკში ,,ასოციაცია დიოსკურიას თავმჯდომარე ნონა ხუხია და ,,ფოთში განსახლებულ დევნილთა საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარე რეზო წულაია იმყოფებოდნენ. გადაცემის მეორე ბლოკში სოხუმიდან და გულრიფშიდან დევნილები ციცინო დარჯანია და ნონა შკრედი, ასევე ფოთელი სამოქალაქო აქტივისტი ნუნუ წურწუმია გადაცემის მესამე ბლოკში კი იყვნენ „აფხაზეთიდან დევნილ ვეტერანთა, ინვალიდთ და მარჩენალდაკარგგულთ კავშირის“ თავმჯდომარე ზაურ გოცირიძე და გაგრიდან დევნილი ნანა ბიგვავა. წამყვანი და სტუმრები შეეხნენ ფოთში კომპაქტურად ჩასახლებული და კერძო სექტორში დაბინავებული დევნილების პრობლემებს, ასევე სახელმწიფოს და…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საახალწლო ნაძვის ხის მონტაჟი დაიწყო 19 12 19

ფოთში საახალწლო სამზადისი გრძელდება. დღეს ნაძვის ხის მონტაჟი დაიწყო . წინა წლებისგან განსხვავებით, ნაძვის ხე რუსთველის რკალზე დაიდგმება და მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო გასართობი მოედანი მოეწყობა . საახალწლო ნაძვის ხე 25 დეკემბერს საზეიმო ვითარებაში ჩაირთვება

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ბაღების გაზიფიცირება დასრულდა 19 12 19

ფოთის  მერიამ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში გაზიფიცირების პროცესი დაასრულა.  მიმდინარე წელს რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით, ქალაქში 5 სკოლამდელ დაწესებულებაში გათბობის სისტემები დამონტაჟდა,რისთვისაც  212 400 ლარი დაიხარჯა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში 15 წლის ლუკას ტრაგიკულად დაღუპვის გამო აქცია გაიმართა 19 12 19

15წლის ლუკა  სირაძის  ტრაგიკულად  დაღუპვის გამო მთელი  საქართველოს მაშტაბით  აქციები  იმართება. ფოთში  გუშინ  ახალგაზრდების ჯგუფმა  რამდენიმე ადგილას  წარწერები ,, ამ ცხოვრების  დედაც,  სისტემა კლავს, ლუკა მაპატიე   გააკეთეს . მსგავსი  წარწერების  ნახვა   რუსთაველის  რკალზე  აღმაშენებლის ქუჩაზე  და  9აპრილზეა  შესაძლებელი. წუხელ ნაციონალური მოძრაობის ფოთის ორგანიზაციის   წევრებმა ოფისიდან  პოლიციის  შენობამდე მსვლელობა მოაწყვეს და  ეზოში  წარწერები დატოვეს. აქციის მონაწილეები  მთელი  ქვეყნის მაშტაბით  დამნაშავეთა უმკაცრეს  დასჯას მოითხოვენ.

იხილე მეტი
სიახლე 

პოექტ „ახალგაზრდული იდეა ფოთს„ გამარჯვებული პროექტების პრეზენტაცია გამართეს 18 12 19

დღეს ფოთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში პროექტის ,,ახალგაზრდული იდეა“ ფოთს გამარჯვებული იდეის ავტორებმა პროექტების პრეზენტაცია გამართეს და საზოგადოებას წარუდგინეს. ,,ტურისტული დაფები“, ავტორი ალექსანდრე გიორგაძე. ,,გულის ფორმის კონსტრუქცია ოსტამმარის სკვერში”, ავტორები სალომე სორდია, მელანო დგებუაძე. ,,N2 საჯარო სკოლის მინი-საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაცია“, ავტორი გიული გვარამია. ,,ბურჯი ეროვნებისა“, ავტორები ნიკა გვასალია, ხვიჩა სურმავა. ,,ფამფტრეკები“ , ავტორი ნიკა სიმონიშვილი. ,,მოცეკვავე შადრევანი აღმაშენებლის ხიდზე“, ავტორი ცოტნე ხარებავა. ,,ნაბადაში სკვერის მოწყობა“, ავტორი ლუკა ცანავა. პროექტი ,,ახალგაზრდების იდეა ფოთს“ მიზნად ისახავს საზოგადოების კეთილდღეობაზე ორიენტირებული ინოვაციური და ურბანული პროექტების განხორციელებას. შეხვედრას ფოთის საჯარო სკოლის მასწავლებლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე…

იხილე მეტი
სიახლე 

სტუდია ვაშინგტონი 18 12 19

„ბრძოლის მიზანი არის თავისუფალი დემოკრატიული სახელმწიფო“ , – ამბობს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია. ხოშტარიას საქართველოში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებზე და პოლიტიკურ კრიზისზე, ვაშინგტონში ვიზიტისას ვესაუბრე. გთავაზობთ ინტერვიუს ნაწყვეტს. შემდეგ სიუჟეტში 2019 წელს პრეზიდენტ ტრამპის მთავარ შეხვედრებს მიმოვიხილავთ და გიამბობთ თუ როგორია ტრამპის საგარეო პოლიტიკა და კომუნიკაციის ხერხები მსოფლიო ლიდერებთან. პროტესტის ერთი წელი – 2019 წლის განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყნების ქუჩები საპროტესტო ტალღამ მოიცვა – განსხვავებული მიზეზებითა და შედეგებით. მათ შორის საქართველოში. შემდეგ სიუჟეტში 2019 წლის მთავარ საპროტესტო აქციებს მიმოვიხილავთ.

იხილე მეტი