სიახლე 

,,ქართული იდეას“ მაჟორიტარი დეპუტატი ფოთში გიორგი გაკხოკიძეა. 27 10 20

პოლიტიკური პარტია “ლევან ჩაჩუა, გურამ ფალავანდიშვილ- ქართული იდეადან” ფოთი, ხობის და სენაკის მაჟრიტარულ ოლქში, კენჭს გიორგი გახოკიძე იყრის. პარტია 7 წელია რაც დაარსდა და გიორგი გახოკიძის თქმით მათი მიზანია ,,ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის ბრძოლა“ და სოროსულ-ლიბერალური სახელმწიფო მართვის სისტემის შეცვლა. გიორგი გახოკიძე პარლამენტში შესვლას დევიზით ,,მრევლის ხმა პარლამენტში“ აპირებს.

იხილე მეტი
სიახლე 

კოვიდით გამოწვეული პრობლემები ფოთის სილამაზის სალონებში 26 10 20

დღეს ჩვენი გადამღები ჯგუფი ფოთის ერთ-ერთ სალონს ,,ბიუთი ლაბს’’ ესტუმრა. და იქ არსებულ მდგომარეობას გაეცნო. როგორც ჩვენთან საუბარში ბიუთი ლაბის დამფუძნებელი თამუნა ჯიშკარიანი აღნიშნავს ქალაქში კოვიდ19-ის შემთხვევების მატების გამო მომხმარებელთა რაოდენობამ იკლო. აღსანიშნავია რომ სალონი სრულად აკმაყოფილებს დაწესებულ სტანდარტებს და სამუშაო პროცესი კოვიდ19ის გამო დაწესებული რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.

იხილე მეტი
სიახლე 

“კურსორის” სტუმარია სტუდენტი ნათია კაკულია 26 10 20

“კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარია საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტი ნათია კაკულია, რომელიც უმაღლეს სასწავლებლებში კოვიდპანდემიის გამო შექმნილ მდგომარეობაზე, დისტანციური სწავლების ავკარგიანობაზე და მოსალოდნელ შედეგებზე გვესაუბრება

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის კრივის სკოლაში ვარჯიშები სპეც.პროგრამით მიმდინარეობს 26 10 20

შექმნილი ეპიდ სიტუაციის მოიუხედავად ,,კრივის სასპორტო სკოლა“ მოკრივეების მომზადებას განაგრძობს. სასწავლო საწვრთნო ვარჯიშები საქართველოს ფედერაციის ნებართვით 15 კაციანი ჯგუფებით ხორციელდება. მოკრივეები ორ ნაკადად არიან დაყოფილნი, რომელთა ვარჯიშებიც 4 საათსა და 6-ის ნახევარზე მიმდინარეობს. ეპიდ ვითარებიდან გამომდინარე საქართველოს ნაკრების ბავშვებმა შეკრებაზე წასვლა რეგულაციების დაცვით მაინც მოახერხეს. ,,კრივის სასპორტო სკოლა“ აქტიურ რეჟიმში და სრული დატვირთვით განაგრძობს წვრთნას.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 26 10 20

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე კოვიდ 19-ის 26 ოქტომბრის სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. ბოლო 24 საათის განმავლობაში, გამოვლენილია 1 872 ახალი შემთხვევა, ხოლო ჯამური მაჩვენებელი 30 303-ს შეადგენს. დღეს გამოვლენილი შემთხვევებიდან 90 სამეგრელოსა და ზემო სვანეთშია , მათ შორის 8 ფოთში გამოვლინდა ინტერვიუ დღეის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით 401 მძიმე პაციენტია, საკარანტინო სივრცეში კი 3 769 ადამიანი, ხოლო 12 611 პირი მკურნალობის სრულ კურსს ბინაზე გადის.

იხილე მეტი
სიახლე 

სენაკში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა 26 10 20

სენაკში საჭადრაკო კლუბის დახურვიდან 27 წლის შემდეგ, ჭადრაკის სახლი გაიხსნა, რომელიც საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის მიხეილ ქურდოვანიძის სახელს ატარებს. ჭადრაკის სახლი სიმბოლურად სენაკის მერმა და მიხეილ ქურდოვანიძის შვილმა, გახსნეს. მსურველებს თამაშს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ლიცენზირებული მწვრთნელები, შეასწავლიან. სენაკს საჭადრაკო ცხოვრების და გამოჩენილ მოჭადრაკეთა აღზრდის დიდი ისტორია და ტრადიცია აქვს. ამ ეტაპზე სასპორტო გაერთიანების“ ჭადრაკის სექციაში 50 მოზარდი ირიცხება.

იხილე მეტი
სიახლე 

ასოციაცია”დებიუტი”-მა სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის პროექტი დაიწყო 26 10 20

ფოთში ევროკავშირის პროექტი ,,საზოგადოების ჩართულობაზე ორიენტრირებული თვითმმართველობის განხორციელება ქალაქ ფოთისა და აბაშის მუციციპალიტეტში“ მიმდინარეობს. ამ პროექტში ასოციაცია ,, დებიუტი“ ჩაერთო და პროექტს ,,სვლა წარმატებისკენ შექმენი შენი დებიუტი“ ახორცილეებს. მისი სპეციფიკა სოცილაურად დაუცველი ბავშვებისთვის ჭადრაკის გაკვეთილების ჩატარებას გულისხმობს . პროექტი 2 თვის მანძილზე გაგრძელდება, სადაც გაკვეთილებს ჭადრაკის სკოლის წარმატებული მოჭადრაკეები ჩაატარებენ. პროექტში სულ 20 ბენეფიციარი არის დარეგისტრირებული, მათი ნაწილი ბავშვთა სახლის წარმომადგენლები არიან. შექმინილი ეოიდ სიტუაციიდან გამომდინარე ასოციაცია- დებიუტი“ გაკვეთილების ბავშვთა სახლში ჩატარებასაც გეგმავს. პარარალელურად ჭადრაკი სკოლის დარბაზშიც აქტიურად და სრული დასწრებით გაგრძელდება საგაკვეთილო პროცესი. ბენეფიციარებს პროექტის დასარულს შემაჯამებელი ტურნირი ჩაუტარდებათ,…

იხილე მეტი
თემა სიახლე 

თოქ შოუ „თემა“ 23 10 20

არჩევნები 2020თოქ შოუ “თემა”გადაცემის სტუმრები არიან მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“ -ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ბერაია და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების” ლელო-მამუკა ხაზარაძე”-ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ბარამია

იხილე მეტი

ცესკომ კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფთათვის ხმის მიცემის წესები შეიმუშავა 23 10 20

2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკომ არჩევნებში ჩართულ მხარეებთან ერთად სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის ხმის მიცემის წესები შეიმუშავა.მათ განთავსების ადგილის მიხედვით სპეციალური ჯგუფები მოემსახურებიან.თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა რომლებიც შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში ოფიციალურად არიან დაფიქსირებული არჩევნებში მონაწილეობის მიზნით გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით 24-დან 26 ოქტომბრის ჩათვლით 10:00-დან 22:00 საათამდე უნდა მიმართონ ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრს: 2 51 00 51 (0)ხმის მიცემის პროცესში საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ სრულად იქნება დაცული სანიტარიულ-ჰიგიენური წესები.

იხილე მეტი