სიახლე 

რას აპროტესტებენ მონადირეები?

ფოთელი მონადირეები იმ შეზღუდვებს აპროტესტებენ, რომელიც მათ კოლხეთის ეროვნულ პარკში ნადირობისას აქვთ. საკანონმდებლო ცვლილების მოთხოვნით დღეს მათ საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მოანწილეებს ფოთის მერი და კოლხეთის ეროვნული პარკის დირექტორი შეხვდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი. 18 დეკემბერი, 2014

ახლა კი ამინდი. დღეს ფოთში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +14 გრადუსი დაფიქსირდა. ქროდა აღმოსავლეთის ქარი 7-12 მეტრი წამში. ჰიდროგრაფიული სამსახურის ინფორმაციით ხვალ ფოთში დროგამოშვებით იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით + 11 +13 გრადუსი იქნება , ღამით კი მოსალოდნელია + 10 , + 12 გრადუსი. სინოპტიკოსების პროგნოზით ზეგ გამოდარებს, თუმცა ორშაბათიდან ფოთში ზღვის ღელვა მოიმატებს და ნალექია მოსალოდნელი.

იხილე მეტი
სიახლე 

„სამშვიდობო გადაძახილი აფხაზ ხალხს“

ზუგდიდის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგელები დღეს ფოთში იმყოფებოდნენ. მათ პროექტის პრეზენტაცია გამართეს.

იხილე მეტი
სიახლე 

მიიღებენ თუ არამერიის სამსახურების თანამშრომლები საახალწლო პრემიებს

ადგილობრივი მერიის სამსახურების თანამშრომლები საახალწლო პრემიებს არ მიიღებენ. საფინანსო და ეკონომიკური განვითარების სამსახურის ინფორმაციით საკრებულოს თანამშრომლებს კი იგი გადაეცემათ. დღეს თემაზე ჩვენი გადამღები ჯგუფი მუშაობდა.

იხილე მეტი
სიახლე 

მალთაყვის უბნის სასაფლაოზე გზის მოწესრიგება დაიწყო

ქალაქში არასამეწარმეო იურიდიული პირი სასაფლაოების მოვლა პატრონობის ცენტრია შექმნილი. დღეს ცენტრის ინიციატივით მალთაყვის უბნის სასაფლაოზე გზის მოწესრიგება დაიწყო. რა ვალდებულებები აქვს ცენტრს დაკისრებული ნახეთ ჩვენს მიერ მომზადებული სიუჟეტი.

იხილე მეტი
სიახლე 

მართლმადიდებლური სამყარო დღეს წმინდა ბარბარეს ხსენებას აღნიშნავს

მართლმადიდებლური სამყარო დღეს წმინდა ბარბარეს ხსენებას აღნიშნავს. ფოთისა და ხობის ეპარქიაში წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარი პატარა ფოთში მდებარეობს. დღეს ყველა მოქმედ ტაძარში წირვა აღევლინა. წმინდა ბარბარეს ცხოვრება ნახეთ „კურსორში’’.

იხილე მეტი
სიახლე 

რას აპროტესტებენ კომერციული ფართის მეპატრონეები?

ფოთის აგარარული ბაზრის ტერიტორიაზე, კერძოდ რიონის მარცხენა სანაპიროზე კომერციული ფართის , ყოფილი ბოსტნეულის საცავის მესაკუთრეები ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ, რა პრობლემის წინაშე დგანან ისინი ნახეთ ჩვენს მიერ მომზადებული სიუჟეტი.

იხილე მეტი
სიახლე 

უნგრეთში საჭადრაკო ოლიმპიადაში ფოთელი მოჭადრაკეები წარმატებით ასპარეზობენ

13დან -21 დეკემბერის ჩათვლით უნგრეთში ტარდება 16 წლის მოჭადრაკეთა შორის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა მიმდინარეობს. მასში ჩართულია საქართველოს ნაკრების გუნდიც.

იხილე მეტი
სიახლე 

საერთაშორისო კონფერენცია ფოთში

ფოთი საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. „მემკვიდრეობა და სივრცითი დაგეგმარება“ ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო და ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატი, ისტორიული ქალაქების ადგილობრივი ხელისუფლების შესაძლებლობების გაძლიერებისა და ურბანული გარემოს ინტეგრირებული მართვის უზრუნველყოფისთვის ახორციელებენ. კონფერენცია ფოთის თეატრში დღეს გაიხსნა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი პატიმრის ოჯახი დახმარებას ითხოვს

ფოთელი პატიმრის რუსლან გუგუნავას ოჯახის წევრები ხელისუფლებას და უფლებადამცველებს მათი საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ. გუგუნავას ოჯახის წევრები ამბობენ, რომ პატიმარი გლდანის ციხის თანამშრომლებმა, მას შემდეგ სცემეს, რაც გუგუნავამ სხვა მსჯავდებულებზე ზეწოლის ფაქტი გააპროტესტა. ნაცემმა გუგუნავამ სხეულზე თვითდაზიანებეები მიიყენა. ამის შემდეგ იგი ქუთაისის მე-2 საპყრობილეში გადაიყვანეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით მან შიმშილობა დაიწყო და მისი ჯანმრთელობა საფრთხეშია.

იხილე მეტი