სიახლე 

ოპოზიციის აქცია ფოთის საოლქო კომისიასთან 11 11 20

ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიასთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და არჩევნების შემაჯამებელი ოქმების დამტკიცება გააპროტესტეს, ისინი შენობაში შესვლასაც შეეცადნენ, თუმცა სამართლდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს. საოლქო კომისიაში კი ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ, თუ როგორ განვითრდა მოვლენები ამის შესახებ გიორგი ჯამბურია გევსაუბრება

იხილე მეტი
სიახლე 

ახალგაზრდა ბაზიერებისთვის ფოთში ტრენინგი ჩატარდა 11 11 20

საერთშორისო ორგანიზაცია “ფაუნა და ფლორა ინთერნეიშენალმა” ახალგაზრდა ბაზიერებისთვის საგანმანათლებო ღონისძიებები საქართველოს შავი ზღვისპირეთში ჩაატარა .FFi -ს საქართველოში მტაცებელი ფრინველების კონსერვაციის პროექტს ახორციელებს, რომლის ფრინველებით მიზანი უკანონო ვაჭრობის და ნადირობის შემცირებაა.წელს,რვა ახალგაზრდა ბაზიერმა, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან,ფრინველების დარგოლვის და ფრინველებზე დაკვირვების ბანაკებში მიიღო მონაწილეობა.ჩვენ გავესაუბრეთ ახალგაზრდა ბაზიერ გიორგი ხარბედიას,რომელმაც პროექტის შესახებ და პანდემიისგან გამოწვეულ პრობლემებზე ისაუბრა.პროექტი “ახალგაზრდა ბაზიერთა ბანაკი” ოქტომბერში, კოლხეთის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტარდებოდა , პანდემიის გამო მონაწილეები ორ ნაწილად იყვნენ გაყოფილი და მათ “წვრთნები” როგორც საველე, ასევე დისტანციურ რეჟიმში ონლაინ უტარდებოდათ.ორგანიზაცია “ფაუნა და ფლორა ინთერნეიშენალი” პროექტს ასევე ზუთხისებრთა დაცვისთვისაც ახორციელებს

იხილე მეტი

„კურსორის“ სპეც.გამოშვების სტუმარია გიგა გვასალია 10 11 20

კვირას თბილისში ოპოზიციურმა პარტიებმა აქცია გამართეს.აქტივისტები პროტესტს გაყალბებული არჩევნების თაობაზე გამოთქვამდნენ. მათი მოთხოვნების, შეუსრულებლობის შემდეგ დემოსტრანტებმა პარლამენტის შენობიდან ცესკოს შენობასთან გადაინაცვლეს სადაც პოლიციასთან შეტაკება მოხდა. ჩვენ ახლა გავესაუბრებით პარტია ,,ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელს გიგა გვასალის, რომელიც უშუალოდ აქციების მონაწილეა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი ზურაბ გვასალია დახმარებას ითხოვს 10 11 20

პალიასტომის ქუჩაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი ზურაბ გვასალია დახმარებას ითხოვს. ის მძიმე პირობებში ცხოვრობს უამინდობამ მდგომარეობა კიდევ უფრო გაუსაძლისი გახადა. მას საცხოვრებლად ელემენტარული პირობებიც არ გააჩნია. სახურავიდან წყალი ატანს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფოთის მერიას მივმართეთ , სადაც განაცხადეს რომ მოქალაქეს ადრეც გაეწია დახმარება სამშენებლო მასალებით, ამჟამადაც პრობლემის შესწავლა მიმდინარეობს და უახლოეს დღეებში მას მუნიციპალიტეტიდან დაუკავშირდებიან

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კორონავირუსის 70-თ შემთხვევა დაფიქსირდა 10 11 20

ფოთში კორონავირუსის 70 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის დირექტორის ნანა მხეიძის განცხადებით, ინფიცირებულების კონტაქტების დადგენის მიზნით, ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს. „შესაძლოა, კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს, რადგან საბოლოო კვლევა დასრულებული არ არის. საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტების „პისიარ“ კვლევები ჯერ კიდევ გრძელდება“, – აცხადებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 2 970 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 348 ადამიანი, გარდაიცვალა 22 პაციენტი.

იხილე მეტი
სიახლე 

გაიგე მეტი COVID-19 – ს შესახებ.ფოთი 09 11 20

ეთერშია სპეციალური რუბრიკა „გაიგეთ მეტი კოვიდ 19-ზე“ , რომელსაც სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღა ჟურნალისტიკის რესურსცენტრთან ერთად იუნისეფის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს. დღეიდან, ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში კომენდატის საათი ბრუნდება, 22:00 -დან 05:00 – მდე როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით გადაადგილება იზღუდება. ჩვენი გადამღები ჯგუფი დაინტერესდა თუ რამდენად ემხრობა ფოთელი მოსახლეობა რეგულაციების გამკაცრებას ქვეყანაში. ასევე რუბრიკის სტუმარია ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, რომელიც რეგულაციებსა და კოვიდი19-ის საწინააღმდეგო ღონისძიებებზე გვესაუბრა. პროექტის ფარგლებში, იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც ვირუსის სიმპტომები ან დადასტურებული დიაგნოზი აქვთ და სახლში თვითიზოლაციის პირობებში რჩებიან, სპეციალური…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში “კოვიდ-19”-ის ინფიცირების შემთხვევა არ ფიქსირდება 09 11 20

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის PR მენეჯერ ნინო ლეფსაიას განხადებით ფოთში Covid 19 ის არცეთი შემთხვევა არ გამოვლენილა. დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით კოვიდ 19ის მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: აჭარაში – 411, იმერეთში – 782, ქვემო ქართლში – 130, შიდა ქართლში – 74, გურიაში – 53, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 150, კახეთში – 133, მცხეთა-მთიანეთში – 79, სამცხე-ჯავახეთში – 59, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 23.

იხილე მეტი
სიახლე 

„კურსორის“ სპეც.გამოშვების სტუმარია ფოთის მერი გოჩა კურდღელია 09 11 20

“კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარია ფოთის მერი გოჩა კურდღელია, რომელიც მთავრობის მიერ შემოღებულ ახალ რეგულაციებზე და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებზე გვესაუბრება

იხილე მეტი
სიახლე 

ხმაური იყო ფოთში ბაზრის ტერიტორიაზე 09 11 20

დღეს ხმაური იყო ფოთში ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე . როგორც ჩვენთან საუბარში მოვაჭრემ აღნიშნა, დილის საათებში სამოქალაქო ტანსაცმლიანმა უცხო პირმა მასზე იძალადა, წაართვა სიგარეტები და ფული, ყოველგავრი ოქმის გაფორმებისა და ფორმალურობის გარეშე. ის ასევე აღნიშნავს, რომ ამ უცხო პირმა ძალა გამოიყენა სხვა მოვაჭრე ქალბატონის მიმართაც და იგი წააქცია. ინტერვიუ აღნიშნულ ფაქტზე დავუკავშირდით ფოთის საგადასახადო სამსახურს, სადაც განაცხადეს რომ ქალბატონი უაქციზო სიგარეტით ვაჭრობდა და მისი ჩამორთმევა შემოსავლების სამსახურის 2011 წლის N 2742 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სათანადო ოქმის გაფორმებით მოხდა,რომელზეც მოვაჭრემ ხელი არ მოაწერა.

იხილე მეტი