სიახლე 

ფოთის I სკოლაში პროექტი “სკოლის გენდერული აუდიტი” განხორციელდა 27 11 20

თეოფანე დავითაიას სახელობის ქალაქ ფოთის N1 საჯარო სკოლა უკვე მეორე წელია  “ახალი სკოლის მოდელის” პროექტშია ჩართული. სასკოლო კულტურის განვითარების მიზნით სხვდასხვა აქტივობა ხორციელდება. წელს სკოლა ევროსაბჭოს კამპანიაში “დემოკრატიული სკოლა ყველასათვის” ჩაერთო.  საბაზო და საშუალო საფეხურზე მოსწავლეთა მიერ პროექტი “სკოლის გენდერული აუდიტი” განხორციელდა, საფინალო შეხვედრა 27 ნოემბერს სკოლის იდეათეკაში გაიმართა, სადაც მოსწავლეებმა ნაშრომების პრეზენტაცია წარმოადგინეს.  შეხვედრას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ექსპერტი ზაზა ჭანტურია, პროექტის საინიციატივო ჯგუფის წევრები და სკოლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ .პროექტის მონაწილეები  სიგელებითა და სამახსოვრო სუვენირებით დაჯილდოვდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დებიუტის“ პროექტი დასრულდა 27 11 20

არასამთავრობო ორგანიზაციამ ,, სვლა წარმატებისკენ -შექმენი შენი დებიუტი“ პროექტი, დაწესებული რეგულაციების გამო, ერთი თვით ადრე დაასრულა. იგი სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ჭადრაკის უფასოდ შესწავლას ითვალისწინებდა. აღსანიშნავია, რომ პროექტში 20 მონაწილე იყო ჩართული, რომლის ნაწილსაც ბავშვთა სახლის ბენეფიციარები წარმოადგენდნენ. სწორედ ამიტომ ორგანიზაციამ მათი დაჯილდოება 28 ნოემბერს უშუალოდ ბავშვთა სახლში გადაწყვიტა. დღეს ორგანიზაციის თანადამფუძნებელმა პროექტში ჩართული მოსწავლეები წიგნებით და სხვადასხვა საჭადრაკო ინვეტარით დააჯილდოვა. პროექტი ევროკავშირის დაფინანსებითა და ფოთის ჭადრაკის კლუბის ხელშეწყობით განხორციელდა. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სვლა წარმატებისკენ- შექმენი შენი დებიუტი“ მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას მომავალშიც გეგმავს .

იხილე მეტი

“კურსორის” სპეც.გამოშვების სტუმარია ბექა ვაჭარაძე 27 11 20

დაიწყო მთავრობის ანტი-კრიზისული გეგმის მეოთხე ეტაპი, ხელისუფლებამ მოქალაქეებისთვის და კერძო სექტორისთვის მხარდაჭერის ახალი პაკეტი დაამტკიცა. დეტალებზე სასაუბროდ “კურსორის” სპეციალურ გამოშვებაშიფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე ჩაგვერთვება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კორონავირუსის 133 ახალი შემთხვევაა 27 11 20

ფოთში კორონავირუსის 133 ახალი შემთხვევაა, აქედან 1 გადაყვანილია სამკურნალოდ, 132 კი ბინაზე  რჩბა. სამწუხაროდ   გარდაცვალა 72 წლის ქალბატონი, რომელსაც ორმხრივი პნევმონია ჰქონდა. საქართველოს მასშტაბით 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 4 780 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 489 პირი. გარდაიცვალა 37 ადამიანი. მთლიანად საქართველოში პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა – 123 470-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა და ის 102 270- ია. ხოლო 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 1 161 გარდაცვალების შემთხვევა გვაქვს . რაც შეეხება სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 2 114 ადამიანი. რეგიონის მასშტაბით დაინფიცირდა…

იხილე მეტი
სიახლე 

“კოლხეთი 1913” – “მეშახტე” 5:0 27 11 20

დღეს საფეხბურთო ცენტრის მთავარ მოედანზე ეროვნული ლიგას სამის მატჩი გაიმართა. ერთმანეთს ფოთის ,,კოლხეთი 1913“ და ტყიბულის ,,მეშახტე“ დაუპირისპირდა. თამაშის დაწყებიდან მესამე წუთზე ფოთის გუნდი თორნიკე მუმლაძემ დააწინაურა, ხოლო ტაიმის ბოლოს გიორგი ნაფიშვილმა მეორედაც დალაშქრა მოწინაარმდეგის კარი და პირველი ტაიმი 2-0 დასრულდა. ფოთელებმა მეორე ტაიმშიც გააგრძელებს შეტევები და თორნიკე მუმლაძემ, გურამ ლეჟავამ, ვალერი ოხოვმა გატანილი გოლებით საბოლოო ანგარიში 5-0 დააფიქსირეს. შეგახსენებთ, რომ ფოთის ,,კოლხეთი 1913“ კიდევ ორი მატჩი აქვს ჩასატარებელი.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 26 11 20

როგორც ფოთში, ასევე მთელ საქართველოში 24 საათის განმავლობაში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევები კვლავ მაღალია, საქართველოს მასშტაბით გამოვლენილია ინფიცირების 3 801 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 200 პირი. გარდაიცვალა 39 ადამიანი. მთლიანად საქართველოში პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა – 118 690-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა და ის 98 781 – ია. ხოლო 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 1 124 გარდაცვალების შემთხვევა გვაქვს . რაც შეეხება სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 6 145 ადამიანი.რეგიონის მასშტაბით დაინფიცირდა 371 ადამიანი. რუხის კლინიკაში – 144 კოვიდ პაციენტი იმყოფება, მათ შორის 80…

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 26 11 20

ფოთში 27 ნოემბერს გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა დღისით +10; + 12 გრადუსი, ხოლო ღამით +5 ; +7 გრადუსი დაფიქსირდება.დაუბერავს დასავლეთის ქარი 6 – 8 მ/წმ ის სიჩქარით.

იხილე მეტი

„კურსორის“ სპეც.გამოშვების სტუმარია ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია 26 11 20

საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი რეგულაციები უფრო გაამკაცრა. ახალი შეზღუდვების ერთი ნაწილი უკვე 28 ნოემბრიდან შედის ძალაში.დეტალებზე სტუდიაში ფოთის მერი გოჩა კურდღელია გვესაუბრება

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი მოვაჭრეები ახალ რეგულაციებზე საუბრობენ 26 11 20

ჩვენი ჯგუფი შეეცადა დაეფიქსირებინა ხალხის აზრი თუ რა პრობლემებს შეუქმნის მოვაჭრეებს შეზღუდვების გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება .ფოთელები უკმაყოფილებას გამოთქვამენ. მათი განცხადებით ამ ცივ დღეებში, ღია ბაზრობებში ლუკმა პურის ფულის საშოვნელად ზიან. ზეგიდან კი თუ ეტყვიან სახლში წადითო, არც კი იციან სად უნდა წაიღონ გაუყიდავი საქონელი, ან რა პასუხი გასცენ ბანკებს, რადგანაც თითქმის ყველას კრედიტი აქვთ აღებული .

იხილე მეტი