სიახლე 

ვეტერანთათვის სამედიცინო აქცია გაიმართა 12 04 21

ფოთში 10 აპრილს ვეტერანთათვის ,სამედიცინო აქცია გაიმართა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ფოთში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, სამედიცინო ცენტრ ‘’ვივამედის’’ ექიმებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მრავალპროფილური, უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაატარეს.მემორანდუმი მიზნად ისახავს, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას.შეგახსენებთ,რომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და სამედიცინო ცენტრ ‘’ვივამედს’’ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიმდინარე წლის 26 თებერვალს გაფორმდა.

იხილე მეტი
სიახლე 

„კურსორის„ სტუმარია რეჟისორი ლაშა გოგნიაშვილი 12 04 21

ფოთის თეატრი პრემიერისთვის ემზადება, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღევანდელი ,,კურსორის” სტუმარია სანდრო ახმეტელის სახელობის ,დრამატული თეატრის რეჟისორი ,ლაშა გოგნიაშვილი.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი 12 04 21

საქართველოში კვლავ უამინდობას პროგნოზირებენ. როგორც ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განაცხადა დღეიდან 14 რიცხვის ღამის საათებამდე, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში დროგამოშვებით იწვიმებს.,,მაქსიმალურ ტემპერატურას დასავლეთ საქართველოში კვლავ დაბალს ვინარჩუნებთ, დაბლობ რაიონებში 10-12 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი, რამდენიმე გრადუსით მეტი დაახლოებით 11-დან 12-17 გრადუსის ფარგლებში.14 რიცხვის დღის საათებში მთელს საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი, მივდივართ გამოდარებისკენ და 15-16 აპრილს, დასავლეთ საქართველოში შეიმჩნევა ტემპერატურის მკვეთრი მატება და შესაძლოა ტემპერატურა 24-25 გრადუსი იყოს.”განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა.ფოთში 13 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 +11 გრადუსი იქნება,ხოლო ღამით+ 8 +10.დღე უმნიშვნელო ნალექით…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კორონა ვირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 12 04 21

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს 153 წელი შეუსრულდა. 153 წლის წინ, 1868 წლის 11 აპრილს, თეატრის სცენაზე პირველი სპექტაკლი, მოლიერის „ძალად ექიმი“ ანტონ ფურცელაძემ დადგა.ისტორიულ საიუბილეო თარიღი თეატრის დასმა ყოფილი კულტურის სახლის შენობაში, სპექტაკლის პრემიერით აღნიშნა. სპექტაკლის რეჟისორმა ლაშა შეროზიამ “ნოველები ცხოვრებიდან ანუ დიგი-დიგი ბუმ-ბუმ პუცი-პუცი “, ჰანოჰ ლევინის ნოველების მიხედვით დადგა.13 მცირე ნოველა ერთ ტრაგი-კომედიაში ერთიანდება როგორც რეჟისორი ამბობს, შავი კომედია არის ფარი , რომელიც პრობლემებს აღიარებს , უპირისპირდება და ცდილობს გადაარჩინოს ადამიანი საკუთარი თავისგან და სხვებისგან . არსაიდან მოსული პერსონაჟები ეძებენ ბედნიერებას . ეძებენ იქ…

იხილე მეტი
სიახლე 

ზუგდიდის თეატრს 153 წელი შეუსრულდა 12 04 21

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს 153 წელი შეუსრულდა. 153 წლის წინ, 1868 წლის 11 აპრილს, თეატრის სცენაზე პირველი სპექტაკლი, მოლიერის „ძალად ექიმი“ ანტონ ფურცელაძემ დადგა.ისტორიულ საიუბილეო თარიღი თეატრის დასმა ყოფილი კულტურის სახლის შენობაში, სპექტაკლის პრემიერით აღნიშნა. სპექტაკლის რეჟისორმა ლაშა შეროზიამ “ნოველები ცხოვრებიდან ანუ დიგი-დიგი ბუმ-ბუმ პუცი-პუცი “, ჰანოჰ ლევინის ნოველების მიხედვით დადგა.13 მცირე ნოველა ერთ ტრაგი-კომედიაში ერთიანდება როგორც რეჟისორი ამბობს, შავი კომედია არის ფარი , რომელიც პრობლემებს აღიარებს , უპირისპირდება და ცდილობს გადაარჩინოს ადამიანი საკუთარი თავისგან და სხვებისგან . არსაიდან მოსული პერსონაჟები ეძებენ ბედნიერებას . ეძებენ იქ…

იხილე მეტი

,,კურსორის”სტუმარია ბაქარ ერაგია. 09.04.21

,,კურსორის” სტუმარია, ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ბაქარ ერაგია,რომელიც 9 აპრილის ტრაგედიაზე და თანმხლები მოვლენების განვითარებაზე გვესაუბრება.

იხილე მეტი
სიახლე 

9 აპრილი როგორც დამოუკიდებლობის დღე 09 04 21

1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს დაღუპულებს შორის, რომელთა რიცხვმა 21 შეადგინა, უმეტესობა ქალები იყვნენ, მათ შორის სკოლის მოსწავლეებიც ამას გარდა იყვნენ დაჭრილები, დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-ამდე პირი 1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად მეორე წლისთავზე საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.1991 წლის 9 აპრილს 12 საათსა და 30 წუთზე, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ეროვნული დღესასწაულია, რომელიც…

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 09 04 21

9-12 აპრილს დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს, იწვიმებს მთიან რეგიონებში, ზოგან ძლიერად. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4-ბალიანი ღელვა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.მათივე ინფორმაციით, 9-12 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად წვიმის სახით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.საქართველოს მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალი ტემპერატურით გამოწვეულმა თოვლის ინტენსიურმა დნობამ და მოსალოდნელმა თანდართულმა წვიმებმა მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.ფოთში შაბათს 10 აპრილს…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კორონა ვირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

დღეს საქართველოში კორონავირუსის 777 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.134 მილიონზე მეტი ინფიცირებული და თითქმის 3 მილიონი გარდაცვლილი – ასეთია მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მონაცემები.ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი რაოდენობა – 55 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა თურქეთში.მაღალია დღიური ინფიცირების მაჩვენებელი ირანში, იტალიასა და ინდოეთში. ინფიცირების შემთხვევების ზრდასთან ერთად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 154 ქვეყანაში მიმდინარეობს.დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებას კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.„ყველა ინდიკატორი მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება. ბოლო 1 კვირის განმავლობაში, თითქმის ყოველდღიურად ვცილდებით 500-600 შემთხვევას. ბოლო 14 დღის განმავლობაში რეპროდუქციის ინდექსი…

იხილე მეტი