სიახლე 

ფოთში მე-8 დღეა მდინარეში ჩავარდნილ მოზარდს ეძებენ 05 02 19

ფოთში მერვე დღეა მდინარეში ჩავარდნილ 16 წლის მოზარდს ეძებენ. სამძებრო სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში როგორც რიონში, ასევე ზღვის აკვატორიაში მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, მიშა ფეიქრიშვილის განაცხადებით, გარდა ცოცხალი ძალისა, პროცესში ჩართულია ტექნიკაც, მათ შორის ნავები და სკუტერები, რომლითაც ხდება მდინარესა და ზღვის სანაპიროზე პატრულირება. მუშაობას განაგრძობს საგანგებო შტაბი, სადაც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან ერთად, ყველა შესაბამისი უწყებაა გაერთიანებული.გარდა ამისა ადგილზე რჩება 30-მდე მაშველი , მათ შორის არიან მყვინთავები თბილისიდან და ბათუმიდან. სამაშველო ჯგუფებისთვის გარკვეული პირობების შექმნის მიზნით მდინარის სანაპიროზე კარვები გაიშალა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ამინდის პროგნოზი 04 02 19

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ფოთისა და ყულევის სანაპიროზე 5 თებერვლიდან 7 თებერვლის ჩათვლით უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +170 დაფიქსირდება. 5 თებერვალს აღმოსავლეთის ქარი დაქროლავს 18მ/წმ სიჩქარით.ძირითადად ცვალებადი ღრუბლიანობაა მოსალოდნელი, დღე-ღმის განმავლობაში უნალექო ამინდი დაფიქსირდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +14 ° 16 °; ღამით კი + 8 ° + 10 ° იქნება. 6 თებერვალს აღმოსავლეთის ქარია მოსალოდნელი, რომელიც 17 მეტრი წამი სიჩქარით დაქროლავს. ძირითადად უნალექო ამინდი დაფიქსირდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15 +17 გრადუსი, ხოლო ღამით +9 +11 გრადუსი დაფიქსირდება. 7 თებერვალს ცვალებადი ქარი იქროლებს…

იხილე მეტი
სიახლე 

,,თეატრი მოდის თქვენთან” ფოთელი მსახიობების აქცია 04 02 19

„თეატრი მოდის თქვენთნ“ ამ სახელწოდებით გამართული აქციის ფარგლებში, ვალერიან გუნიას სახელობის დრამატული თეატრი, N2 სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებას ესტუმრა. თეატრის დასმა ნორჩი მაყურებლის წინაშე მარიონეტული სპექტაკლი _ „ნაცარქექია“ წარადგინა. „ნაცარქექია“ ქართული ხალხური ზღაპრის მიხედვით შექმნილი სპექტაკლია, რომელიც ფოთის თეატრში შარშან ბახვა წერედიანის რეჟისორობით დაიდგა. აქციის ფარგლებში, ფოთელი მსახიობები სპექტაკლებს სხვადასხვა ორგანიზაციებში აქტიურად მართავენ. მსახიობების თქმით, იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც თეატრის შენობა ავარიულ მდგომარეობაშია და შესაძლებლობა არა აქვთ, საკუთარ სცენაზე ითამაშონ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კანალიზაციის პროექტის მშენებლობა მიმდინარეობს 04 02 19

ფოთში, წყალარინების ქსელის პროექტის მიმდინარეობას საკრებულოს წარმომადგენლები გაეცნენ.როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, სამუშაოები საკმაოდ ნელი ტემპით ხორციელდება, მის თქმით ამ პრობლემის მოგვარების მიზნით, ტენდერში გამაჯვებული კომპანია დამატებით რამდენიმე ქვეკონტრაქტორი კომპანიის შემოყვანას გეგმავს. შეგახსენებთ, რომ ფოთში საკანალიზაციო სისტემის მშენებლობას ჰოლანდიური კომპანია TAHAL GROUP აწარმოებს. გრუნტის დამუშავება და მილების ჩადება 2018 წლის ნოემბერში დაიწყო და 2020 წელს დასრულდება. სამუშაოები ქალაქის სამ ლოკაციაზე: ნაბადის, მალთაყვის უბნებში და მეშვიდე კილომეტრთან ერთდროულად ხორციელდება. აღნიშნული პროექტის ღირებულება 89 943 800 ლარს შეადგენს, მას აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს.

იხილე მეტი
სიახლე 

,,შენების მოძრაობის” ბრიფინგი ფოთში 04 02 19

„შენების მოძრაობის“ წარმომადგენელმა ფოთის საკრებულოში, მაია ჩხარტიშვილმა ბრიფინგი გამართა. მან ქალაქის რეკრეაციული ზონის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემა გააპროტესტა. საუბარია კუნძულის სანაპიროზე 10 ათ. 807 კვ.მ ფართობზე. მაია ჩხარტიშვილის მტკიცებით, ადგილი აქვს კორუფციულ გარიგებას. მისი განცხადებით, ეკონომიკის სამინიტრო გეგმავს აღნიშნული მიწის ნაკვეთი, სწორედ იმ ფირმას გადასცეს, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს და მის გარემოცვას ეკუთვნის. ჩხარტიშვილის ინფორმაციით, ამ ტერიტორიაზე თევზის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა იგეგმება,რაც ქალაქის ცენტრში დამატებით ეკოლოგიურ პრობლემებს შექმნის. მან შესაბამის უწყებებს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდა. ფოთის მერიაში აცხადებენ რომ აღნიშნულ კომპანიას ამ ეტაპზე მიწის გადაცემაზე უარი ეთქვა, რადგან მან შესაბამისი საბუთები ვერ…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში კონფერენცია გაიმართა 1 02 19

ახალი საქართველოს უნივერსიტეტში კონფერენცია გაიმართა თემაზე, „კავკასიური ფილოსოფია გვიანი ანტიკურობის ხანასა და შუა საუკუნეებში“. პროფესორ ლალი ზაქარძეს თქმით, ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის ფარგლებში ჩატარებნულ სემინარებს დიდი მნიშვნელობა აქვს, ახალი ფილოსოფიური იდეებისა და შეხედულებების ერთობლიობის გააზრებისთვის, ასევე მომავალი პერსპექტივების განსაზღვრისთვის, რომელიც ქართულ ჰუმანიტარულ მეცნიერებაში ახალ მიმართულებას გამოკვეთს. კონფერენციაზე ახალი უნივერსიტეტის ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები მოხსენებით გამოვიდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში წიგნის საჯარო კითხვის მსოფლიო დღე გაიმართა 01 02 19

ფოთის, ნიკო ნიკოლაძის სახელობის საბავშვო ბიბლიოთეკაში, მესამე საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებს უმასპინძლეს, სადაც ზღაპარი „ხელმწიფე და სკვინჩა“ წაუკითხეს. ღონისძიების ფარგლებში, რომელიც „წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს“ მიეძღვნა, ბავშვებისთვის სხვადასხვა სახალისო აქტივობები გაიმართა, ასევე იყო ზღაპრის ირგვლივ დისკუსია და განხილვა მკითხველებსა და ნორჩ მსმენელებს შორის. პატარებს ზღაპარი საბიბლიოთეკო გაერთიანებასთან არსებული ლიტერტურული სალონის წევრებთან ერთად, ფოთის მერის მოადგილემ გიორგი ფარეშიშვილმა წაუკითხა. „წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე“ მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, ტაეკვონდოს სკოლას სავარჯიშო ინვენტარი გადასცეს 01 02 19

კორეული საბრძოლო ხელოვნების, ტაე-კვონდოს სკოლას, ქალაქის სპორტის სამსახურმა საჩუქრად სავარჯიშო ინვენტარი გადასცა. ასევე ტაე-კვონდოს ჯგუფს, ნაბადის უბანში, მე-11 საჯარო სკოლის დარბაზში ადგილი გამოუყვეს, სადაც მოზარდები საბრძოლო ხელოვნებას დაეუფლებიან. ამ ეტაპზე ჯგუფი 10 მოსწავლით არის დაკომპლექტებული. ტაეკვონდოს წარმომადგენლების განაცხადებით, მათთან სწავლება უფასოა. დღესვე, ტაეკვონდოს ჯგუფის სამი მოსწავლე შავი ქამრის პირველი დანის სერთიფიკატით დაჯილდოვდა .

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში მდინარეში ჩავარდნილ მოზარდს მეოთხე დღეა ეძებენ 01 02 19

ფოთში მეოთხე დღეა მდინარეში ჩავარდნილ მოზარდს ეძებენ. დღეს დილით, მაშველებს თბილისიდან 5 კაციანი ჯგუფი დაემატათ. მყვინთავების რიცხვი შვიდამდე გაიზარდა. როგორც ერთ-ერთმა მაშველმა განაცხადა, სამძებრო ოპერაცია მოზარდის ჩავარდნის ადგილიდან ერთი კილომეტრის რადიუსში, ასევე ზღვის სანაპირო ზოლზე 24 საათიან რეჟიმში ხორციელდება. მისივე თქმით, სამუშაობი დღისით წყლის ქვეშ ტარდება , ხოლო ღამით წყლის ზედაპირზე და ასე გაგრძელდება, ვიდრე მოზარდს არ იპოვიან. შეგახსენებთ, რომ 16 წლის მეათეკლასელი აღმაშენებლის ხიდიდან 29 იანვარს გადავარდა. მოზარდი სამ თანატოლთან ერთად იმყოფებოდა. ის მოაჯირზე ავიდა, ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა. თვითმხილველებიდან ორი მამაკაცი მდინარეში გადაეშვა, მაგრამ მას ვერ მიაგნეს.

იხილე მეტი

“კურსორის” სტუმარი ფოთის სკოლამდელი სააღმზრდელო დეწესებულებების გაერთიანების უფროსი მარგო ჯანიაშვილი 31 01 19

„კურსორის“ სტუმარი სკოლამდელი საამღზრდელო დეწესებულებების გაერთიანების უფროსი მარგო ჯანიაშვილია. ის საბავშვო ბაღებში ბოლო პერიოდში განხორციელებულ ცვლილებებზე და არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს.

იხილე მეტი