სიახლე 

ფოთელი მოკრივეები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან 17 05 19

ფოთის ზურაბ სასანიას სახელობის მოკრივეთა კლუბ „ლიდერი“-ს და კრივის სასპორტო სკოლის ბაზაზე საქართველოს 16 წლამდე ჭაბუკთა ნაკრები გუნდი, ევროპის ჩემპიონატისთვის აქტიურად ვარჯიშობს. ამჟამად ფოთში მოსამზადებელი ბოლო დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს, რომელიც 21 მაისამდე გაგრძელდება. ევროპის ჩემპიონატზე 11 ქართველი მოკრივე სხვადასხვა წონით კატეგორიაში იასპარეზებს, რომელთა შორის სამი ფოთელი სპორტსმენია. ევროპის ჩემპიონატი 22 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით რუმინეთის ქალაქ გალატაში გაიმართება, სადაც 37 ქვეყნის 305 მოკრივე იბრძოლებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში “ევროპის დღეები 2019” ჩატარდა 16 05 19

ევროპის დღეები 2019-ს ფარგლებში დღეს, ფოთის ცენტრალურ პარკში, გამოფენა სახელწოდებით „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ გაიმართა. ღონისძიებაზე ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის და საქართველოს კულტურული და საგანმანათლებლო გამოფენა მოეწყო. ღონისძიების ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, საინფორმაციო კუთხე წარმოადგინა, სადაც დამთვალიერებლებს საშუალება ქონდათ გაცნობოდნენ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ გავრცელებულ მითებსა და რეალობას. ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საინფორმაციო კუთხე და ნახატების გამოფენა მოეწყო. ღონისძიებაში, ფოთის საჯარო და კერძო სკოლებმა, ევრო კავშირის წევრი ქვეყნების სტენდები შექმნეს, სადაც თითოეული ქვეყნის მოკლე ისტორია იყო ნაჩვენები. აგრეთვე, ტრადიციული კერძების, ტრადიციული სამოსისა და სუვენირების პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიების მიზანია, ევროპასთან საქართველოს…

იხილე მეტი
სიახლე 

საჭადრაკო ტურნირი ფოთში 16 05 19

დღეს საჭადრაკო ფესტივალი „მაისი-2019″ დაიწყო, ფესტივალის ფარგლებში ღია ტურნირთან ერთად, 7 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის შეჯიბრება მიმდინარეობს. ფესტივალი 19 მაისს დასრულდება, გამარჯვებულები დიპლომებითა და თასებით დაჯილდოვდებიან. ორგანიზატორების განცხადებით, ფესტივალის მიზანია ჭადრაკის პოპულარიზაცია და ნიჭიერ მოჭადრაკეთა გამოვლენა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მესამე საჯარო სკოლაში ღონისძიება მოდით გავიცნოთ ევროპა გაიმართა 16 05 19

„ევროპის დღეები 2019“-ის ფარგლებში, მესამე საჯარო სკოლაში დასკვნითი ღონისძიება, სახელწოდებით ,,მოდით გავიცნოთ ევროპა“ ჩატარდა. VI ბ კლ. მოსწავლეებმა ევრო კავშირის წევრი ქვეყნები თავისი დროშებით, ისტორიით, კულტურითა და ტრადიციებით წარადგინეს. საქართველო კი სიმბოლურად, ევრო კავშირის წევრ ქვეყნებს შორის შეიყვანეს. ღონისძიებას ფოთის საჯარო სკოლების წარმომადგენლები, განათლების რესურს ცენტრის ხელმძღვანელობასთან და თვითმმართველობის წევრებთან ერთად დაესწრნენ. ღონისძიების მიზანია მოსწავლეებმა და საზოგადოებამ უფრო ახლოს გაიცნოს ევროპის ქვეყნების ისტორია.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ბარათაშვილის ქუჩაზე გზის მშენებლობა მიმდინარეობს 15 05 19

ბარათაშვილის ქუჩაზე გზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. საუბარია ყოფილი ციტრუსების მეურნეობის ტერიტორიაზე გამავალი და მალთაყვის სანაპირო ზოლის შემაერთებელ მონაკვეთზე. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „New Road“ ახორციელებს. ამჯერად არსებული საფარის რეციკლირება მიმდინარეობს, რომელსაც ქვეკონტრაქტორი კომპანია შ.პ.ს. „გზამშენებელი-13“ ასრულებს, ხოლო ასფალტო-ბეტონის დაგების პროცესს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შეასრულებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ აპრილს დაიწყო და ორ ივლისს უნდა დასრულდეს. პროექტის ღირებულება 826 000 ლარს შეადგენს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მეორე საჯარო სკოლამ ინტელექტუალურ თამაშში გაიმარჯვა 15 05 19

დასრულდა ინტელექტუალური თამაში, რომელიც საინიციატივო ჯგუფმა „ფოთის ახალგაზრდულმა იდეამ“ დააფინანსა. ფინალურ შეხვედრაზე ერთმანეთს მეორე და მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლეები დაუპირისპირდნენ. საბოლოოდ პირველი, ადგილი მეორე სკოლის გუნდმა დაიკავა. „ფოთის ახალგაზრდული იდეა“ მომავალში შემეცნებითი აქტივობების ჩატარებას გეგმავს, რომელიც მიზნად ისახავს, მოსწავლე-ახალგაზრდებში წიგნიერების დონის ამაღლებას.

იხილე მეტი
სიახლე 

მდინარე რიონის მიმდებარედ დაცული ტერიტორიები შეიქმნება 15 05 19

ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების მიზნით, მდინარე რიონის მიმდებარედ დაცული ტერიტორიები შეიქმნება. ამის შესახებ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა, ფოთში გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს, რომელსაც საზოგადოების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ მიეწოდათ ინფორმაცია, გეგმარებითი დაცული ტერიტორიების შექმნის მიზნებზე, კატეგორიებზე, ბიომრავალფეროვნებაზე, დაშვებულ და აკრძალულ საქმიანობაზე. აღნიშნულ პროექტს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის-WWF კავკასიის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით, სამტრედიის, ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტებში ახორციელებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის თეატრის შენობის სარეაბილიტაციო პროექტში ხარვეზები აღმოჩნდა 14 05 19

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების წარმოებისას რამდენიმე გაუთვალისწინებელი პრობლემა წამოიჭრა, – ამის შესახებ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლებმა თქვეს. ამ საკითხთან დაკავშირებით, დღეს მშენებლები, თეატრის ხელმძღვანელობასთან ერთად ფოთის მერს, მერის მოადგილეებს და საპროექტოს წარმომადგენლებს თეატრის შენობაში შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრაზე, კომპანიამ პროექტში არსებული ხარვეზები და ხარჯთაღრიცხვა წარმოადგინა, მათ აღნიშნეს, რომ პროექტით ჩასატარებელი სამუშაოების გეგმა სრულყოფილი არ არის, რაც მუშაობის პროცესში, რიგ პრობლემებს გამოიწვევს. პროექტი, სამსახიობო და საგრიმიორო ოთახების, სახურავის, ფასადის, სარდაფის, ვენტილაციის, გაგრილების სისტემის მონტაჟისა და სხვა სარემონტო სამუშაოების ჩატარებას გულისხმობს. თუმცა, თეატრის ხელმძღვანელობის თქმით, პროექტით…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ებრალიძეების სახლში მოშინაურებული ყორანი ბინადრობს 14 05 19

ფოთში, ებრალიძეების სახლში მოშინაურებული ყორანი ბინადრობს. დაახლოებით 5 თვის ბახალა, სულ ერთი კვირაა, რაც მისთვის უჩვეულო გარემოში იზრდება, მაგრამ უკვე ახალი ოჯახის სრულუფლებიან წევრად გრძნოვბს თავს. ჯერ ვერ დაფრინავს, თუმცა ეზოში თავისუფლად დასეირნობს. ადამინებთან ძალიან კონტაქტურია, განსაკუთრებით უყვარს როდესაც ესაუბრებიან. ბახალას მისი შეფერილობის გამო უჩა შეარქვეს. ჩვილი ბავშვივით ყურადღებას ითხოვს, თუ ჩხავილს იწყებს, ესეიგი მოწყენილია ან მოშივდა. საკვებიდან ყველაზე მეტად შვრიის ფაფა მოეწონა, რომელსაც პატრონის ხელით, ყოველ ერთ საათში, კოვზით მიირთმევს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღისადმი მიძღვნილი კვირეული დასრულდა 14 05 19

ფოთში, ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღისადმი მიძღვნილი კვირეული დასრულდა. დასკვნითი ღონისძიება ნიკო ნიკოლაძეს კოშკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა. აქტივობის ფარგლებში საჯარო ლექცია ახალი საქართველოს უნივერსიტეტის მაგისტრმა ბესიკ მაშავამ წაიკითხა. მან თემაზე “ქრისტიანული აზროვნების კერები საქართველოში” ისაუბრა. ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღე საქართველოში წელს პირველად აღნიშნეს. დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმის წარმომადგენლების ხელმძღვანელობით გაიმართა.

იხილე მეტი