სიახლე 

პრევენციული ღონისძიებები ფოთის ბაზარში 19 10 20

ზუგდიდში კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში სადეზინფექციო სამუშაოები აგრარულ ბაზარს ჩაუტარდა, რადგანაც ბოლოს კორონავირუსის დაფიქსირებული შემთხვევებიდან 33 სწორედ, ე.წ. ზუგდიდის ბაზრის კლასტერს უკავშირდება. სადეზინფექციო სამუშაოებში “კეთილმოწყობის მართვის ცენტრი, “ზუგდიდ დასუფთავება” და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იყო ჩართული. ფოთში ბაზარის ადმინისტრაციის განცხადებით სისტემატურად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები და მოვაჭრეებისა და კლიენტების თერმოსკრინინგი შეგახსენებთ, რომ ფოთის ბაზარი ერთადერთი იყო რომელმაც კორონავირუსის პირველი ტალღს დროს, დროულად გატარებული პრევენციული ღონისძიებების გამო, ფუნქციონირების გაგრძელება შესძლო

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ნიჩბოსნობაში საქართველოს საშემოდგომო პირველობა გაიმართა 19 10 20

17 და 18 ოქტომბერს ფოთში, მდინარე კაპარჭაზე აკადემიურ ნიჩბოსნობაში საქართველოს საშემოდგომო პირველობა გაიმართა. სადაც წარმატებით იასპარეზეს ფოთელმა ნიჩბოსნებმა და რამდენიმე ოქროს მედალი მოიპოვეს, ასევე წარმატებას მიაღწიეს ქუთაისელმა სპორტსმენებმაც. აღსანიშნავია აბაშის გუნდის საკმაოდ კარგი შედეგებიც, კორონავირუსის პანდემიის გამო ჩემპიონატში მონაწილეობა სპორტსმენთა შეზღუდულმა რაოდენობამ მიიღო

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 19 10 20

ფოთში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ. ეპიდემიოლოგიური კვლევები ამ დრომდე გრძელდება.რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული ნიმუშებიდან 58-ზე დადებითი პასუხია. გუბერნიის მონაცემებით ფოთში მხოლოდ 4 შემთხვევაა, მათგან 1 უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ხოლო სამზე კი მიმდინარეობს მოკვლევა და ინფიციების წყაროს დადგენა. 36 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში,ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 25 პირი. ფოთის კლინიკიდან გაეწერა 12 პაციენტი, მათგან 4- ფოთის მაცხოვრებელია, 3 გურიის და 5 კი აჭარის რეგიონიდანაარეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში 232 ადამიანი იმყოფება.

იხილე მეტი
სიახლე 

მურთაზ ზოდელავამ ფოთში ბრიფინგი გამართა 19 10 20

“ძალა ერთობაშიას” ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა – მურთაზ ზოდელავამ ბრიფინგი მოაწყო. იგი ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარ კანდიდატს, ირაკლი ხახუბიას ნებისმიერ მედიასივრცეში, საჯარო დებატებში იწვევს. ზოდელავა ამბობს, რომ ხელისუფლება ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობს. იგი დღეს მმართველ გუნდს მათი ხელისუფლებაში ყოფნისას დაწყებული, ინვესტირებული პროექტების დაუსრულებლობაშიც ადანაშაულებს. ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ხახუბიას შტაბში აღნიშნულ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ, დებატებზე უარს აცხადებენ და კომენტარს არ აკეთებენ.

იხილე მეტი
სიახლე 

შვიდკაცა ფეხბურთში ფოთის ჩემპიონი “ჭაბონამა” გახდა 19 10 20

17 ოქტომბერს ფოთში ე.წ. “მალანიას” სტადიონზე შვიდკაცა მასტერლიგის გათამაშების ფინალური მატჩი გაიმართა. “ჭაბონამამ” ანგარიშით 3:2 “კუნძულს ” სძლია. მატჩი დაძაბულ, თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. “კუნძული” მატჩის პირველივე წუთზე დაწინაურდა და მოგების შანსიც ჰქონდა, როცა თამაშის მიწურულს, 2:2 ანგარიშისას გოლის გატანა მოახერხეს, თუმცა მსაჯებმა თამაშის წესების დარღვევა დააფიქსირეს და გოლი არ ჩაითვალა. მალევე უკვე ჭაბონამამ შესძლო გამარჯვების გოლის გატანა და თასსაც დაესაკუთრა. აღსანიშნავია, რომ შპს.”აისბერგ2″-ის დირექტორმა ირაკლი ვეკუამ გუნდებს ფულადი პრიზებიც გადასცა. პირველი ადგილის მფლობელი გუნდი “ჭაბონამა” 500 ლარით, ხოლო მეორე ადგილზე გასული გუნდი “კუნძული” 300 ლარით დაჯილდოვდა ჭაბონამამ” რეგიონალურ ტურნირში მონაწილეობის…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში სემინარი თემაზე ,, შესავალი სპინინგით თევზჭერაში“გაიმართა 19 10 20

17 ოქტომერს ფოთის ცენტრალური სტადიონის საკონფერენციო დარბაზში სემინარი თემაზე ,, შესავალი სპინინგით თევზჭერაში“გაიმართა, რომელიც მოწვეულმა ტრენერმა საქართველოს სპინინგით თევზჭერის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან თასოშვილმა ჩაატარა. სპინინგით თევზჭერის ძირითადი საფუძვლების განხილვის შემდეგ, სემინარი ძირითადად კთხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. პროექტი ,,სპორტული თევზჭერის სკოლა“ ფოთის მეთევზეთა კლუბ ,,ფაზისი”-ს მიერ პროექტის „საზოგადოების ჩართულობაზე ორიენტირებული თვითმმართველობის განხორციელება ქალაქ ფოთსა და აბაშის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში გაცემული ქვეგრანტის სახსრებით ხორციელდება.

იხილე მეტი
თემა სიახლე 

თოქ შოუ „თემა“ 17 10 20

არჩევნები 2020თოქ შოუ “თემა”გადაცემის სტუმრები არიან:”ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” მურთაზ ზოდელავა, ” ლეიბორისტული პარტიიდან” მამუკა ხორავა და “საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან” თეიმურაზ ფაჩულია

იხილე მეტი

„კურსორის“ სპეც.გამოშვების სტუმარია კოლეჯ „ფაზისის“ დირექტორი ნინო ბაკურაძე 16 10 20

“კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარია კოლეჯ “ფაზისის” დირექტორი ნინო ბაკურაძე, რომელიც ევროკავშირის გრანტის ფარგლებში კოლეჯისთვის გადმოცემულ ტექნიკაზე და კოვიდეპიდემიის დროს სასწავლებლის ფუნქციონირებაზე გვესაუბრა

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში შვიდკაცა ფეხბურთში მასტერლიგის გათამაშება მიმდინარეობს 16 10 20

ფოთში ფეხბურთში შვიდკაცა მასტერლიგის გათამაშების ნახევარფინალური მატჩები გაიმართა. “ჭაბონამამ” ანგარიშით 8:0 სძლია პარკისუბნის “არისტოკრატებს”, მეორე ნახევარფინალში კი “კუნძულმა” დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური ანგარიშით 2:1 დაამარცხა “გოლეადორი”. ხვალ 11 საათზე სამაგრელოს ქუჩაზე, ე.წ. “მალანიას” სტადიონზე ფინალური შეხვედრა გაიმართება, სადაც ერთმანეთს “კუნძული” და “ჭაბონამა” დაუპირისპირდებიან. გამარჯვებული გუნდი თასით და დიპლომებით დაჯილდოვდება და რეგიონალურ ტურნირში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს

იხილე მეტი