სიახლე 

ფოთში კორონა ვირუსის 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 13 04 21

დღეს საქართველოში კორონავირუსის 1 374 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს ინფიცირების გავრცელების საგანგაშო მონაცემია. “დღეს ინფიცირების გავრცელების საგანგაშო მონაცემია. ამ დღეების განმავლობაში ასეთი ნახტომი არ ყოფილა, როდესაც 24 საათის განმავლობაში ასე იმატებს შემთხვევები. ჯანდაცვის სექტორზე უკვე ზეწოლა სერიოზულია. კლასტერებიდან უკვე საყოველთაო გავრცელებაზე გადავდივართ,”,, “სამწუხაროდ, როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში რეინფიცირების მაჩვენებელი იზრდება. ის, რომ კორონავირუსს გადავიტან და მეორედ არ შემხვდება – ასე არ არის. იმის გამო, რომ უკვე არის მუტაციები და ბევრი სხვადასხვა შტამი ცირკულირებს, წამყვანი არის ბრიტანული შტამი, იზრდება რეინფიცირების შემთხვევები, როგორც საქართველოში,…

იხილე მეტი
სიახლე 

ლიბერთი ბანკის განცხადება 12 01 21

ლიბერთის ბანკის გენერალური დირექტორის ვასილ ხოდელის განცხადებით: ლიბერთის მიერ გაცემუ სესხები,საბაზრო ღირებულებისაა.,,ლიბერთი ბანკის ყველა მომხმარებელს, მათ შორის უფროსი თაობის წარმომადგენლებს, აქვთ არჩევანის თავისუფლება აიღონ სამომხმარებლო სესხი ნებისმიერ სხვა ფინანსურ ინსტიტუტში. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ უფროსი თაობის ჩვენსავე მომხმარებელს აქვს სხვა ბანკებში 1,5 მილიარდი ლარის სასესხო ვალდებულებები.მეორე და მთავარი, ლიბერთის ნებისმიერი სასესხო პროდუქტი, მათ შორის უფროსი თაობის მომხმარებლის მიერ აღებული სესხი, გაიცემა საბაზრო პირობებით. ეს ინფორმაცია საჯაროა და ყველასთვის ხელმისაწვდომი.ლიბერთი ბანკი არის – კერძო კომერციული ბანკი, რომელიც გულით ზრუნავს თავის მომხმარებელზე და იცავს ქვეყანაში დაწესებულ კანონებსა და რეგულაციებს” აღნიშნა ვასილ…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მეტალურგიაში მომხდარი უბედური შემთხვევა 12 04 21

ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე მეტალურგიულ ქარხანაში სამუშაო პროცესის დროს ორი ადამიანი დაშავდა, არსებული ინფორმაციით საწარმოში სატვირთო ავტომობილის საბურავი გასკდა,რამაც ახლოს მდგომი საწარმოს თანამშრომლების მძიმე დაზიანება გამოიწვია. დაშავებულები, სენაკის კლინიკა ,,არქიმედედან“ ქუთაისში შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი გადამღები ჯგუფი კლინიკა არქიმედეს საინფორმაციოს მენეჯერს გიორგი ტყებუჩავას ესაუბრა.როგორც კლინიკის მენეჯერმა ჩვენთან საუბარში განაცხადა:დაშავებულთა,მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო,რამაც განაპირობა მათი ქუთაისში გადაყვანა. შეგახსენებთ ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე მეტალურგიულ ქარხანაში სამუშაო პროცესის დროს ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მესამე საჯარო სკოლაში დედაენის დღესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა 12 04 21

ფოთის მესამე საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ,,ქართული ენა მოვლენილი მადლი ზეცისა” ფარგლებში ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში მე 6 და მე -7კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. კვირეულის ფარგლებში ფოტო გამოფენა მოეწყო და მოსწავლეებმა საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმი ონლაინ ჩართვის მეშვეობით დაათვალიერეს. ინტერვიუები საქართველოში დედაენის დღე 14 აპრილს აღინიშნება და ის 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ვეტერანთათვის სამედიცინო აქცია გაიმართა 12 04 21

ფოთში 10 აპრილს ვეტერანთათვის ,სამედიცინო აქცია გაიმართა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ფოთში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, სამედიცინო ცენტრ ‘’ვივამედის’’ ექიმებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მრავალპროფილური, უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაატარეს.მემორანდუმი მიზნად ისახავს, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას.შეგახსენებთ,რომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და სამედიცინო ცენტრ ‘’ვივამედს’’ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიმდინარე წლის 26 თებერვალს გაფორმდა.

იხილე მეტი

„კურსორის„ სტუმარია რეჟისორი ლაშა გოგნიაშვილი 12 04 21

ფოთის თეატრი პრემიერისთვის ემზადება, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღევანდელი ,,კურსორის” სტუმარია სანდრო ახმეტელის სახელობის ,დრამატული თეატრის რეჟისორი ,ლაშა გოგნიაშვილი.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი 12 04 21

საქართველოში კვლავ უამინდობას პროგნოზირებენ. როგორც ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განაცხადა დღეიდან 14 რიცხვის ღამის საათებამდე, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში დროგამოშვებით იწვიმებს.,,მაქსიმალურ ტემპერატურას დასავლეთ საქართველოში კვლავ დაბალს ვინარჩუნებთ, დაბლობ რაიონებში 10-12 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი, რამდენიმე გრადუსით მეტი დაახლოებით 11-დან 12-17 გრადუსის ფარგლებში.14 რიცხვის დღის საათებში მთელს საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი, მივდივართ გამოდარებისკენ და 15-16 აპრილს, დასავლეთ საქართველოში შეიმჩნევა ტემპერატურის მკვეთრი მატება და შესაძლოა ტემპერატურა 24-25 გრადუსი იყოს.”განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა.ფოთში 13 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 +11 გრადუსი იქნება,ხოლო ღამით+ 8 +10.დღე უმნიშვნელო ნალექით…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კორონა ვირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 12 04 21

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს 153 წელი შეუსრულდა. 153 წლის წინ, 1868 წლის 11 აპრილს, თეატრის სცენაზე პირველი სპექტაკლი, მოლიერის „ძალად ექიმი“ ანტონ ფურცელაძემ დადგა.ისტორიულ საიუბილეო თარიღი თეატრის დასმა ყოფილი კულტურის სახლის შენობაში, სპექტაკლის პრემიერით აღნიშნა. სპექტაკლის რეჟისორმა ლაშა შეროზიამ “ნოველები ცხოვრებიდან ანუ დიგი-დიგი ბუმ-ბუმ პუცი-პუცი “, ჰანოჰ ლევინის ნოველების მიხედვით დადგა.13 მცირე ნოველა ერთ ტრაგი-კომედიაში ერთიანდება როგორც რეჟისორი ამბობს, შავი კომედია არის ფარი , რომელიც პრობლემებს აღიარებს , უპირისპირდება და ცდილობს გადაარჩინოს ადამიანი საკუთარი თავისგან და სხვებისგან . არსაიდან მოსული პერსონაჟები ეძებენ ბედნიერებას . ეძებენ იქ…

იხილე მეტი