სტუდია ვაშინგტონი 26 10 20
სტუდია ვაშინგტონი“ამერიკის ხმისა” და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი
იხილე მეტისტუდია ვაშინგტონი“ამერიკის ხმისა” და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი
იხილე მეტი2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკომ არჩევნებში ჩართულ მხარეებთან ერთად სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის ხმის მიცემის წესები შეიმუშავა.მათ განთავსების ადგილის მიხედვით სპეციალური ჯგუფები მოემსახურებიან.თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა რომლებიც შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში ოფიციალურად არიან დაფიქსირებული არჩევნებში მონაწილეობის მიზნით გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით 24-დან 26 ოქტომბრის ჩათვლით 10:00-დან 22:00 საათამდე უნდა მიმართონ ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრს: 2 51 00 51 (0)ხმის მიცემის პროცესში საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ სრულად იქნება დაცული სანიტარიულ-ჰიგიენური წესები.
იხილე მეტიფოთში, დღეს კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულები სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან. მათ შორის არიან ბავშვებიც. რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 358 ნიმუშებიდან 69 -ზე დადებითი პასუხია. აქედან 57 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, მათგან 7 უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან, 3 შემთხვევაა სენაკში, 1 შემთხვევა დაფიქსირდა ხობსა და აბაშაში. ასევე1 შემთხვევა დაფიქსირდა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა . რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 120 კოვიდ პაციენტი გადის, აქედან 15-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 11 პირი მათ შორის 10 რუხის კლინიკიდან და…
იხილე მეტიდღეს ოქტომბერს ვალერიან გუნიას სახელობის ფოთის დრამატულმა თეატრმა ემა დონაჰიუს პიესა ,,ოთახის“ მიხედვით პრემიერა გამართა, რომელიც ფოკლორის ცენტრის დარბაზში გაიმართა. შექმნილი ეპიდ ვითარებიდან გამომდინარე პიესის ჩვენება დახურულ დარბაზში აუდიტორიის გარეშე გაიმართა. სპექტაკლის დასასრულს გუნდი დისკუსიას გაიმართა.
იხილე მეტირამდენად მოახდინა გავლენა კოვიდ-19მა და აპირებს თუ არა ფოთელი მოსახლეობა 2020წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ამ საკითხით ჩვენი ჯგუფი დაინტერესდა. შეგახსენებთ რომ არჩევნები 2020წლის 31ოქტომბერს ჩატარება.
იხილე მეტისტუდია ვაშინგტონი“ამერიკის ხმისა” და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი
იხილე მეტი“კოვიდ 19″ის ეპიდემიის პირობებში მოსახლეობის ინფორმირებულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ამ რთულ პერიოდში მედიის როლზე რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის აღმასრულებელი დირექტორი ნათია კუპრშვილი გვესაუბრება, რომელიც ასევე რეგიონული მედიის კრიზისულ სიტუაციებში მუშაობასაც შეეხო, კონკრეტულად კი ზუგდიდში გუშინ განვითარებულ მოვლენებში მედიის ჩართულობაზეც ისაუბრა
იხილე მეტიფოთში, 11-ვე საჯარო სკოლა 27 ოქტომბრამდე დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა. საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგების რჩევიდან გამომდინარე იქნა მიღებული. მისივე თქმით, კორონავირუსი 8 საჯარო სკოლაში როგორც პედაგოგებს, ასევე მოსწავლეებს დაუფიქსირდათ. თუმცა გვაქვს გამონაკლისი შემთხვევებიც ფოთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ზოგად საგანმანათლებლო კერძო სკოლამ, რესურსცენტრს ჰიბრიდულ სწავლებაზე გასავლასთან დაკავშირებით მიმართა. სასწავლო პროცესს სკოლის კედლებში აგრძელებს თამარ ფაჩულიას საავტორო სკოლაც.
იხილე მეტიგუშინ ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა. ბოროტმოქმედი შეიარაღებული იყო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით და ხელყუმბარით. მას მძევლად, როგორც მომხმარებლები ისე ბანკის თანამშრომლები ჰყავდა აყვანილი. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შედეგად, ბოროტმოქმედის მოთხოვნების შესრულების შემდეგ, მოხერხდა მძევლების უმეტესობის გათავისუფლება და მან გვიან ღამით სამ მძველათან ერთად ბანკის შენობა დატოვა. შეიარაღებულმა მძარცველმა მოგვიანებით სამივე მძევალი გაუშვა და ტყეს შეაფარა თავი. გუშინდელ მოვლენებს პოლიტიკოსთა მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ჩვენი გადამღები ჯგუფი დღეს ფოთელ პოლიტიკოსებს დაუკავშირდა ინტერვიუები სამწუხაროდ რამდენიმე პარტიის წარმომადგენელმა, მათ შორის მმართველი პარტიიდანაც კომენტარისგან თავი შეიკავა
იხილე მეტიფოთში, კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის ნანა მხეიძის განცხადებით, ინფიცირებულები სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან. აღნიშნულთან დაკავშირებით ეპიდკვლევა მიმდინარეობს.
იხილე მეტი