„აჭარა ტექსტილის“ ხელმძღვანელობა გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს 28 04 20
სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს აჭარატექსტილში ფოთელი თანამშრომლები გაათავისუფლეს და მათ ნაცვლად სხვადასხვა რაიონებიდან სხვები ჩამოყავთ , „აჭარატექსტილის“ ფინანსური დირექტორის განცხადებით, აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება. მისივე თქმით, ადმინისტრაცია წინასწარ დაუკავშირდა , როგორც ფოთელ, ასევე სხვა რაიონში მცხოვრებ თანამშრომლებს და მათივე სურვილის გათვალისწინებით მოხდა სამსახურში გამოძახება. ჩენი გადამღები ჯგუფი შეეცადა სოციალურ ქსელში ამ ინფორმაციის გამავრცელებელთან დაკავშირებას, თუმცა მან სატელევიზიო ინტერვიუზე უარი განაცხადა.
იხილე მეტი