ცესკომ ხმების დათვლის პროცესი დაამთავრა, შესაბამისად, უკვე ცნობილია, პროპორციული წესით რომელი პარტია რამდენ დეპუტატს შეიყვანს. გარდა ამისა, 14 მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვებულიც გამოვლინდა და ყველა ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენელია. სულ პარლამენტში პროპორციული სისტემით 9პარტიამ შეიყვანა თავისი წარმომადგენელი. პროპორციული წესით ყველაზე მეტი დეპუტატი პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ ეყოლება. პარტიას 61 მანდატი აქვს. შემდეგ ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა“ – „ძალა ერთობაშია“ – 35 მანდატით, შემდეგ მოდიან „ევროპული საქართველო“ (5 მანდატი), „სტრატეგია აღმაშენებელი“ (4 მანდატი), „ლელო“ (4 მანდატი), „პატრიოტთა ალიანსი“ (4 მანდატი), „გირჩი“ (4 მანდატი), „მოქალაქეები“ (2 მანდატი) და „ლეიბორისტული პარტია“ (1 მანდატი). ოპოზიციური პარტიების ნაწილი აცხადებს,…
იხილე მეტი