სიახლე 

ფოთში “კოვიდ 19” რვა პიროვნებას დაუდგინდა 28 10 20

ფოთში დღეს კორონავირუსის 8 შემთხვევა დაფიქსირდა.საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის განცხადებით, ინფიცირებულები სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან.მათ შორის არიან ბავშვებიც. „ეპიდკვლევა და კონტაქტების დადგენა გრძელდება. ასევე, გრძელდება პისიარკვლევები. შესაძლოა, ინფიცირებულთა რიცხვი შეიცვალოს. ველოდებით 28 პირის კვლევის შედეგს“, – აცხადებს ნანა მხეიძე.ჯამში, ფოთში ინფიცირებულთა რიცხვი 220- შეადგენს, გამოჯანმრთელდა 90, სტაციონარულ მკურნალობაზეა 15 პაციენტი, თვითიზოლაციაში კი იმყოფება 4 პირი.რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 392 ნიმუშებიდან 119 -ზე დადებითი პასუხია. აქედან 88 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში.რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 133 კოვიდ პაციენტი, აქედან 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 38 კოვიდპაციენტი…

იხილე მეტი
სიახლე 

მურთაზ ზოდელავამ ფოთში ბრიფინგი გამართა 28 10 20

,,ძალა ერთობაშიას” ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა – მურთაზ ზოდელავამ ფოთში ბრიფინგი მოაწყო. მისი თქმით, ხელისუფლება არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება და ამას მათი პოლიტიკური ძალა არ დაუშვებს. ზოდელავას მტკიცებით, იდენტიფიცირებულია ყველა ის პირი, რომლებიც გამზადებულები არიან ე.წ კარუსელისთვის. იგი მოუწოდებს ხელისუფლებას არჩევნები ჩატარდეს იმგვარად, რომ ,,ქართული ოცნება“ მშვიდობიანად, ეკონომიკური ექსესების გარეშე, ყოველგვარი არეულობის გარეშე გაისტუმრონ ოპოზიციაში.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საზღვაო აკადემიის ფილიალი გაიხსნა 28 10 20

ფოთში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალი გაიხსნა. სასწავლებელი ქვეყანაში სანავსადგურე პროფესიების განვითარებას მოემსახურება , უახლოეს მომავალში საერთაშორისო და ადგილობრივ შრომის ბაზრებს მოთხოვნადი სპეციალისტებით მოამარაგებს და რეგიონის ლოგისტიკური ცენტრებისთვის კვალიფიციური კადრების მიწოდებას უზრუნველყოფს. ცენტრს აქვს მეზღვაურთა მაღალკვალიფიციური რიგითი და დამხმარე შემადგენლობის წვრთნის პირობები, რომელიც საერთაშორისო მოთხოვნებს პასუხობს ცენტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად გახსნა. საზღვაო სასწავლებელი სტუდენტებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2021 წლიდან მიიღებს, მიმდინარე წელს კი, მსურველები მოკლევადიანი სასწავლო კურსების გავლას შეძლებენ. სასწავლებელს 17 დონორი ჰყავს.

იხილე მეტი
სიახლე 

გიგა ბოკერიამ ფოთში ბრიფინგი გამართა 28 10 20

,,ევროპული საქართველოს” ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიგა ბოკერიამ ბრიფინგი მოაწყო. მისი განცხადებით, ხელისუფლება კორონავირუსის ახალ ტალღას მოუმზადებელი შეხვდა. ბოკერიას თქმით, ოპონენტებისაგან გამსხვავებით, ,,ევროპულ საქართველოს“ მკაფიო ხედვა აქვს იმ გარდამტეხ პროცესებზე, რაც პანდემიისა და ეკონომიკის გომოწვევის ფონზე უნდა მოხდეს. ბოკერია მზადყოფნას გამოთქვამს დებატებისთვის, რათა საზოგადოებამ იხილოს თუ რა ნაბიჯებს სთავაზობს მას პოლიტიკური ძალები, ასეთი გამოწვევის დროს.

იხილე მეტი
სიახლე 

გაიგე მეტი COVID 19 ს შესახებ ფოთი 27 10 20

ეთერშია სპეციალური რუბრიკა „გაიგეთ მეტი კოვიდ 19-ზე“ , რომელსაც სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღა ჟურნალისტიკის რესურსცენტრთან ერთად იუნისეფის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს. ბოლო რამდენიმე დღეა, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა რამდენიმე ათასით გაიზარდა. 20 ოქტომბრის მდგომარეობით, ქვეყანაში 30 000-ზე მეტ მოქალაქეს დაუდასტურდა “კოვიდ-19″ის დიაგნოზი. ინფიცირების შემთხვევების სწრაფ მატებასთან ერთად მატულობს იმის ნიშნებიც, რომ ჯანდაცვის სისტემა კრიზისში შედის. ამიტომაც პაციენტებს, რომლებსად დაავადების მსუბუქი ფორმა აქვთ რეკომენდაციას აძლევენ მკურნალობის კურსი ბინაზე გაიარონ, ამჟამად ასეთი საქართველოს მასშტაბით 12 611 პირია, ფოთში კი 122. სატელეფონო ნანა მხეიძე ჩვენი თანაქალაქელი, ექიმი ინფექციონისტი…

იხილე მეტი
სიახლე 

ეპიდვითარებიდან გამომდინარე ფოთის ფიტნესკლუბებში ხალხის ნაკლებობაა 27 10 20

“კოვიდ 19”-მა დიდი გავლენა მოახდინა ჯანსაღი ცხოვრების წესზეც, რაც ქალაქებში ფიტნეს დარბაზების დახურვით გამოიხატა. ფოთში მოქმედი ფიტნეს დარბაზი თვეების განმავლობაში არ ფუნქციონირებდა და ყველა სახალხო შეკრების ადგილებს შორის დარბაზები მოგვიანებით, ყველაზე გვიან აგვისტოდან გაიხსნა. დღეს ჩვენი გადამღები ჯგუფი ფოთის ფიტნეს დარბაზს ,,fitness star ’’ ესტუმრა და იქ არსებულ მდგომარეობას გაეცნო. როგორც ჩვენთან საუბარში fitness star დირექტორი ლუკა მარღანია აღნიშნავს ქალაქში კოვიდ19-ის შემთხვევების მატების გამო მომხმარებელთა რაოდენობამ იკლო. აღსანიშნავია რომ ფიტნეს დარბაზი სრულად აკმაყოფილებს დაწესებულ სტანდარტებს და სამუშაო პროცესი კოვიდ19ის გამო დაწესებული რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.

იხილე მეტი
სიახლე 

დღეს ფოთში კოვიდ19-ის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 27 10 20

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გამართულ ბრიფინგზე კოვიდ 19-ის გამოვლენილ შემთხვევებზე ისაუბრეს. ბოლო 24 საათის განმავლობაში1 824 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ჯამური მაჩვენებელი 32 127-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ იმატა და სულ 1 262-ია. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 238 გარდაცვალების შემთხვევაა. ამ ეტაპზე აქტიურ ინფიცირებულთა რიცხვი 19 231 შეადგენს. მათგან 3 847 ადამიანი მკურნალობის კურს საავადმყოფოში გადის., 13 146 კი მკურნალობას ბინაზე, ხოლო საკარანტინე სივრცეში 3 757 ადამიანი ფიქსირდება. რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 407 ნიმუშის გამოკვლევა მიმდინარეობს. ფოთის ჰოსპიტალში კი 38 კოვიდპაციენტი მკურნალობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის…

იხილე მეტი
სიახლე 

პარტია ,,სამართლიანობისთვის“ წარმომადგენლებმა ფოთის სასამართლოსთან აქცია გამართეს 27 10 20

დღეს ფოთის საქალაქო სასამართლოსთან პარტია ,,სამართლოანობისთვის“ წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს. სადაც აფხაზეთიდან დევნილი იაგო გადელიას საქართველოში დაბრუნებას ითხოდნენ. აქციის ორგანიზატორთა განცხადებით , ის 2013 წელს თაღლითობის მუხლით დააკავეს და პირობთი სასჯელი მიუსაჯეს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებს გამო, პრობაციის სამსახურთან შეთანხმებით, იაგო გადელიას გერმანიაში 1 თვით მოუწია გამგზავრება, თუმცა მძიმე მდგომარეობის გამო გერმანელი ექიმების მოთხოვნით, მას სამკურნალოდ დარჩენა ხანგრძლივი ვადით მოუწია. რაზეც პრობაციის სამსახურმა სასამართლოში უჩივლა და დღეის მდგომარეობით მასზე ძებნაა გამოცხადებული. პარტია ,,სამართლიანობისთვის წევრების განცხადებით დღევანდელი აქციის მიზანი საქართველოში სამართლიანობის აღდგენაა და მსგავსი აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით იგეგმება.

იხილე მეტი