,,კურსორის” სტუმარია დარეჯან ცხვიტარია 15 03 19
,,კურსორის”-ს სტუმარია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე, დარეჯან ცხვიტარია, რომელიც ქალაქში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს.
იხილე მეტი,,კურსორის”-ს სტუმარია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე, დარეჯან ცხვიტარია, რომელიც ქალაქში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს.
იხილე მეტიფოთში, კოალიციამ “სოციალური რეფორმებისათვის”ეროვნულ შემეცნებით ბანაკს უმასპინძლა, რომელიც “ახალგაზრდა დიპლომატები მშვიდობისა და დიალოგისთვის უკრაინასა და საქართველოში” პროექტის ფარგლებში განხორციელდა. გორის, ჩხოროწყუსა და ფოთის სკოლების მაღალი საფეხურის 24 მოსწავლეს, დებატები ინგლისურ ენაზე უცხოელმა სპეციალისტებმა ჩაუტარეს. ორგანიზატორების განცხადებით, აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავს ახალგაზრდებში აქტიური მოქალაქეობრივი უნარების და კრიტიკული აზროვნების განვითარებას. ეროვნული შემეცნებითი ბანაკი სამი დღე მიმდინარეობდა. ბავშვები სხვადასხვა აქტივობებში ჩაერთნენ. მათ ქალაქის ღირშესანიშნაობები დაათვალიერეს, ასევე კოალიცია „სოციალური რეფორმებისათვის“ შშმ ბავშვთა დღის ცენტრის პროგრამის ბენეფიციარებს ესტუმრნენ და მათთან ერთად ხელნაკეთი ნივთები მოამზადეს. დებატებში, პროექტის საუკეთესო მონაწილის ტიტული გორელ მოსწავლეს, გიორგი გიორგაძეს ერგო. გამოვლინდა…
იხილე მეტიფოთის აგრარული ბაზრის მოვაჭრეები, პროტესტის ნიშნად მერიის შენობასთან შეიკრიბნენ. მათ საავტომობილო გზის გადაეკეტვა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს. მოვაჭრეების განცხადებით ხელისუფლება, მაღაზიების საჩრდილობელი ნაწილის მოხსნას ითხოვს, რომელიც მათივე მოთხოვნის შესაბამისად გაკეთდა და საკმაოდ სოლიდური თანხა დაუჯდათ. „მაღაზიებს რომლებსაც აქვთ გადახურვა, გვეუბნებიან ჩაჭერითო, არა და ეს გადახურვა თვითონ მერიის პროექტის მიხედვით გავაკეთეთ, რაც ძალიან დიდი თანხა დაგვიჯდა. ახლა გვეუბნებიან ჩაჭერითო. რატომ ვერ ვხვდებით. რომ მიგვითითეს იმ საზღვრებში ვართ ჩატეული“_ განაცხადა თაკო კეკელიამ. მოვაჭრეებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საკრებულოს სხდომათა დარბაზში შეხვდნენ. როგორც მათ განმარტეს, ზოგიერთ მოვაჭრეს პროექტით გათვალისწინებული საზღვარი დარღვეული…
იხილე მეტისაკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, ოპოზიციამ სამშობიარო სახლში სამეანო-ნეონატოლოგიური განყოფილების გაუქმება გააპროტესტა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ, მამუკა ხორავამ და დარეჯან ცხვიტარიამ განაცხადეს, რომ ქალაქში ერთადერთი სამშობიარო სახლის დახურვა ყოვლად დაუშვებელია. მათივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ობიექტი კერძო საკუთრებაა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამ პრობლემის მოსაგვარებლად ყველანაირ ზომებს უნდა მიმართოს. ცნობისათვის, სამშობიარო სახლს ოფიციალური მონაცემებით 42 მეპატრონე ჰყავს.
იხილე მეტი,,კურსორი”-ს სტუმარია ფოთის ,,კოლხეთი 1913″ -ს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ჯაში, რომელიც საუბრობს კლუბში არსებულ ფინანსურ კრიზისზე და სამომავლო გეგმებზე.
იხილე მეტი,,კურსორი”-ს სტუმარია ,,უშუ”- ს კლუბ ფაზისის A კატეგორიის მწვრთნელი, ვასილ დუნდუა, რომელიც საუბრობს ქალაქში ,,უშუ”-ს პოპულარიზაციაზე და სპორტსმენების წარმატებებზე.
იხილე მეტი12 მარტს საქართველოში პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილე აღინიშნება. ამ დღესთნ დაკავშირებით, ფოთელ საზოგადოებას კოლხური კულტურის მუზეუმმა დროებითი ფოტო-გამოფენა შესთავაზა, ასევე კონფერენცია გაიმართა, სადაც მსმენელის წინაშე მომხსენებლებმა დამფუძნებელი კრების ისტორიაზე ისაუბრეს. პარალელი გაავლეს პირველ არჩევნებსა და დღევანდელ არჩევნებს შორის. ერთ-ერთმა მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა ევროპაში, სადაც ქალები არა მხოლოდ მონაწილეობდნენ 100 წლის წინ არჩევნებში, არამედ ისინი დამფუძნებელი კრების არჩეული წევრები იყვნენ. „1919 წლის 12 მარტს, 12:00 საათსა და 12 წუთზე, დღევანდელი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა გაიხსნა“. მუზეუმში გამართულ ღონისძიებას პირველი და მეორე საჯარო სკოლის…
იხილე მეტიფოთში 9 აპრილის ხეივანზე, 8 წლის ბიჭს დენმა დაარტყა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. მოზარდმა სხეულის მძიმე დამწვრობა მიიღო. სავარაუდოდ, ის ერთ-ერთი კორპუსის ეზოში მდებარე სატრანსფორმატორო ქვესადგურში, სარკმლიდან ჩავარდნილი ბურთის გამოტანას ცდილობდა. 112-ის ბრიგადამ, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ, ის ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც მორიგე ექიმი ჰყვება, მოზარდს სხულის ვრცელი მიდამოს დამწვრობა აღენიშნებოდა. შესაბამისი მკურნალობისა და კვლევის ჩატარების შემდეგ, პაციენტი რეანომობილით თბილისში, ს.ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით , მოზარდი რეანიმაციულ განყოფილებაში,შოკურ მდგომარეობაში იმყოფება. მას სხეულის 50%-ზე მეტი ნაწილი დაზიანებული აქვს. შსს-ს ინფორმაციით,გამოძიება სისხლის სამართლის კოდექისის…
იხილე მეტიეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ფოთისა და ყულევის სანაპიროზე მაქსიმალური ტემპერატურა +17 ° დაფიქსირდება. 13 მარტს აღმოსავლეთის ქარი დაქროლავს 6-11მ/წმ სიჩქარით. დილით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, დღის მანძილზე კი მოღრბლული, უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +15° +17 °; ღამით კი + 10 ° + 12 ° იქნება. 14 მარტს ცვალებადი მიმართულების ქარი იქროლებს, 8-13 მ/წ სიჩქარით. ძირითადად ცვალებადი მოღრუბლული, უმეტესად უნალექო ამინდი დაფიქსირდება. დღის დასაწყისში და ღამით შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14° +16°, ხოლო ღამით +9° +11° დაფიქსირდება.
იხილე მეტი,,კურსორი”-ს სტუმარია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი, ბექა გუგუშვილი, რომელიც საუბრობს ქალაქში არსებული სპორტული სკოლებისა და მოედნების ინფრასტრუქტურულ მდგომარეობაზე და ქალაქში მიმდინარე სპორტული კომპლექსის მშენებლობაზე.
იხილე მეტი