სიახლე 

ღონისძიება ფოთის ბიბლიოთეკაში გაიმართა 02 05 19

საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, მკითხველა ინიციატივით, წიგნების _ “ფოტოობიექტივში აღქმული დრო“ და „მე ქალაქი“ ავტორთან ირმა კეკელიძესთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება „როგორ იწყებოდა ქალაქი“ ნიკო ნიკოლაძის სახელობის საბავშვო ბიბლიოთეკაში შედგა. საჯარო სკოლის მოსწვლეები გაეცნენ, როგორ შეიქმნა დოკუმენტურ მასალაზე აგებული წიგნები და ავტორთან ერთად ფოთის დაარსების ნაკლებად ცნობილ, უნიკალურ ფაქტებზე ისაუბრეს. შეხვედრას ფოთის ყოფილი მერი ვახტანგ ალანია ესწრებოდა, ის აღნიშნული წიგნების სპონსორი გახლავთ. მისი ინიციატივით ქალაქში მოქმედ ყველა სკოლას და ბიბლიოთეკას, „ფოტოობიექტივში აღქმული დრო“ და „მე ქალაქი“ უფასოდ გადაცათ. ღონისძიებაზე ვახტანგ ალანიამ ამ წიგნების უნიკალურობაზე გაამახვილა ყურადღება. ირმა კეკელიძე ამჯერად მესამე წიგნზე მუშაობს,…

იხილე მეტი
სიახლე 

ლადო აფხაზავა ფოთელ მოსწავლეებს შეხვდა 02 05 19

2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ ფინალისტი, სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი – ლადო აფხაზავა ფოთელ მოსწავლეებს შეხვდა. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების და ინტეგრაციის ცენტრის“ აღსაზრდელებს მან გაკვეთილი ჩაუტარა და მათთან ერთად სახალისო შემეცნებით აქტივობებში ჩაერთო. „სამოქალაქო განვითარების და ინტეგრაციის ცენტრი“ 2010 წლიდან ფუნქციონირებს. ცენტრის მიერ განხორციელებულ სახვადახვა პროექტში 3 ათასამდე ბენეფიციარმა მიიღო მონაწილეობა.

იხილე მეტი
სიახლე 

ახალი საქართველოს უნივერსიტეტში ნიუ იორკის სემინარიასთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა 03 05 19

ახალი საქართველოს უნივერსიტეტსა და ნიუ იორკის წმ. ვლადიმერის სახელობის მართმადიდებლურ – თეოლოგიურ სემინარიას შორის, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა გრიგოლმა და ნიუ იორკის წმ. ვლადიმერის სახელობის სემინარიის პრეზიდენტმა, დეკანოზმა ჩად ჰეტფილდმა ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. დოკუმენტის საგანს აკადემიური თანამშრომლობა წარმოადგენს, რომელიც ერთობლივ კვლევას და საგანმანათლებლო საქმიანობას მოიცავს. ორივე მხარეს შესაძლებლობა ექნება, თავისი ინტერესის სფეროს მიხედვით დააფინანსოს ერთობლივი კვლევითი პროექტები. ასევე, განათლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის მოხდება გაცვლითი პროგრამების განხორციელება. ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ, სასულიერო პირებმა ერთმანეთს საჩუქრები გადასცეს. ახალი საქართველოს უნივერსიტეტი მეოთხე ინსტიტუციაა, რომელთანაც ნიუ იორკის წმ. ვლადიმერის სემინარია თანამშრომლობს.

იხილე მეტი
სიახლე 

ოთხი ფოთელი ახალგაზრდა,ევროპის კომისიის მიერ დაფინანსებულ ტრენინგში მონაწილეობს 30 04 19

ფოთელი მოსწავლეები ქობულეთში, ხუთ დღიანი სასწავლო პროგრამით გაემგზავრნენ. სატრენინგო კურსში, ფოთელებთან ერთად, ახმეტის, ჩხოროწყუსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მოსწავლე – ახალგაზრდები მონაწილეობენ. პროექტის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებს ტრეინინგს ესპანეთიდან, იტალიდან და ავსტრიიდან ჩამოსული ტრენერები ჩაუტარებენ. პროექტი მიზანია ევროპული გამოცდილების გაზიარება ახალგაზრდული და საჯარო ორგანიზაციებისათვის, ახალგაზრდებისათვის საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებაში. პროექტი, სახელწოდებით „გააძლიერე ცვლილებებისათვის“ ევროპის კომისიის მიერ არის დაფინანსებული. ფოთში პროექტის პარტნიორია კოალიცია „სოციალური რეფორმებისათვის“.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, ბიბლიოთეკარის პროფესიული დღე აღნიშნეს 30 04 19

საბიბლიოთეკო გაერთიანების თანამშრომლებმა პროფესიული დღე აღნიშნეს. ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, ბიბლიოთეკარების მიერ შექმნილი ნივთების გამოფენა მოეწყო, რომელიც ერთი კვირის მანძილზე გაგრძელდება. გამოფენაზე წარმოდგენილი, ხელთ ნაწერი წიგნის, ხელთ ნაკეთი თოჯინების, ნაქარგი სურათების და სხვადასხვა აქსესუარების დათვალიერება ყველა მსურველს შეეძლება. კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებია დაგეგმილი. ბიბლიოთეკარის დღეს საქართველოში 2003 წლიდან 30 აპრილს აღნიშნავენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე უნალექო ამინდი დაფიქსირდება 30 04 19

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ფოთისა და ყულევის სანაპიროზე უნალექო ამინდი დაფიქსირდება.

იხილე მეტი
სიახლე 

კურსორის სტუმარია კინოსა და თეატრის მსახიობი ჯანო იზორია 26 04 19

კურსორის სტუმარია, კინოსა და თეატრის მსახიობი ჯანო იზორია. რომლის ფილმოგრაფიაში, სხვადასხვა ჟანრის საინტერესო ფილმი შედის. ჯანო იზორიამ, გიორგი თავართქილაძეს მოკლემეტრაჟიან ფილმში „ცუდი ხალხი“ ითამაშა. ფილმის სიუჟეტი 1991 წლის სმაოქალაქო ომის თემაზეა აგებული. ეს ფილმი კანადაში, მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე 3 ნომინაციაში წარადგინეს, სადაც ჯანო იზორიამ საუკეთესო მეორეხარისხოვანი მამაკაცი მსახიობისთვის განკუთვნილი ჯილდო მოიპოვა. ფილმი ასევე წარდგენილი იყო საუკეთესო მამაკაცი მსახიობისა და საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში. მსახიობმა, ჯანო იზორიამ ჩვენთან, ამ ფილმის შესახებ ისაუბრა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელმა ბიზნესმენებმა საქველმოქმედო აქცია მოაწყვეს 26 04 19

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების ინიციატივით (რობერტ გვაზავა, დათო დანელია, ირაკლი ცეკვაშვილი, ლაშა არობელიძე, გია ანთაძე, რაულ ანთაძე, გურამ წიწილაშვილი, დათო აფშილავა, გოჩა მაისურაძე, გია ჩიტიანი, ზაქრო ჩარაევი), საქველმოქმედო აქცია ჩატარდა. სააღდგომო ნობათი 50 სოციალურად დაუცველ ოჯახს, ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა გადასცეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მიუსაფართა სასადილოს ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათი გადასცეს 26 04 19

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ფოთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები უპოვართა სასადილოს ეწვივნენ. ბენეფიციარებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს. შეხვედრაზე საზეიმო განწყობა ა(ა)იპ სახელოვნებო ცენტრის, მოსწავლე -ახალგაზრდობის სახლთან არსებულმა საბავშვო ანსამბლის “ანა-ბანას” აღსაზრდელებმა შექმნეს. მათ ბენეფიციარები სხვადახვა მუსიკალური ნომრით გაამხიარულეს. ფოთის მუნიციპალიტეტი აღნიშნული სახის საქველმოქმედო ღონისძიებას ყოველ დღესასწაულზე მართავს.

იხილე მეტი
სიახლე 

ხობში სასტუმრო “დივანი” გაიხსნა 25 04 19

ხობში,სასტუმრო ,,დივანი“ გაიხსნა. წითელი ლენტი სასტუმროს დამფუძნებელმა, ახალგაზრდა ბიზნესმენმა გიორგი გვასალიამ და ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ გაჭრეს. ახალ სასტუმროში, რომელიც ბერიას 2 ნომერში მდებარეობს, ევროპული სტანდარტების შესაბამისი 12 ნომერია განთავსებული. დიზაინი ქართული ტრადიციული და თანამედროვე ელემენტების შერწყმითაა შექმნილი. გიორგის აღნიშნული ობიექტის მშენებლობის იდეა 4 წლის წინ გაუჩნდა. მიზანი საკუთარი მუნიციპალიტეტის პოპულარიზაცია იყო. სასტუმროს ადმინისტრაცია სტუმრებისთვის რეგიონის ღირსშესანიშნაობების გასაცნობად ტურისტული ტურების მოწყობას გეგმავს. ამ ეტაპზე იქ 6 ადამიანია დასაქმებული , თუმცა მათი რიცხვი 30-მდე გაიზრდება. პერსონალის გადამზადება პროექტის ,,ევროკავში ახალგაზრდებისთვის“ ფარგლებში მიმდინარეობს. ხობის მუნიციპალიტეტის მერის, გოჩა ქაჯაიას თქმით, ტურისტების ზრდის…

იხილე მეტი