სტუდია ვაშინგტონი 24 09 20
სტუდია ვაშინგტონი“ამერიკის ხმისა” და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი
იხილე მეტისტუდია ვაშინგტონი“ამერიკის ხმისა” და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი
იხილე მეტიფოთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის მშენებლობა სრულდება. მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსს დიდი და მცირე საცურაო აუზი ექნება, საცურაო სივრცეში განთავსდება 100 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა. კომპლექსს ასევე ექნება სპორტული მოედანი, 160 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნებით, ეწყობა საშხაპეები, ოთახები მწვრთნელებისთვის, მსაჯებისთვის, და პერსონალისთვის. განთავსდება კაფე და საერთო საცხოვრებელი. პროექტის განხორციელება გასული წლის მარტში დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება, მისი ღირებულება 14 მილიონი ლარია. სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს
იხილე მეტიფოთში, დღეს ინფიცირების ახალი შემთხვევა არ ფიქსირდება. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერის ნინო ლეფსაიას განცხადებით, PCR მეთოდით კვლევა 114 პირს ჩაუტარდა და პასუხები უარყოფითია. დღეს გეგმიური კვლევა შსს-ს და სახანძრო სამსახურის წარმომადგენლებს უტარდებათ. ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 45, ხოლო საკარანტინე სივრცეში 10 პირია გადაყვანილი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია შეგახსენებთ, რომ ფოთში ბოლო ორი კვირის მანძილზე კორონავირუსის სულ 13 შემთხვევა დადასტურდა. აქედან ერთი განიკურნა, 6 სტაციონარში მკურნალობს, დანარჩენებს კი სიმპტომები არ აღენიშნებათ და საკარანტინე სივრცეში, მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. რეგიონში მიმდინარე ეპიდ სიტუაციაზე გთავაზობთ სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ…
იხილე მეტიხმაური იყო ფოთის აგრარულ ბაზარში. მოვაჭრეები ბაზრის ტერიტორიაზე ლითონის მსუბუქი კონსტრუქციის დემონტაჟის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას აპტოტესტებდნენ. მათი თქმით, ისინი წლებია ამ ნაგებობაში ვაჭრობენ და ამით ოჯახებს არჩენენ, დღეს კი მათთან შენობის მეპატრონე ნოდარ კორსანტია მივიდა და მერიის გადაწყვეტილება გააცნო,სადაც იუწყებიან უკანონო ნაგებობის დემონტაჟის შესახებ ,მას შემდეგ მოვაჭრეებმა პროტესტის ნიშნად ბაზრის მიმდებარედ მეგრელიშვილის ქუჩაზე სამანქანო გზა გადაკეტეს. მერიის ზედამხედველობის სამსახურში განმარტავენ, რომ შენობა-ნაგებობის მშენებლობა თავის დროზე ნებართვის გარეშე დაიწყო, რაზეც მიმდინარეობდა კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურები და ამ ეტაპისათვის სასამართლოს გადაწყვეტილებით დემონტაჟი უნდა განხორციელდეს.
იხილე მეტიფოთში, ხობსა და სენაკის მაჟორიტარულ ოლქში საქართველოს პატრიოტთა ალიანსის მიერ კანდიდატად თეიმურაზ ფაჩულია დასახელდა. ჩვენს გადამღებ ჯგუფთან საუბარში მან განაცხადა რომ წარმოდგენილი აქვს სამოქმედო გეგმა, რომელიც ეხება არამხოლოდ ქალაქ ფოთს და ხობისა და სენაკის მუნიციპალიტეტებსაც, არამედ მთლიანად საქართველოს, ფაჩულიას თქმით საჭიროა იმ დარგების აღორძინება, რომელიც ტრადიციული იყო რეგიონისთვის, ასევე ყურადღება გაამახვილა განათლების სისტემაზე და უმაღლესი სასწავლებლების არარსებობაზე, უახლოეს დღეებში ჩვენს მაყურებელს საშუალება ექნება უკვე სტუდიიდან ვრცლად მიიღოს ინფორმაცია მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისა და მათი პროგრამების შესახებ
იხილე მეტიურთიერთბრალდებები გაისმის ყოფილ თანაგუნდელებს შორის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით ნაციონალურ მოძრაობასა და ევროპულ საქართველოს შორის კონსულტაციები მიმდინარეობდა საერთო სიასა და პარლამენტში თანამდებობების განაწილების შესახებ, მას დღეს ფოთის, ხობისა და სენაკში მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგა ბოკერიამ სპეციალური განცხადებით უპასუხა. მან განაცხადა რომ ისინი ორ პოლუსიანობის წინააღმდეგნი არიან და აუცილებელია ის პოლიტიკა დავამთავროთ, რასაც სააკაშვილი და ივანიშვილი წარმოადგენენ და ყველა ამომრჩეველს მივცეთ თავისი არჩევანის შესაძლებლობა. ივანიშვილს უნდა დღევანდელი უმძიმესი მდგომარეობის შენარჩუნება, სააკაშვილს უნდა წარსულში დაბრუნება და ჩვენ შორის არის უზარმაზარი განსხვავება-განაცხადა გიგა ბოკერიამ
იხილე მეტისტუდია ვაშინგტონი“ამერიკის ხმისა” და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი
იხილე მეტიფოთის,ხობის და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია ფოთში მეთევზეებს შეხვდა და საარჩევნო პროგრამა გააცნო. კანდიდატის განცხადებით, მაჟორიტარობის პერიოდში მათთან მუდმივ კომუნიკაციაში იყო. წინა შეხვედრებზე მეთევზეების მიერ წამოჭრილი საკითხებიდან, ნაწილი საკანონმდებლო დონეზე უკვე გადაწყდა, მათ შორის, პალიასტომის ტბაზე თხევად საწვავზე მომუშავე შიგაწვისძრავიანი ნავით სარგებლობის საკითხი ირაკლი ხახუბიას განცხადებით მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება თევზ საჭერი ფლოტის განახლების მიზნით, პროგრამში „აწარმოე საქართველოში “ ახალი კომპონენტის დამატებაზე.
იხილე მეტიფოთში გუშინ დასრულდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რეგიონული საარჩევნო ოფისების გახსნა. ფოთი ხობი სენაკის მაჟორიტარი დებუტატობის კანდიდატმა მურთაზ ზოდელავამ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. სადაც მათ პრობლემებს გაეცნო, და გამარჯვების შემთხვევაში განსახორციელებელ გეგმებზე ისაუბრა. ნაციონალების შტაბში აცხადებენ, რომ მოსახლეობა მათ ხშირად მიმართავს პრობლემებით და მათ მოგვარებაში დახმარებას სთხოვს. ფოთი უნდა გახდეს ევროპული წარმატებული ქალაქი, აცხადებს ზოდელავა
იხილე მეტი