სიახლე 

ხმაური ფოთის აგრარულ ბაზარში. 28 მარტი, 2018

ხმაური იყო ფოთის ბაზრის ტერიტორიაზე, ერთმანეთს კვლავ ძველი და ახალი ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. ამჯერად დავის საგანი საკანალიზაციო მილი გახდა. ნათელა ქირიას განცხადებით მათ არ ეძლევათ საკანალიზაციო მილის არსებულ ჭასთნ მიერთების საშუალება, რის გამოც მიმდებარე ტერიტორია ბინძურდება, შ.პ.ს „ლუკას“ ხელმძღვანელი კი აცხადებს რომ კანალიზაციის სანიაღვრე ქსელთან მიერთება დაუშვებელია .

იხილე მეტი
სიახლე 

გიგა ებრალიძე – 100

სასცენო ფარდა ქალაქ ფოთში პირველად 1879 წლის 29 ივლისს აიწია. ამ დღეს თეატრალური კომიტეტის დასმა 3 წარმოდგენა უჩვენა ფოთელ მაყურებელს. XIX საუკუნიდან დღემდე ფოთის თეატრში მრავალი სახელოვანი მსახიობი მოღვაწეობდა და მათ ერთ-ერთ ბრწყინვალე წამომადგენელს გიგა ებრალიძეს ამ დღეებში 100 წელი შეუსრულდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კოლეჯის ახალი პროექტების პრეზენტაცია გაიმართა

ფოთის საზოგადოებრივ კოლეჯ „ფაზისში“ მეთევზეობის სფეროში სამი პროგრამის განხორციელება იწყება. დღეს ფოთის საკრებულოს დარბაზში ფოთში მცხოვრები დევნილი მოსახლეობისთვის ამ პროგრამების პრეზენტაცია შესდგა. მათ მეთევზეობის დარგის პრიორიტეტებზე და პერსპექტივებზე კოლეჯის წარმომადგენლები ესაუბრნენ

იხილე მეტი
სიახლე 

ოთარ დანელია – ს განცხადება აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში

აზიური ფაროსანა არა მარტო ჩვენთან, ბევრ ქვეყანაში მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ამიტომ მის წინააღმდეგ მასშტაბური მობილიზებაა საჭირო. ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ განაცხადა.

იხილე მეტი
სიახლე 

უფასო სამედიცინო გამოკვლევები ფოთში

ფოთის მერიის ინიციატივითა და სამედიცინო კორპორაცია „ევექსის\” ორგანიზებით, ფოთის პოლიკლინიკაში საქველმოქმედო აქცია გაიმართა. უფასო კონსულტაციები თბილისიდან მოწვეულმა წამყვანმა სპეციალისტებმა -გიორგი შიოშვილი,სერგო ფიფია, გიორგი გერლიანი და ნინო წკრიალიაშვილმა ჩაატარეს. მაღალკვალიფიციური კონსულტაცია-გამოკვლევები 200-მდე ქალბატონმა ჩაიტარა. \” ევექსის\” ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის თეა მიგინეიშვილის განცხადებით, მსგავსი ტიპის აქციები პერიოდულად ჩატარდება

იხილე მეტი
სიახლე 

ტარიელ სუარის საქველმოქმედო კონცერტი ფოთში

კვირას, ფოთში სახელოვნებო ცენტრის დარბაზში ფონდი „ქველმოქმედი 2015-ის“ ორგანიზებით საქველმოქმედო ღონისძიება უსინათლო და სოციალურად დაუცველ ბავშვთა დასახმარებლად ჩატარდა . ღონისძიებაში მონაწილეობას ფრანკფურტის სამუსიკო აკადემიის პროფესორი, ცნობილი ქართველი მუსიკოსი ტარიელ სუარი იღებდა. კონცერტამდე სტუმარი ფოთის სახელოვნებო ცენტრთან არსებულ სამხატვრო სასწავლებელს ეწვია.ტარიელ სუარის განცხადებით ის საქველმოქმედო ფონდთან პირველად თანამშრომლობს

იხილე მეტი
სიახლე 

ოთარ ხომერიკის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფესტივალი ფოთში

ფოთის საჭადრაკო კლუბ „ნანას“ სატურნირო დარბაზში 25 მარტს დაიწყო და 30 მარტამდე გაგრძელდება სპორტის დამსახურებული მუშაკის ოთრ ხომერიკის ხსოვნისადმი მიძღვნილი საჭადრაკო ფესტივალი. 25-28 მარტს ტარდება ტურნირები 2009 და 2011 წლამდე დაბადებულ მოჭადრაკეთა შორის, რომლებიც შვეიცარული სისტემით 7 ტურად გაიმართება. 29-მარტს კი სტარტს იღებს ღია პირველობა სწრაფ ჭადრაკში და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერი ასაკის მოჭადრაკეს შეეძლება ოთრ ხომერიკის ხსოვნისადმი მიძღვნილი საჭადრაკო ფესტივალი წელს მე-16-დ ტარდება

იხილე მეტი
სიახლე 

ფილოსოფიური ლექციები ფოთის ბიბლიოთეკაში

საბიბლიოთეკო გაერთიანების ლიტერატურული სალონ „გულის სამელნეში“, ფილოსოფიური საუბრების ციკლი გრძელდება .
ლირა კეკელიძე მსმენელებს ამჯერად ფრანგი მწერალის და ფილოსოფოსის, ნობელის პრემიის ლაურეატის ალბერ კამიუს შესახებ ესაუბრა. აბსურდი მნიშვნელოვანი ცნებაა კამიუს შემოქმედებაში. ამის ყველაზე ნათელი მაგალითი “სიზიფოსის მითია.” მთელ ამ ვეებერთელა თეორიულ ტრაქტატს საფუძვლად უდევს კითხვა „ღირს თუ არა ცხოვრება იმად, რომ იცხოვრო“?. სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მიიღეს დავალებად ლირა კეკელიძესგან მსმენელებმა და შემდგომ ამ და სხვა საკითხებზე დისკუსიაც გამართეს.
შემდეგი ლექცის თემა, რომელიც 30 მარტს გაიმართება იქნება ავსტრიელი ფილოსოფოსის ვიქტორ ფრანკლის ცნობილი წიგნი „უთხარით ცხოვრებას კი“

იხილე მეტი
სიახლე 

შეხვედრა “დიოსკურია“ -ს ფოთის ოფისში

24 მარტს, ასოციაცია \”დიოსკურიას\” ოფისში \”სმენადაქვეითებულ ბავშვთა ჯანმრთელობის უფლებების ხელშეწყობის\” პროექტთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას სმენადაქვეითებულ ბავშვთა მშობლები, სამედიცინო და სოციალური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ
ასოციაცია „დიოსკურიამ“ აღნიშნული პროექტი მცირე გრანტების კონკურსში გამარჯვების შედეგად განახორციელა და მისი მიზანი სმენადაქვეითებულ ბავშვთა უფლებების დაცვაა.

იხილე მეტი
სიახლე 

ახალგაზრდული პარლამენტი ფოთში

ფოთში პირველი საჯარო სკოლის დარბაზში ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის რეგიონული შესარჩევი კონფერენცია
ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის რეგიონული კონფერენცია 26 მარტამდე კონფერენციის ფარგლებში პირველ საჯარო სკოლაში მოეწყო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს ვორქშოფი. ახალგაზრდული პარლამენტის მიზანი ევროპული მმართველობის გაცნობა, ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნებისა და დებატების უნარ-ჩვევების გამომუშავებაა.

იხილე მეტი