სიახლე 

ფოთის კოლხეთი 1913-მა გამარჯვება მოიპოვა 17 05 19

ფოთში, „პარკი არენას“ სტადიონზე ეროვნული ლიგა ორის მე-11 ტურის მატჩი გაიმართა. ერთმანეთს ფოთის „კოლხეთი 1913“ და საფეხბურთო კლუბი „ზუგდიდი“ შეხვდნენ. თამაში ფოთელთა უპირატესობით წარიმართა. ნიკა კირკიტაძეს და დათო დარციმელიას მიერ გატანილმა გოლებმა გუნდს გამარჯვება მოუტანა. შეხვედრა ფოთელი ფეხბურთელების სასარგებლოდ, ანგარიშით 2:0 დასრულდა. ამ თამაშის შემდეგ ფოთის „კოლხეთმა“ ჯამში ექვსი ქულა მოიპოვა და გათამაშების ცხრილში მერვე ადგილზე იმყოფება. მორიგ შეხვედრას ფოთის „კოლხეთი 1913“ 21 მაისს ლანჩხუთში „გურიას“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში გიგა მაქარაშვილმა მსვლელობა მოაწყო 17 05 19

სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა, რუსული ოკუპაციის გასაპროტესტებლად ფოთში მსვლელობა მოაწყო. მას ახალგაზრდული ორგანიზაციის „რუსეთი გვართმევს თავისუფლებას“ წევრები შეუერთდნენ. როგორც გიგა მაქარაშვილმა „აიპრესთან“ განაცხადა, მსვლელობა „დამოუკიდებლობის მარში“, რომელიც 9 აპრილს გორიდან დაიწყო, 26 მაისს მესტიაში დასრულდება, სადაც რამდენიმე ასეულ ადამიანთან ერთად, საქართველოს დროშას აღმართვას. სამოქალაქო აქტივისტმა, აქცია მსვლელობა პირველად 2018 წელს მოაწყო. მან რუსი აგრესორის წინააღმდეგ აქცია თბილისიდან დაიწყო და 13 დღეში , სოხუმის დაცემის დღეს, ენგურის ხიდთან დაასრულა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის თეატრი საპრემიერო ჩვენებისთვის ემზადება 17 05 19

19 მაისს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სცენაზე სპექტაკლის საპრემიერო ჩვენება გაიმართება. თურქი დრამატურგის აზიზ ნესინის პიესის მიხედვით, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რამაზ იოსელიანი ერთმოქმედებიანი კომედიური ჟანრის სპექტაკლს, სახელწოდებით „მომკალ, მომკალ“ წარმოადგენს. სპექტაკლი ორი მეზობლის, ხანდაზმული ქვრივი ქალბატონების მარტოობის და გაუცხოების პრობლემას მოგვითხრობს. რეჟისორი მწარე სარკაზმით, ტკივილნარევი იუმორით გვაჩვენებს, თუ როგორი რთულია სიმარტოვე და ყურადღების ნაკლებობა საზოგადოებაში, რომელსაც მთელი ცხოვრება შეალიეს. სპექტაკლზე მუშაობენ მსახიობები: ლილი ბოდაველი, ჩიტო პატარიძე, მარიკა ბუკია და ნოდარ ბჟალავა. მხატვარი ანანო დოლიძეა, ტექნიკური რეჟისორი ეკა კულუა.

იხილე მეტი
სიახლე 

ღონისძიება ფოთის მესამე საჯარო სკოლაში 17 05 19

ივანე ჯავახიშვილის სახელობის მესამე საჯარო სკოლაში STEM-ის საგნებში ღონისძიება გაიმართა, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული, ახალი სკოლის მოდელის პროექტის ფარგლებში მოეწყო. მოსწავლეებმა ბიოლოგიასა და ფიზიკაში, ხელნაკეთი ხელსაწყოები წარმოადგინეს, ასევე ქიმიური ექსპერიმენტების ჩვენება გამართეს. ღონისძიებაზე მუსიკალური ნომრით პირველი დ-ე კლასისი აღსაზრდელები გამოვიდნენ. ორგანიზატორების განცხადებით, სკოლის მიზანია სტემის საგნების გაძლიერებული სწავლება, მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება და მიღებული გამოცდილების რეალიზება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი მოკრივეები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან 17 05 19

ფოთის ზურაბ სასანიას სახელობის მოკრივეთა კლუბ „ლიდერი“-ს და კრივის სასპორტო სკოლის ბაზაზე საქართველოს 16 წლამდე ჭაბუკთა ნაკრები გუნდი, ევროპის ჩემპიონატისთვის აქტიურად ვარჯიშობს. ამჟამად ფოთში მოსამზადებელი ბოლო დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს, რომელიც 21 მაისამდე გაგრძელდება. ევროპის ჩემპიონატზე 11 ქართველი მოკრივე სხვადასხვა წონით კატეგორიაში იასპარეზებს, რომელთა შორის სამი ფოთელი სპორტსმენია. ევროპის ჩემპიონატი 22 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით რუმინეთის ქალაქ გალატაში გაიმართება, სადაც 37 ქვეყნის 305 მოკრივე იბრძოლებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში “ევროპის დღეები 2019” ჩატარდა 16 05 19

ევროპის დღეები 2019-ს ფარგლებში დღეს, ფოთის ცენტრალურ პარკში, გამოფენა სახელწოდებით „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ გაიმართა. ღონისძიებაზე ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის და საქართველოს კულტურული და საგანმანათლებლო გამოფენა მოეწყო. ღონისძიების ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, საინფორმაციო კუთხე წარმოადგინა, სადაც დამთვალიერებლებს საშუალება ქონდათ გაცნობოდნენ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ გავრცელებულ მითებსა და რეალობას. ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საინფორმაციო კუთხე და ნახატების გამოფენა მოეწყო. ღონისძიებაში, ფოთის საჯარო და კერძო სკოლებმა, ევრო კავშირის წევრი ქვეყნების სტენდები შექმნეს, სადაც თითოეული ქვეყნის მოკლე ისტორია იყო ნაჩვენები. აგრეთვე, ტრადიციული კერძების, ტრადიციული სამოსისა და სუვენირების პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიების მიზანია, ევროპასთან საქართველოს…

იხილე მეტი
სიახლე 

საჭადრაკო ტურნირი ფოთში 16 05 19

დღეს საჭადრაკო ფესტივალი „მაისი-2019″ დაიწყო, ფესტივალის ფარგლებში ღია ტურნირთან ერთად, 7 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის შეჯიბრება მიმდინარეობს. ფესტივალი 19 მაისს დასრულდება, გამარჯვებულები დიპლომებითა და თასებით დაჯილდოვდებიან. ორგანიზატორების განცხადებით, ფესტივალის მიზანია ჭადრაკის პოპულარიზაცია და ნიჭიერ მოჭადრაკეთა გამოვლენა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მესამე საჯარო სკოლაში ღონისძიება მოდით გავიცნოთ ევროპა გაიმართა 16 05 19

„ევროპის დღეები 2019“-ის ფარგლებში, მესამე საჯარო სკოლაში დასკვნითი ღონისძიება, სახელწოდებით ,,მოდით გავიცნოთ ევროპა“ ჩატარდა. VI ბ კლ. მოსწავლეებმა ევრო კავშირის წევრი ქვეყნები თავისი დროშებით, ისტორიით, კულტურითა და ტრადიციებით წარადგინეს. საქართველო კი სიმბოლურად, ევრო კავშირის წევრ ქვეყნებს შორის შეიყვანეს. ღონისძიებას ფოთის საჯარო სკოლების წარმომადგენლები, განათლების რესურს ცენტრის ხელმძღვანელობასთან და თვითმმართველობის წევრებთან ერთად დაესწრნენ. ღონისძიების მიზანია მოსწავლეებმა და საზოგადოებამ უფრო ახლოს გაიცნოს ევროპის ქვეყნების ისტორია.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ბარათაშვილის ქუჩაზე გზის მშენებლობა მიმდინარეობს 15 05 19

ბარათაშვილის ქუჩაზე გზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. საუბარია ყოფილი ციტრუსების მეურნეობის ტერიტორიაზე გამავალი და მალთაყვის სანაპირო ზოლის შემაერთებელ მონაკვეთზე. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „New Road“ ახორციელებს. ამჯერად არსებული საფარის რეციკლირება მიმდინარეობს, რომელსაც ქვეკონტრაქტორი კომპანია შ.პ.ს. „გზამშენებელი-13“ ასრულებს, ხოლო ასფალტო-ბეტონის დაგების პროცესს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შეასრულებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ აპრილს დაიწყო და ორ ივლისს უნდა დასრულდეს. პროექტის ღირებულება 826 000 ლარს შეადგენს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მეორე საჯარო სკოლამ ინტელექტუალურ თამაშში გაიმარჯვა 15 05 19

დასრულდა ინტელექტუალური თამაში, რომელიც საინიციატივო ჯგუფმა „ფოთის ახალგაზრდულმა იდეამ“ დააფინანსა. ფინალურ შეხვედრაზე ერთმანეთს მეორე და მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლეები დაუპირისპირდნენ. საბოლოოდ პირველი, ადგილი მეორე სკოლის გუნდმა დაიკავა. „ფოთის ახალგაზრდული იდეა“ მომავალში შემეცნებითი აქტივობების ჩატარებას გეგმავს, რომელიც მიზნად ისახავს, მოსწავლე-ახალგაზრდებში წიგნიერების დონის ამაღლებას.

იხილე მეტი