სიახლე 

ფოთში დედაენის დღე აღინიშნა 14 04 22

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა.დღეს ფოთში დედაენის კვირეული გაიხსნა, რომლის ფარგლებშიც მეთხუთმეტე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა,იაკობ გოგებაშვილის ბიუსტი ყვავილებით შეამკეს, ამასთან მშობლიური ენის მნიშვნელბასა და იაკობ გოგებაშვილის ღვაწლზე ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ ორგანიზატორთა განცხადებით,ფოთში დედაენის კვირეულის ფარგლებში არაერთი ღონისძიების ჩატარება იგემება. ცნობილია, რომ 37 წლის წინ, 1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ. 1978 წლის 14 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ 15…

იხილე მეტი
სიახლე 

ძლიერმა შტორმმა ფოთში კუნძულის უბნის სანაპირო ზოლი და საზღვაო ინფრასტრუქტურა დააზიანა 14 04 22

გუშინ შავ ზღვაზე დაფიქსირებულმა ძლიერმა შტორმმა ფოთში კუნძულის უბნის სანაპირო ზოლი და საზღვაო ინფრასტრუქტურა დააზიანა. ძლიერი ღელვის შედეგად სანაპიროს რამდენიმე მონაკვეთზე აიყარა ფილები. შტორმმა საძირკველი გამოურეცხა სავალ ნაწილს და დაზიანა მიმდებარე ტერიტორიაც. ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათი განცხადებით ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად უკვე დაწყებულია მუშაობა სანაპირო ზოლის ნაპირდამცავი სისტემის პროექტირებასთან და შემდეგ უკვე სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით.აღსანიშნავია რომ ძლიერმა შტორმმა ფოთთან ერთად პრობლემები ანაკლიასა და განმუხურშიც შექმნა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ვოკალურმა ანსამბლმა „იაგუნდმა” უკრაინის სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა 14 04 22

რუსეთ უკრაინას შორის, მიმდინარე საომარი ვითარება , კვლავ მსოფლიოს ყურადღების ცენტრში რჩება. ქართველი ერი სხვადასხვა ფორმით გამოხატავას მოძმე ერის მიმართ თანადგომას. ფოთის ფოლკლორის ცენტრთან არსებულმა ვოკალურმა ანსამბლმა „იაგუნდმა” უკრაინის სახელმწიფო ჰიმნი უკრაინულ და ქართულ ენაზე შეასრულა. იდეის ავტორის დარეჯან ჩოჩიას განცხადებით: მან მის გუნდთან ერთად უკრაინას სოლიდარობა ამ ფორმით გამოუცხადა და აღნიშნა რომ ეს მხოლოდ უკრაინის ომი არ არის და ამ ომმა არაერთი ქვეყნის ერი გააერთიანა.აღსანიშნავია რომ, უკრაინის ჰიმნზე შეიქმნა ვიდეო რგოლი რომელშიც მონაწილეობა ანსამბლმა ,,იაგუნდმა“ ანსამბლ ,,ფაზისთან“ ერთად მიიღო. ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. შეგახსენებთ რომ…

იხილე მეტი
სიახლე 

UNFPA-ს, FAO-ს და ლიბერთი ბანკის ერთობლივი ინიციატივა ქალებისთვის 14 04 22

ინფორმირება, განათლება, გაძლიერება – UNFPA-ს, FAO-ს და ლიბერთი ბანკის ერთობლივი ინიციატივა ქალებისთვისგენდერული თანასწორობის, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების, ეკონომიკური გაძლიერებისა და სათემო მონაწილეობის შესახებ, სოფლად მცხოვრები ქალების ცნობიერები ამაღლებis მიზნით, თელავში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის, გაეროს მოსახლეობის ფონდის და ლიბერთი ბანკის ერთობლივი ინიციატივით, ახმეტაში მცხოვრები ქალებისთვის შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე მათ ასევე მიაწოდეს ინფორმაცია, იმ საბანკო სერვისების შესახებ, რაც სოფლის მეურნეობაში ჩართულ ქალებს გამოადგებათ.

იხილე მეტი
სიახლე 

„კურსორის“ სტუმარია გია გაბრიჭიძე

,,კურსორი”-ს სტუმარია: ჟურნალისტი და ექსპერტი გია გაბრიჭიძე,რომელიც რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე საომარ მოქმედებებზე გვესაუბრება.

იხილე მეტი
სიახლე 

დღეს ფოთის მერიის სხდომათა დარბაზში სემინარი გაიმართა 13 04 22

დღეს ფოთის მერიის სხდომათა დარბაზში, საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფკავშირების, ფოთის საქალაქო ორგანიზაციის ინიციტივით, სემინარი თემაზ : დასაქმებულთა უფლებები საჯარო და კერძო სექტორში (არსებული განსხვავებები და მსგავსებები), დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლები, და დისციპლინური წარმოების ფორმა საჯარო გაიმართა. შეხვედრას ფოთის მერიის აიპების თანამშრომლები ესწრებოდნენ. ორგანიზატორთა განცხადებით:ფოთისთვის მსგავსი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია და მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება, აღნიშნული სემინარი კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

იხილე მეტი
სიახლე 

სტუდია ვაშინგტონი 13 04 22

შანხაიში მკაცრი კარანტინია – სტუდია ვაშინგტონიშანხაიში სადაც 26 მილიონი ადამიანი ცხოვრობს მკაცრი საკარანტინე ზომები მოქმედებს ; ბლინკენი რუსი ოპოზიციონერის კარა-მურზას დაუყონებლივ გათავისუფლებას მოითხოვს ; ვაშინგტონი უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენებას არ ადასტურებს – ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ვსაუბრობთ გადაცემაში „სტუდია ვაშინგტონი“

იხილე მეტი
სიახლე 

ზუგდიდში „ლიბერთი პარტნიორის“ პრეზენტაცია გაიმართა 13 04 22

გახდი „ლიბერთი პარტნიორი“ – პროგრამის პრეზენტაცია ზუგდიდში. ზუგდიდში „ლიბერთი პარტნიორის“ პრეზენტაცია გაიმართა. პროგრამა ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს საშუალებას აძლებს დამატებითი შემოსავალი, სახლიდან გაუსვლელად და რაც მთავარია, თავისუფალი სამუშაო გრაფიკით, გამოიმუშაოს. სტუდენტებისთვის ეს კარიერული წინსვლის და ლიბერთი ბანკში დასაქმების საუკეთესო შესაძლებლობაა.

იხილე მეტი
სიახლე 

შტორმმა ფოთში სანაპირო ზოლი დააზიანა 13 04 22

საქართველოში უამინდობა გრძელდება, შავ ზღვაზე დაფიქსირებულმა ძლიერმა შტორმმა პრობლემები შექმნა ფოთში, კუნძულის უბნის სანაპირო ზოლზე, დაზიანებულია სანაპიროს ინფრასტრუქტურა და საფეხმავლო გზა,რომელიც ქვა-ღორღით დაიფარა . ზღვის ტალღებმა სასეირნო ბილიკებსა და სანაპიროს სხვა მონაკვეთებზე ქვიშა და ნაგავი ამოიტანა.სინოპტიკოსების ცნობით ზღვის ღელვა 4-5 ბალი იქნება.გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, უამინდობა კვლავ გაგრძელდება, 14-16 აპრილს მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება: დასავლეთ საქართველოს დაბლობში ტემპერატურა 0, -1, გრადუსამდე დაეცემა, რამაც შესაძლებელია ხეხილოვანი კულტურების ყვავილების დაზიანება გამოიწვიოს.

იხილე მეტი