ფოთის ამინდის პროგნოზი. 1 აგვისტო, 2017
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით,ფოთის სანაპირო ზოლზე სამი დღის მანძილზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი
იხილე მეტიეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით,ფოთის სანაპირო ზოლზე სამი დღის მანძილზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი
იხილე მეტიზოგადი უნარების გამოცდებში ფოთის მასშატაბით, ყველაზე მაღალი ქულა მე-15 საჯარო სკოლის ორმა კურსდამთავრებულმა ნათია ინაძემ და გირგი ჩაქსელიანმა მიიღო.
იხილე მეტიფოთში გრძელდება აქცია „სუფთა ქალაქი“,რომელიც ქალაქის მერის ირაკლი კაკულიას ინიციატივით იმართება.
შაბთს დასუფთავების მორიგ აქციაში ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის თანამშრომლები ჩაერთვენენ, რომლებმაც ნარჩენებისგან ქალაქის შემოსასვლელი გზები (ნაბადისა და მალთაყვის ტერიტორია) დაასუფთავეს.
ფოთის საკათედრო ტაძარში 30 ივლისს აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები დააბრძანეს.ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა სავედრებელი ლოცვა აღასრულასაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ხატები საკათედრო ტაძარში ერთი კვირის მანძილზე იქნება დაბრძანებული და ყოველდრე საღვთო ლიტურღია აღევლინება.
იხილე მეტიძალისმიერი სამჭიდის დარბაზი, რომელიც ფოთში, 9 აპრილის ხეივანზე მდებარეობს ავარიულია
იხილე მეტიფოთის ხელოვანთა სკვერში სახალხო არტისტის გურამ ფირაცხალავს ბიუსტი გაიხსნა.მოქანდაკე ედემი კოკაიას ავტორობით შექმნილი ბიუსტის საზეიმო გახსნას ფოთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და გურამ ფირცხალავას ოჯახის წევრები დაესწრნენ,გამომსვლელებმა მსახიობის მოღვაწეობა გაიხსენეს და მის შემოქმედებაზე ისაუბრეს
იხილე მეტიდასრულდა რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი,დახურვის ცერემონიალი საზეიმო ვითარებაში ფოთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა.ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე,ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.ფესტივალზე ფოთის თეატრი ორ ნომინაციაში დაჯილდოვდა:რევაზ ინანიშვილის სახელობის პრემია \”ალალე\” – სპექტაკლში \”დიქტატურა\” – მოქალაქეს როლის საუკეთესო შესრულებისათვის ჯანო იზორიას გადაეცა.ასევე ნომინაციაში ფესტივალის საუკეთესო სპექტაკლი ,ფოთის სახელმწიფო თეატრის სპექტაკლი „დიქტატურა“ დასახელდა.სპექტაკლის რეჟისორი დავით მღებრიშვილი გახლავთ.
იხილე მეტირეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, დღეს მაყურებლის წინაშე ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის, პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი წარსდგა. მსახიობებმა გეგა ქურციკიძს მიერ დადგმული სპექტაკლი „ცილინდრი „ ითამაშეს.
იხილე მეტიპროექტ _ „დავძლიოთ ომის შედეგები ერთად“ ფარგლებში,გერმანიის, უკრაინისა და სომხეთის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ.ისინი ფოთში განსახლებულ დევნილთა საზოგადოებრივი საბჭოს წრმომადგენლებს შეხვდნენ.პროექტის მიზანია კონფლიქტური რეგიონების გამოცდილების გაზიარება და ახალი მეთოდების დანერგვა პრაქტიკაში.
იხილე მეტიჰეპატიტთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,საქართველოს მასშტაბით ერთი კვირის მანძილზე მოქალაქეებს უფასო სკრინინგი ჩაუტარდათ.ფოთში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდ- თანამშრომლებმა , საჯარო და კერძო ორგანიზაციებში 230 პაციენტი გამოიკვლიეს,აქედან ცე ჰეპატიტის დაავადება 12 მოქალაქეს აღმოაჩნდა.
იხილე მეტი