სიახლე 

ფოთელმა არჩილ გვასალიამ ამერიკელები ქართულად აამღერა 27 05 19

ფოთელმა 18 წლის არჩილ გვასალიამ, ამერიკელი კლასელები ქართულად აამღერა. ოჰაიოს შტატის ერთ-ერთი წამყვანი სკოლის გუნდმა არჩილთან ერთად, საქართველოს ჰიმნი შეასრულა. არჩილ გვასალია ამერიკაში FLEX-ის ლიდერთა გაცვლითი პოგრამის ფარგლებში, დაახლოებით ერთი წელია რაც იმყოფება. ის წარმატებული მოსწავლეა, მან სასწავლო წელი უმაღლესი ქულებით დაასრულა. როგორც არჩილის დედა ჰყვება, ამერიკელებს იმდენად შეაყვარა საქართველო, რომ დიდი სურვილი აქვთ აქ ჩამოვიდნენ და ქართულ კულტურას თავად გაეცნონ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მერმა, წარმატებულ სპორტსმენებს მადლობის სიგელები გადასცა 24 05 19

ფოთის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში, ქალაქის წარმატებულ სპორტსმენებთან და მწვრთნელებთან შეხვედრა გაიმართა. ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ სპორტმენებს ხელბურთში, ძალისმიერ სამჭიდში და უშუ კუნგფუში მიღწეული შედეგები მიულოცა და თითეულ მათგანს მადლობის სიგელი გადასცა. სიგელი გადაეცათ კლუბი „ფაზისი-2011“-ს სპორტსმენებს, რომლებმაც 16-19 მაისს, უკრაინის ქალაქ ლუცკში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ძალისმიერ სამჭიდში წარმატებით იასპარეზეს და 3 ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. გოჩა კურდრელიამ მადლობის სიგელი გადასცა ქალ ხელბურთელებს, რომლებმაც 2018-2019 წლის საქართველოს ჩემპიონატის ფინალში თბილისის გუნდი, ანგარიშით 32-25 დაამარცხეს და საქართველოს ჩემპიონები გახდნენ. ასევე აღსანიშნავია, 11 წლის სოფიო აფხაზავას წარმატება უშუ კუნგფუში. მან მოსკოვში,…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის “კოლხეთი 1913”-ის ფეხბურთელები და გულშემატკივრები დირექტორის გადადგომას ითხოვენ 24 05 19

ფოთის ცენტრალურ სტადიონზე, საფეხბურთო კლუბ ,,კოლხეთი 1913″-ის მთავარი მწვრთნელი, ფეხბურთელებთან და გულშემატკივრებთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. მათ გუნდის დირექტორის, ნიკოლოზ ჯაშის და სპონსორის წასვლა მოითხოვეს. მათივე თქმით, კლუბის ხელმძღვანელები დაკისრებულ უფლება-მოვალეობას თავს ვერ ართმევენ, რის გამოც გუნდში პრობლემებია. თითმმართველობის წარმომადგენლები შეკრებილებს ვითარებაში გარკვევას და პრობლემის მოგვარებას დაპირდნენ. თავად გუნდის ხელმძღვანელი შეხვედრას არ დასწრებია.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთი ყულევის ტერიტორიაზე ქარი და მცირე წვიმაა მოსალოდნელი 24 05 19

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ცნობით, ფოთი ყულევის ტერიტორიაზე 27 მაისის ჩათვლით მოსალოდნელია წვიმა, ჰაერის მინიმალური ტემპერატურა +16° დაფიქსირდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, I ინტერდისციპლინური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა 24 05 19

დღეს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში დოქტორანტთა I ინტერდისციპლინური სამეცნიერო კონფერენცია, გაიმართა. კონფერენციაზე, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის 18 დოქტორანტი დამსწრე საზოგადოების წინაშე მოხსენებით წარსდგა. მათ ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის, პოლიტიკური მეცნიერების, ისტორიისა და ფილოლოგიის სფეროებზე და უახლეს მიღწევებზე ისაუბრეს. კონფერენციის მიზანია, უნივერსიტეტებს შორის სამეცნიერო გამოცდილებების გაცვლა, დოქტორანტთა სამეცნიერო წინსვლის ხელშეწყობა და ამავდროულად ახალი ინოვაციური თემების დამუშავება. კონფერენციას უნივერსიტეტის პროფესორ მასცწავლებლები, სტუდენტები, სასულიერო პირები და საზოგადეობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში მდგრადი განვითარების საკითხებზე საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართა 23 05 19

ეროვნული ტურის ფარგლებში, ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელმა, ფოთელ მოზარდებთან საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართა. სადაც საუბარი და დისკუსია შეეხო გაეროს მდგრადი განვითრების მიმართულებებს. ეროვნული ტური, გაეროში საქართველოს წარმომადგენლის მანდატის ნაწილია, რომელიც საქართველოს რეგიონებში ახალგაზრდებთან შეხვედრებს და ლექციების გამართვას მოიცავს, გაეროს მდგრადი განვითრების მიზნებთან დაკავშირებით. ცნობისთვის, დოკუმენტი, სახელწოდებით – „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის“, 2015 წლის 25 სექტემბერს, გაეროს 193 წევრი ქვეყნის შეთნხმებით შედგა. დღის წესრიგი 17 მიზანს და 169 ამოცანას მოიცავს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, ახალისაქართველოს უნივერსიტეტში პრეზენტაცია გაიმართა 23 05 19

ახალი საქართველოს უნივერსიტეტის, სააქტო დარბაზში, ამავე უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ასოციაციის ღონისძიება გაიმართა. პრეზენტაცია თემაზე, „საფილოსოფიო-საღვთისმეტყველო განათლება და ახალი საქართველოს უნივერსიტეტის საქმიანობა“ ჩატარდა. ასოციაციის წევრებმა მოხსენება წაიკითხეს, განათლებისა და ცოდნის მიღების ფსიქოლოგიურ ასპექტებზე, ცოდნისა და რწმენის პარადიგმებზე თანამედროვეობაში. ასევე საუბარი შეეხო ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კვლევით მიზნებსა და ამოცანებს. აღსანიშნავია, რომ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კურს დამთავრებულთა ასოციაცია, ამავე უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულია, ის 12 წევრისგან შედგება. ასოციაციის მიზანია განათლების პოპულარიზაცია.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, კოსტავას ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს 23 05 19

ფოთში, ცენტრალური ქუჩების ტროტუარების კეთილმოწყობა გრძელდება. ამჯერად 6 თვიანი პროექტი, კოსტავას ქუჩაზე 546 მეტრი სიგრძის 2 ზოლის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლის განაცხადებით, პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია ტროტუარზე ბეტონის ფერადი ფილების, გაზონებზე ბორდიურებისა და სანიაღვრე არხების მოწყობა. მისივე თქმით, სამუშაოები 18 მარტს დაიწყო და 15 სექტემბერს დასრულდება. სამუშაოებს შპს „ტოტალი“ აწარმოებს. პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება – 343 238 ლარს შეადგენს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთი ყულევის ტერიტორიაზე ქარიანი ამინდი დაფიქსირდება 22 05 19

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ფოთისა და ყულევის სანაპიროზე 24 მაისის ჩათვლით მოღრუბლული და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +30° დაფიქსირდება.

იხილე მეტი
სიახლე 

კურსორის სტუმარი შშმ ბავშვთა დღის ცენტრის ფსიქოლოგი 22 05 19

კურსორის სტუმარია არასამთვრობო ორგანიზაცია „სოციალური რეფორმებისათვის“ წევრი და შშმ ბავშვთა დღის ცენტრის ფსიქოლოგი მანონი ბასილაია. მან ისაუბრა, იმის შესახებ თუ რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს მათი ორგანიზაცია. ასევე ისაუბრა, როგორ ხდება სხვადასხვა პროექტების განხორციელება, შშმ ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრირებისათვის.

იხილე მეტი