სიახლე 

სასამართლომ ფოთის მერი დამნაშავედ სცნო

საქართველოს სახალხო დამცველის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კანონით დადგენილ ვადებში უსახლკარო პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფის შესახებ საჯარო ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო, ფოთის საქალაქო სასამართლომ ფოთის მერი 800 ლარით დააჯარიმა. მათი ინფორმაციით, 2015 წლის 18 თებერვალს სახალხო დამცველის აპარატში შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც ფოთის საქალაქო სასამართლომ განიხილა და ირაკლი კაკულია სამართალდამრღვევად ცნო. ,,ყველა სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, თანამდებობის თუ იურიდიული პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს მასალები, საბუთები და სხვა ინფორმაცია, რომელიც ესაჭიროება სახალხო დამცველს თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად“, – ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ადგილობრივი მუნიციპალიტეტი არ ეთანხმება. სპეციალურ განცხადებაში, რომელიც სოციალური ქსელის მეშვეობით მერიის ოფიციალურ გვერდზე დღეს საღამოს გავრცელდა, ნათქვამია, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონის არასწორ განმარტებას ეფუძნება და საქმის გარემოებების სრულყოფილ შესწავლაზე არ არის დაფუძნებული. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ვინაიდან გადაწყვეტილება ჯერ კანონიერ ძალაში არ არის შესული, მერია თავს იკავებს კომენტარისგან.

იხილე მეტი
სიახლე 

ტურნირი თევზაობაში

აბაშაში მდინარე ნოღელას აკვატორიაზე სპინინგისტთა ტურნირი ,,აკვა 2015’’ ჩატარდა. მასში ფოთის, აბაშის, სენაკის, ბათუმის, თბილისისა და ქუთაისის წარმომადგენლები ასპარეზობდნენ. გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებსაც სპეციალური პრეიზები გადაეცათ. ორგანიზატორების ინფორმაციით ტურნირი ტრადიციული გახდება.

იხილე მეტი
სიახლე 

აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიან კორპუსს აწვიმს

აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიან კორპუსს აწვიმს. მოსახლეობის მოთხოვნები, პრეტენზიები და მუნიციპალიტეტის პასუხი მობინადრეებს.

იხილე მეტი
სიახლე 

რაში ადანაშაულებს სააკაძის ქუჩის მოსახლეობა ადგილობრივ მუნიციპალიტეტს?

მოუწესრიგებელი სანიაღვრე არხები და გზები. რატომ თვლიან სააკაძის ქუჩის მაცხოვრებლები რომ ხელისუფლება მათ მიმართ უყურადღებობას იჩენს. რა პოზიცია აქვს მუნიციპალიტეტს. დეტალები ჩვენს სიუჟეტში.

იხილე მეტი
სიახლე 

საქართველოს პირველობა ჭიდაობა-სამბოში

13- 15 მარტის ჩათვლით თბილისმა ჭიდაობა-სამბოში საქართველოს პირველობას უმასპინძლა. მასში ფოთელმა სპორტსმენებმაც იასპარეზეს.

იხილე მეტი
სიახლე 

დაირღვა თუ არა ბავშვთა უფლებები?

დოკუმენტური ფილმის ჩვენება ფოთის თეატრში. დაირღვა თუ არა ბავშვთა უფლებები? რა გამოხმაურება მოჰყვა წინა ხელისუფლების დროს გახმაურებულ საქმეებზე ძალადობის ამსახველი კადრების ჩვენებას არასრულწლოვანებისთვის; ვისი დავალებით მიიყვანეს თეატრში უფროსკლასელები; რომელმა უწყებამ დაიწყო მოკვლევა და იყო თუ არა ფილმის ჩვენების ორგანიზაციულ საკითხებში ჩართული ადგილობრივი მუნიციპალიტეტი? ,,კურსორი“ დღეს ამ თემაზე მუშაობდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი მოკრივეების წარმატება. 16 მარტი, 2015

ფოთელი მოკრივეების წარმატებული გამოსვლა საქართველოს პირველობაზე. გურჯაანში გამართული შეჯიბრი კადეტ- მოკრივეთა შორის და სხვადასხვა წონით კატეგორიაში აღებული საპრიზო ადგილები.

იხილე მეტი
სიახლე 

ნორჩ მოჭადრაკეთა ანხანაგური შეხვედრები ფოთში

ნორჩ მოჭადრაკეთა ანხანაგური შეხვედრები ფოთში. ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლის მოსწავლეებმა გურიის გუნდი დიდი სხვაობით დაამარცხეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფილმი წინა ხელისუფლების გახმაურებულ საქმეებზე

წინა ხელისუფლების დროს გახმაურებულ საქმეებზე მომზადებული ფილმის ჩვენება ფოთის თეატრში. იგი არასამთავრობო ორგანიზაცია „ყველა თაობა საქართველოსთვის“ ორგანიზებით ჩატარდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ჯგუფი workaut-ი აზერბაიჯანულ სატელევიზიო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.

მოწვევა მეზობელი ქვეყნიდან. ფოთელი „ვორქაუთელები“ აზერბაიჯანულ სატელევიზიო პროგრამაში მიღებენ მონაწილეობას.პროექტ „ნიჭიერიდან“ “ტალანტების შოუში“.

იხილე მეტი