სიახლე 

ფოთში, „ინტელექტუალური თამაშების ფესტივალი 2019“ მიმდინარეობს 09 05 19

ფოთის N5 საჯარო სკოლაში, ინტელექტუალური თამაში, რა, სად, როდის ჩატარდა. თამაშში თერთმეტი საჯარო და კერძო სკოლის მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. დღის ბოლოს ჟიურიმ გამარჯვებული გუნდი გამოავლინა. „ინტელექტუალური თამაშების ფესტივალი 2019“ სამი დღის მანძილზე გაგრძელდება. დღეს კი, „ერუდიტ სექსტეტის“ თამაში გაიმართა. ფესტივალი 10 მაისს „ბრეინ რინგის“ თამაშით დასრულდება და გამარჯვებულების დაჯილდოვების ცერემონია გაიმართება. ჟიურის წევრები, ერთ ფავორიტ ინტელექტუალ მოთმაშეს გამოავლენს. „ინტელექტუალური თამაშების ფესტივალი 2019“ ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით და ინტელექტუალური კლუბის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ფაშიზმზე გამარჯვების დრე აღნიშნეს 09 05 19

ფოთში, ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წელი აღნიშნეს. საკათედრო ტაძარში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინა, რომელსაც ფოთის საზოგადოების ნაწილი დაესწრო. ადგილობრივი ხელისუფლებს წარმომადგენლებმა, ვეტერანთა კავშირის წევრებთან ერთად დიდების მემორიალი, სადაც ომში დაკარგული ჯარისკაცების სახელებია ამოტვიფრული, გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. მოგვიანებით, კი ომის მონაწილეების, ალექსანდრე ვაშალომიძეს და გრიგოლ დარჯანიას საფლავებზე ყვავილები მიიტანეს. მ​ეორე მსოფლიო ომში, ფრონტის ხაზზე 11 ათასი ფოთელი იბრძოდა. 2 ათასამდე ჯარისკაცი კი შინ არ დაბრუნებულა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელმა მოჭადრაკეებმა თურქეთში წარმატებით იასპარეზეს 08 05 19

საჭადრაკო კლუბი “ნანა”-ს მოჭადრაკეები, თურქეთის საერთაშორისო ტურნირიდან, რომელიც ორდუს პროვინციაში ჩატარდა, საკუთარ ქალაქში გამარჯვებულები დაბრუნდნენ. ფოთელმა მოჭადრაკეებმა, ტურნირში, სადაც 9 ქვეყნის 540 მოჭადრაკე მონაწილეობდა წარმატებით იასპარეზეს.შეჯიბრი, ცხრა ტურად ჩატარდა. შეჯიბრება ქალაქ ორდუში ხუთი დღის მანძილზე მიმდინარეობდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ბენეფიციარებისთვის ქრონიკულ დავადებათა სამკურნალო მედიკამენტების ჩამონათვალი გაიზარდა 07 05 19

სოციალური დაცვის სამინისტროს, ჯანდაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსი, ეკატერინე ადამია ფოთში, ფოთის ჯანდაცვის სამსახურის უფროსს და მედპერსონალს შეხვდა. ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მედიკამენტების ჩამონათვალი და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზარდა. ბენეფიციარებს ექვსი ძირითადი მიმართულების სამკურნალო მედიკამენტის შეძენა, ფოთში ფარნავაზ მეფის ქუჩაზე არსებულ პსპ-ს ქსელის აფთიაქში შეეძლებათ. ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში სოციალურად დაუცველი პირები მედიკამენტებს სიმბოლურ ფასად 1 ლარად, ხოლო საპენსიო ასაკის ბენეფიციარები და შშმ პირები, 50%-იანი ფასდაკლებით შეიძენენ. ეკატერინე ადამიას თქმით, საინფორმაციო სახის შეხვედრის მიზანი, ბენეფიციართა ინფორმირებულობაა. როგორც მან აღნიშნა ფოთში, პროგრამის ფარგლებში, ქრონიკული…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის N1 საჯარო სკოლა ფლეშმობი ბულინგის წინააღმდეგ 07 05 19

ბულინგთან ბრძოლის საერთშორისო დღესთან დაკავშირებით, გამართული აქტივობები ფლეშმობით დასრულდა. „არა ბულინგს“, „დარეკე 112“ -ში, „აღკვეთე ძალადობა“, ფოთის N1 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეები ქუჩაში ამ ლოზუნგებით გამოვიდნენ და სკოლის კედლებში თანატოლების მხრიდან ჩაგვრა გააპროტესტეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, ქალაქის დღე, კვირაცხოვლობა და საკათედრო ტაძრის გახსნის დღე იზეიმეს 06 05 19

ფოთში, ქალაქის დღესთან ერთად კვირაცხოვლობა და საკათედრო ტაძრის გახსნის დღე იზეიმეს. დღესასწაულთან დაკავშირებით, სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიებები გაიმართა. ღონისძიებებს ფოთთან დამეგობრებული ქალაქების ხელმძღვანელები და სასულიერო პირები დაესწრნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საკათედრო ტაძარში გიორგობა აღნიშნეს 6 05 19

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს. 6 მაისი წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეა. დღესასწაულთან დაკავშირებით, ფოთის საკათედრო ტაძარში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა წირვა აღავლინა. წმ. გიორგის ხსენება წელიწადში ორჯერ აღინიშნება – 6 მაისს წმინდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს, მისი ბორბალზე წამების დღეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ბათუმის საზღვაო აკადემიის ფილიალი გაიხსნება 06 05 19

ქალაქის დღესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიებების ფარგლებში, ფოთში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალის დაარსების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. როგორც, უწყების წარმომადგენლებმა აღნიშნეს ბათუმის საზღვაო აკადემიის ფილიალი 2020 წელს, ყოფილი ჰიდროტექნიკუმის ბენობაში განთავსდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, დეკანოზ ჩად ჰეტფილდს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭეს 06 05 19

ახალი საქართველოს უნივერსიტეტში საპატიო დოქტორის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა. წმ. ვლადიმირის სემინარიის პრეზიდენტს, თეოლოგიის დოქტორსა და პროფესორს, დეკანოზ ჩად ჰეტფილდს, საღვთისმეტყველო განათლების სფეროში შეტანილი წვლილისათვის, საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. დეკანოზი ჩად ჰეტფილდი ამერიკელი სასულიერო პირი და თეოლოგია, რომელიც 30 წელზე მეტია საღვთისმეტყველო განათლების სფეროში მოღვაწეობს, – აღნიშნეს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთს, ქალაქ ოსტამარის მერი იაკობ სპანგენბერი ეწვია 03 05 19

ფოთის მუნიციპალიტეტს, ქალაქ ოსტამარის მერი იაკობ სპანგენბერი საკოორდინაციო ჯგუფის წევრებთან ერთად ეწვია. საკოორდინაციო ჯგუფის წევრები შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის „სოციალური ინკლუზია – მუნიციპალური სერვისების განვითარება ხანდაზმულების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მოზარდების“ – მიმდინარეობას გაეცნენ. პროექტის მიზანია სოციალური სერვისების ეფექტურად ხელმისაწვდომობის გაზრდა.

იხილე მეტი