22 ნოემბერს ფოთის საფეხბურთო ცენტრის მთავარ მოედანზე მოყვარულთა თასის დასავლეთ საქართველოს ზონის მეოთხედფინალური მატჩების გაიმართა, სადაც 8 გუნდი მონაწილეობდა. ფოთის ,,ჭაბონამა“ ხონის ,,ხონს“ დაუპირისპირდა და მოწინააღმდეგე ანგარიშით 3-0 დაამარცხა. ბრძოლა დაძაბულად მიმდინარეობდა. პირველი ტაიმი ჭაბონამამ გიორგი ფარღალავას გოლით მინიმალური ანგარიშით მოიგო. ფოთელებმა მხოლოდ მატჩის ბოლოს შეძლეს სრული უპორატესობის მოპოვება, გიორგი ფარღალავან კიდევ ორჯერ დალაშქრა მოწინააღმდეგის კარი და გუნდ დიდი ანგარიშით გამარჯვება მოუტანა. დანარჩენი მეოთხედფინალები კი ასე დასრულდა. ,,საძმომ“ 3-2 ,,სამეგრელო“ დაამარცხა. ,,მაკვანეთმა“ 2-1 სძლია ,,ბაშს“. ხოლო ,,მეგრის“ და ,,ოდაბადეს“ შეხვედრა ,,მეგრის სასრგებლოდ“ 7-2 დასრულდა. ოთხშაბათს 25 ნოემბერს ნახევარფინალები გაიმართება, ხოლო…
იხილე მეტი