სიახლე 

ფოთის საკათედრო ტაძარში გიორგობა აღნიშნეს 6 05 19

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს. 6 მაისი წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეა. დღესასწაულთან დაკავშირებით, ფოთის საკათედრო ტაძარში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა წირვა აღავლინა. წმ. გიორგის ხსენება წელიწადში ორჯერ აღინიშნება – 6 მაისს წმინდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს, მისი ბორბალზე წამების დღეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ბათუმის საზღვაო აკადემიის ფილიალი გაიხსნება 06 05 19

ქალაქის დღესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიებების ფარგლებში, ფოთში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალის დაარსების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. როგორც, უწყების წარმომადგენლებმა აღნიშნეს ბათუმის საზღვაო აკადემიის ფილიალი 2020 წელს, ყოფილი ჰიდროტექნიკუმის ბენობაში განთავსდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, დეკანოზ ჩად ჰეტფილდს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭეს 06 05 19

ახალი საქართველოს უნივერსიტეტში საპატიო დოქტორის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა. წმ. ვლადიმირის სემინარიის პრეზიდენტს, თეოლოგიის დოქტორსა და პროფესორს, დეკანოზ ჩად ჰეტფილდს, საღვთისმეტყველო განათლების სფეროში შეტანილი წვლილისათვის, საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. დეკანოზი ჩად ჰეტფილდი ამერიკელი სასულიერო პირი და თეოლოგია, რომელიც 30 წელზე მეტია საღვთისმეტყველო განათლების სფეროში მოღვაწეობს, – აღნიშნეს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთს, ქალაქ ოსტამარის მერი იაკობ სპანგენბერი ეწვია 03 05 19

ფოთის მუნიციპალიტეტს, ქალაქ ოსტამარის მერი იაკობ სპანგენბერი საკოორდინაციო ჯგუფის წევრებთან ერთად ეწვია. საკოორდინაციო ჯგუფის წევრები შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის „სოციალური ინკლუზია – მუნიციპალური სერვისების განვითარება ხანდაზმულების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მოზარდების“ – მიმდინარეობას გაეცნენ. პროექტის მიზანია სოციალური სერვისების ეფექტურად ხელმისაწვდომობის გაზრდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ღონისძიება ფოთის ბიბლიოთეკაში გაიმართა 02 05 19

საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, მკითხველა ინიციატივით, წიგნების _ “ფოტოობიექტივში აღქმული დრო“ და „მე ქალაქი“ ავტორთან ირმა კეკელიძესთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება „როგორ იწყებოდა ქალაქი“ ნიკო ნიკოლაძის სახელობის საბავშვო ბიბლიოთეკაში შედგა. საჯარო სკოლის მოსწვლეები გაეცნენ, როგორ შეიქმნა დოკუმენტურ მასალაზე აგებული წიგნები და ავტორთან ერთად ფოთის დაარსების ნაკლებად ცნობილ, უნიკალურ ფაქტებზე ისაუბრეს. შეხვედრას ფოთის ყოფილი მერი ვახტანგ ალანია ესწრებოდა, ის აღნიშნული წიგნების სპონსორი გახლავთ. მისი ინიციატივით ქალაქში მოქმედ ყველა სკოლას და ბიბლიოთეკას, „ფოტოობიექტივში აღქმული დრო“ და „მე ქალაქი“ უფასოდ გადაცათ. ღონისძიებაზე ვახტანგ ალანიამ ამ წიგნების უნიკალურობაზე გაამახვილა ყურადღება. ირმა კეკელიძე ამჯერად მესამე წიგნზე მუშაობს,…

იხილე მეტი
სიახლე 

ლადო აფხაზავა ფოთელ მოსწავლეებს შეხვდა 02 05 19

2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ ფინალისტი, სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი – ლადო აფხაზავა ფოთელ მოსწავლეებს შეხვდა. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების და ინტეგრაციის ცენტრის“ აღსაზრდელებს მან გაკვეთილი ჩაუტარა და მათთან ერთად სახალისო შემეცნებით აქტივობებში ჩაერთო. „სამოქალაქო განვითარების და ინტეგრაციის ცენტრი“ 2010 წლიდან ფუნქციონირებს. ცენტრის მიერ განხორციელებულ სახვადახვა პროექტში 3 ათასამდე ბენეფიციარმა მიიღო მონაწილეობა.

იხილე მეტი
სიახლე 

ახალი საქართველოს უნივერსიტეტში ნიუ იორკის სემინარიასთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა 03 05 19

ახალი საქართველოს უნივერსიტეტსა და ნიუ იორკის წმ. ვლადიმერის სახელობის მართმადიდებლურ – თეოლოგიურ სემინარიას შორის, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა გრიგოლმა და ნიუ იორკის წმ. ვლადიმერის სახელობის სემინარიის პრეზიდენტმა, დეკანოზმა ჩად ჰეტფილდმა ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. დოკუმენტის საგანს აკადემიური თანამშრომლობა წარმოადგენს, რომელიც ერთობლივ კვლევას და საგანმანათლებლო საქმიანობას მოიცავს. ორივე მხარეს შესაძლებლობა ექნება, თავისი ინტერესის სფეროს მიხედვით დააფინანსოს ერთობლივი კვლევითი პროექტები. ასევე, განათლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის მოხდება გაცვლითი პროგრამების განხორციელება. ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ, სასულიერო პირებმა ერთმანეთს საჩუქრები გადასცეს. ახალი საქართველოს უნივერსიტეტი მეოთხე ინსტიტუციაა, რომელთანაც ნიუ იორკის წმ. ვლადიმერის სემინარია თანამშრომლობს.

იხილე მეტი
სიახლე 

ოთხი ფოთელი ახალგაზრდა,ევროპის კომისიის მიერ დაფინანსებულ ტრენინგში მონაწილეობს 30 04 19

ფოთელი მოსწავლეები ქობულეთში, ხუთ დღიანი სასწავლო პროგრამით გაემგზავრნენ. სატრენინგო კურსში, ფოთელებთან ერთად, ახმეტის, ჩხოროწყუსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მოსწავლე – ახალგაზრდები მონაწილეობენ. პროექტის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებს ტრეინინგს ესპანეთიდან, იტალიდან და ავსტრიიდან ჩამოსული ტრენერები ჩაუტარებენ. პროექტი მიზანია ევროპული გამოცდილების გაზიარება ახალგაზრდული და საჯარო ორგანიზაციებისათვის, ახალგაზრდებისათვის საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებაში. პროექტი, სახელწოდებით „გააძლიერე ცვლილებებისათვის“ ევროპის კომისიის მიერ არის დაფინანსებული. ფოთში პროექტის პარტნიორია კოალიცია „სოციალური რეფორმებისათვის“.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, ბიბლიოთეკარის პროფესიული დღე აღნიშნეს 30 04 19

საბიბლიოთეკო გაერთიანების თანამშრომლებმა პროფესიული დღე აღნიშნეს. ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, ბიბლიოთეკარების მიერ შექმნილი ნივთების გამოფენა მოეწყო, რომელიც ერთი კვირის მანძილზე გაგრძელდება. გამოფენაზე წარმოდგენილი, ხელთ ნაწერი წიგნის, ხელთ ნაკეთი თოჯინების, ნაქარგი სურათების და სხვადასხვა აქსესუარების დათვალიერება ყველა მსურველს შეეძლება. კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებია დაგეგმილი. ბიბლიოთეკარის დღეს საქართველოში 2003 წლიდან 30 აპრილს აღნიშნავენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე უნალექო ამინდი დაფიქსირდება 30 04 19

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ფოთისა და ყულევის სანაპიროზე უნალექო ამინდი დაფიქსირდება.

იხილე მეტი