სიახლე 

ფოთში, შოტოკანსა და კონტაქტურ კარატეში ღია ტურნირი ჩატარდა 11 02 19

ფოთში, შოტოკანსა და კონტაქტურ კარატეში გოგონათა და ვაჟთა შორის ღია ჩემპიონატი ჩატარდა. სადაც 6 დან 12 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი მონაწილეობდა. ტატამზე ფოთელებმა აჭარის, გურიის, სენაკისა და ჩხოროწყუს სპორტსმენებთან ერთად იასპარეზეს. 50-მდე კარატისტს შორის ფოთელებმა, ერთი პირველი და სამი მეორე ადგილი მოიპოვეს. გამარჯვებულები მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვეს.

იხილე მეტი
სიახლე 

,,კურსორი” ს სტუმარია ზურაბ სარსანიას სახელობის, კლუბ ლიდერის მენეჯერი, ნიკოლოზ იზორია. 11 02 19

,,კურსორი” ს სტუმარია ზურაბ სარსანიას სახელობის, კლუბ ლიდერის მენეჯერი, ნიკოლოზ იზორია.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში მოსწავლეები ცნობილ ექიმს ზაზა გუნცაძეს შეხვდნენ 11 02 19

ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმში, თამარ ფაჩულიას საავტორო სკოლა-გიმნაზიის მოწვევით, ექიმ-ფსიქიატრთან, ნარკოლოგთან და ექსპერტთან, ზაზა გუნცაძესთან შეხვედრა გაიმართა. მან მოსწავლეებთან ფსიქიკური აშლილობის გავრცელებულ ფორმებზე და ამ პრობლემების გადალახვის მეთოდებზე ისაუბრა. ის ასევე ბულინგს, ოჯახურ ძალადობას, ორიენტაციას და ტატუირების თემას შეეხო. შეხვედრა თამარ ფაჩულიას საავტორო სკოლა-გიმნაზიის პედაგოგების ქეთევან ჯაკობიას და ანჟელა ნადირაშვილი-გოგიას ორგანიზებით გაიმართა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, საცურაო აუზისა და სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს 11 02 19

რაგბის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის მშენებლობა მიმდინარეობს. სამშენებლო პროცესს ფოთის მერი გოჩა კურდღელია, პირველ მოადგილესთან კონსტანტინე თოფურიასთან ერთად გაეცნო. როგორც, სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, ობიექტზე ფუნდამენტის ჩასხმა და მოსამზადებელი სამუშაოები დასრულდა. კომპანია, პროექტის შესაბამისად, შემდგომი სამშენებლო პროცესის დასაწყებად ემზადება. მშენებლობას ესპანური კომპანია „Cobra Instalaciones servicios, S.A. branch Georgia “ აწარმოებს. პროექტის ღირებულება 14 500 136 ლარია. პროექტი ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას უშუალო ჩართულობით ხორციელდება.

იხილე მეტი
სიახლე 

მათემატიკის ოლიმპიადაში ფოთელი მოსწავლეები დააჯილდოვეს 11 02 19

ფოთში მათემატიკური ოლიმპიადა „ევერესტის“ მე-19 სეზონის დაჯილდოვება გაიმართა. მეხუთე საჯარო სკოლაში, ქალაქის მასშტაბით გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს. მათ დიპლომები, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები, ასევე ფასიანი საჩუქრები გადასცეს. როგორც „ევერესტი“-ის წარმომადგენელი ამბობს, ყურადღების მიღმა არც მასწავლებლებს ტოვებენ. ყოველ სეზონზე ოლიმპიადა გამარჯვებული მოსწავლეების პედაგოგებს აჯილდოვებს. მათი თქმით, საქართველოში ამჟამად „ევერესტი“ ყველაზე დიდი მათემატიკური ოლიმპიადაა. მასში ყოველწლიურად საჯარო და კერძო სკოლების 30 000 მოსწავლე მონაწილეობს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში წითელას და გრიპის ვირუსის კლება დაფიქსირდა 11 02 19

ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში წითელას 12 და გრიპის ვირუსის 41 შემთხვევა დაფიქსირდა. მათ ჩაუტარდათ შესაბამისი მკურნალობა და უკვე ჰოსპიტალიზირებულები არიან.

იხილე მეტი
სიახლე 

გენადი გურალიასთან შეხვედრა ფოთში 08 02 19

ფოთში, წყალსათხილამურო სპორტში მრავალგზის, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონთან, გენადი გურალიასთან შეხვედრა გაიმართა. ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლებს, მან მიღწეულ წარმატებებზე და სპორტის ამ სახეობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მაშველები მოინახულა 08 02 19

ფოთში მე-11 დღეა მდინარეში ჩავარდნილ 16 წლის ბიჭს ეძებენ. შემთხვევის ადგილზე მაშველები და მოზარდის ოჯახის წევრები, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა, აბაშის მერთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა. მათ თანადგომა გამოუცხადა და მაშველებს პროდუქტი გადასცა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ბურჯანაძის პარტიის წარმომადგენელი ,,ოცნებაში” გადავიდა 08 02 19

ფოთში, „დემოკრატიული მოძრაობის” წარმომადგენელი საკრებულოში, თორნიკე ხარჩილავა „ქართული ოცნების” წევრი გახდა. ის ხმათა უმრავლესობით ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა. შეგახსენებთ, თორნიკე ხარჩილავამ პარტიული სიით უფროსი ძმა, ოთარ ხარჩილავა სექტემბერის თვეში ჩაანაცვლა და როგორც ოპოზიციონერი, საკმაოდ აქტიური დეპუტატის იმიჯის შექმნას გეგმავდა. თუმცა ამჯერად მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ მისი და „ოცნების“ პოლიტიკური შეხედულებები იდენტური აღმოჩნდა.

იხილე მეტი