სიახლე 

ფოთის საკრებულოს სხდომა 23 04 19

ფოთში, საბავშვო, სპორტული მოედნების მოწყობა, ატრაქციონების და ტრენაჟორების შეძენა დამონტაჟება, ეტაპობრივად განხორციელდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 500 ათასი ლარი დაიხარჯება. როგორც საკრებულოს სხდომაზე განაცხადეს, წელს 200 ათასი ლარის ათვისებაა დაგეგმილი, ხოლო, თუ რომელი უბნებიდან დაიწყება ეს სამუშაოები, უახლოეს დეებში გახდება ცნობილი.

იხილე მეტი
სიახლე 

გაეროს მოდელირების საგაზაფხულო სესია ფოთში 23 04 19

ფოთში, საქართველოს გაეროს მოდელირების ასოციაციის კონფერენცია ჩატარდა. დელეგატებმა, ქვეყანაში და მის საზღვრებს გარეთ არსებულ აქტუალურ პრობლემებზე ისაუბრეს, მათი გადაჭრის გზებზე გაამახვილეს ყურადღება და სამომავლო გეგმები დასახეს. კონფერენცია, ფოთის გაეროს მოდელირების მთავარმა ორგანიზატორმა, მარიამ ღვანიამ გახსნა. საგაზაფხულო სესია სამი დღე გაგრძელდა, მას რეგიონიდან ჩამოსული დელეგატებიც ესრებოდნენ. ფოთში, საქართველოს გაეროს მოდელირების ასოციაციის კონფერენცია პირველად შარშან ჩატარდა. მისი მიზანია, არაფორმალური განათლების გზით ჩართოს ნიჭიერი ახალგაზრდობა ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის სახელოვნებო ცენტრთან არსებული სამხატვრო სასწავლებლის მოსწავლეთა გამოფენა 23 04 19

კერამიკული პანოები, გრაგნილები, თიხაში შესრულებილი შოთა რუსთველის გამოსახულებები,თექის ხელნაკეთი წიგნები და ანანბანური პორტრეტი_ ეს არასრული ჩამონათვალია იმ ნამუშევრების, რომლებიც საგამფენო დარბაზში, სახელოვნებო ცენტრთან არსებულმა სამხატვრო სასწავლებლის სტუდიამ წარმოადგინა. სამხატვრო სასწავლებლის აღსაზრდელების და მასწავლებლებლების ერთობლივი გამოფენა, დედაენის დღეს და მოახლოებულ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მიეძღვნა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მუნიციპალიტეტს პლასტმასისთვის განკუთვნილი 40 ურნა საჩუქრად გადასცეს 23 04 19

ფოთის მუნიციპალიტეტს პლასტმასისთვის განკუთვნილი 40 ურნა საჩუქრად გადასცეს

იხილე მეტი
სიახლე 

“კურსორის” სტუმარია ფოთის კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსი 22 04 19

“კურსორის” სტუმარი იყო ფოთის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ნიკა გრიგოლია. მან ისაუბრა მიმდინარე პერიოდში მერიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე. ასევე 5 მაისს დაგეგმილ ქალაქის დღისადმი მიძღვნილ ზეიმზე, სადაც სხვადასხვა კულტურულ აქტივობებთნ ერთდ ქალაქის საპატიო მოქალაქეებსაც დაასახელებენ

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის კოლხეთი გაგრასთან დამარცხდა 22 04 19

„პარკი არენაზე“ ფოთის „კოლხეთმა“ მორიგი მარცხი განიცადა. ამჯერად, საქართველოს ეროვნული ლიგა ორის მერვე ტურის მატჩში, მან საფეხბურთო კლუბ „გაგრასთან“ ანგარიშით 2:0 წააგო, რამაც გულშემატკივრების გულისწყრომა გამოიწვია და უკმაყოფილება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მატჩის დასრულების შემდეგ „კოლხეთის“ წარმომადგენლებმა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს. „გაგრის“ მწვრთნელმა კი ხაზგასმით აღნიშნა, რომ „კოლხეთში“ არსებული პრობლემის გათვალისწინებით, საკმაოდ დაძაბული შეხვედრის მოლოდინი ჰქონდათ და ეგონათ მეტოქის კარში გოლის გატანა გაუჭირდებოდათ. ფოთის გუნდი სამი ქულით სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა. „კოლხეთი“ მორიგ გასვლით მატჩს, თბილისში „მერანთან“ 3 მაისს გამართავს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ავარიის შედეგად ორი მამაკაცი დაშავდა 22 04 19

ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი მამაკაცი დაშავდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მსუბუქი ავტომანქანა ელექტრო ბოძს დაეჯახა, წაქცეული ბოძი კი იქვე, ჭიშკართან მდგომ ახალგაზრდა მამაკაცს დაეცა. სხეულის დაზიანება მანქანის მძღოლმაც მიიღო. ისინი სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა, ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, ბზობის დრესასწაული აღნიშნეს 21 04 19

მართლმადიდებელმა ეკლესიამ დიდმარხვის მეექვსე კვირა დღე – მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლა – ბზობა იზეიმა. მაცხოვრის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა წირვა-ლოცვა აღავლინა. მეუფემ მრევლს ბზობის დღესასწაული მიულოცა და ქადაგებისას აღნიშნა, რომ არსებული სინამდვილე გვიჩვენებს, რომ ჩვენს საზოგადოებაში იგრძნობა ცოცხალი რწმენის უკმარისობა და ზნეობრივი კრიტერიუმების გაუფასურება. ბზობა 12 მოძრავ დღესასწაულთა შორის რიგით პირველი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს ემთხვევა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საჭადრაკო კლუბში III, IV და V თანრიგის მოსაპოვებლად ტურნირი ჩატარდა 22 04 19

ფოთის ნანა ალექსანდრიას საჭადრაკო კლუბში, საკვალიფიკაციო ტურნირები III, IV, V თანრიგზე ჩატარდა. ტურნირი გოგონათა და ვაჟთა შორის მიმდინარეობდა, სადაც ფოთელ მოჭადრაკეებთან ერთად სხვადასხვა რაიონის საჭადრაკო სკოლის 85 მოსწავლე მონაწილეობდა. ფოთელმა მოჭადრაკეებმა მესამე თანრიგზე საპრიზო ადგილები გადაინაწილეს . პირველი ადგილი დემეტრე კაკულიამ მოიპოვა, მეორე ადგილი ანა სანიკიძემ, მესამე ადგილი ბარბარე კულუამ დაიკავა. მეოთხე თანრიგზე კი მესამე ადგილის მფლობელი საბა მურვანიძე გახდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საქართველოს თასის გათმაშების პირველი ეტაპი ნიჩბოსნობაში დასრულდა 22 04 19

ფოთში, საქართველოს ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, მდ. კაპარჭაზე, საქართველოს თასის გათამაშების პირველი ეტაპი დასრულდა. შეჯიბრი ორი დღის მანძილზე მიმდინარეობდა, სადაც გოგონათა და ვაჟთა გუნდები 1000მ., 1500მ. და 2000მ დისტანციაზე ასპარეზობდნენ. საქართველოს თასის პირველი ეტაპის გათამაშებაში, ქუთაისის, მცხეთის, აბაშისა და ფოთის სპორტული კლუბები „მალთაყვა”, „კოლხა-2016“ და „კაიაკი“-ს 50-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. საბოლოოდ ფოთელებმა შეჯიბრში, ვაჟთა შორის 2 ოქროს, 5 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი, ხოლო გოგონებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

იხილე მეტი