სიახლე 

ფოთში ალექსანდრე დიუმას ძეგლი წააქციეს 09 01 19

ფოთში, კულტურისა და დასვენების პარკში, საბავშვო ბიბლიოთეკის წინ ალექსანდრე დიუმას ქანდაკება წააქციეს. სამწუხაროდ ეს პირველი შემთხვევაა არაა. მსგავსმა ფაქტებმა ხშირი სახე მიიღო. საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ბაქარ ერაგია მოსახლეობას მოუწოდებს , გამოიჩინონ მოქალქეობრივი პასუხისმგებლობა და გაუფრთხილდნენ ქალაქს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში გარე განათება ლედ სანათებითშეიცვლება 09 01 19

ფოთის ქუჩების გარე განათების ქსელის ლედ სანათებით ჩანაცვლების საკითხს, საკრებულოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. როგორც სხდომაზე განაცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, დაახლოებით მილიონ ნახევარი ლარი გამოიყოფა. ახალი ტექნოლოგიის მართვა, კომპიუტერული სისტემით განხორციელდება. ლედ სანათები ელექტრო ენერგიის 60%-მდე ეკონომიის საშუალებას იძლევა. ასევე, გარეგანათების მოვლა პატრონობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გამოყოფილი საკმაოდ სოლიდური თანხის დაზოგვა მოხდება. საკითხის განხილვას ფოთის მერი გოჩა კურდღელია და ვიცე მერი კოტე თოფურია ესწრებოდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ამინდის პროგნოზი 09 01 19

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ფოთისა და ყულევის სანაპიროზე 10 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 8-13 მ/წმ სიჩქარით. ზღვის ღელვა 3-4 ბალამდე მოიმატებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით + 9 +11გრადუსი, ღამით +5 +7 გრადუსი დაფიქსირდება. 11 იანვარს უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 +12 გრადუსი, ღამით +6 +8 გრადუსია მოსალოდნელი. 12 იანვარს დღისით შესაძლებელია მცირე ნალექი წვიმის სახით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8 +10 გრადუსი, ღამით + 6 +8 გრადუსი იქნება.

იხილე მეტი
სიახლე 

,,ონავრების” საახალწლო კონცერტი ფოთში 09 01 19

გემოვნებიანი მუსიკა ცოცხალი შესრულებით – ეს „ონავრების“ უცვლელი სტილია. სახელოვნებო ცენტრთან არსებულმა საესტრადო სტუდიამ, მუსიკოსს ლელა ნარსიას ხელმძღვანელობით, პატარების საახალწლო განწყობაზე იზრუნა. საშობაო კონცერტი ფოლკლორის ცენტრის დარბაზში გაიმართა.„ონავრებმა“ ერთსაათიანი შოუ-პროგრამა წარმოადგინეს.

იხილე მეტი
სიახლე 

კავკასიის საერთაშრისო უნივერსიტეტში საშობაო ღონისძება გაიმართა 08 1 19

კავკასიის საერთაშრისო უნივერსიტეტში საშობაო ღონისძება გაიმართა. საზეიმო მიღებას პარლამენტის წევრები და უნივერისიტეტის თანამშრომლები, შვილებთან ერთად ესწრებოდნენ. დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში შეტანილი წვილი, აღნიშნული მიზნით, უნივერსიტეტში განხორციელებული პროგრამები და ინიციატივები აუდიტორიას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა გააცნო. ვახტანგ წივწივაძემ იმ შეღავათების, პრემიებისა და გრანტების შესახებ ისაუბრა, რომლითაც უნივერსიტეტის თანამშრომლები და სტუდენტები სარგებლობენ. შეკრებილ საზოგადოებას მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და სახელმწიფო დემოგრაფიული პოლიტიკის დოკუმენტის ხელმძღვანელმა დიმიტრი ხუნდაძემ. სიტყვით გამოსვლისას დეპუტატიმა შობადობის ახალ სტატისტიკურ მონაცემებზე გაამახვილა ყურადღება. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართულ საშობაო ღონისძიებას დემოგრაფები და საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ. საზეომო მოღების ბოლოს…

იხილე მეტი
სიახლე 

როგორ დავიცვათ თავი გრიპის ვირუსისგან 8 01 19

რა უნდა გავითვალისწინოთ გრიპის ვირუსის დროს და რა უნდა გავაკეთოთ პრევენციის მიზნით, ამ თემაზე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ნინო ჭანტურია გვესაუბრა. მისი განცხადებით ვირუსის თავიდან ასაცილებლად, ყველაზე ეფექტურია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გაკეთება, ასევე ჰიგიენური ნორმების დაცვა, ხოლო შესაბამისი სიმპტომების გამოვლენის დროს, როგორც ნინო ჭანტურიამ განაცხადა, პაციენტმა აუცილებლად ექიმს დროულად უნდა მიმართოს.

იხილე მეტი
სიახლე 

ინტელექტუალური კონკურსის გამარჯვებული ფოთელი მოსწავლე გახდა 8 01 19

ინტელექტუალურ კონკურს “ვისდამი”-ის 2018 წლის სეზონის ერთ-ერთი გამარჯვებული ფოთელი გიორგი სანიკიძე გახდა. ის ნიკო ნიკოლაძის სახელობის N2 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეა. გიორგი სანიკიძემ სეზონის წარმატებული მოსწავლის წოდება ისტორიის საგანში მოიპოვა. “ვისდამი” წარმოადგენს ერთადერთ ინტელექტუალურ კონკურსს საქართველოში, რომელიც ემსახურება ინოვაციური გზებით ნიჭიერი და განათლებული მოსწავლების წარმოჩენას, მათ პიროვნულ განვითარებასა და ცოდნის საზღვრების გაფართოებას

იხილე მეტი
სიახლე 

ივენთ-კომპანია “ბრავოს” კონცერტი ფოთში 8 01 19

კალათბურთის დარბაზში, ივენთ კომპანია „ბრავოს“ ორგანიზებით საბავშვო საახალწლო კონცერტი გაიმართა.ფოთის სახელოვნებო ცენტრთან არსებულმა საესტრადო სტუდიებმა, მუსიკალური ნომრებით გაფორმებული წარმოდგენა „საშობაო ზღაპარი“ შეასრულეს . დარბაზში ჯადოსნური გარემოს შექმნაზე, დიზაინერმა მარინა კვაჭაძემ იზრუნა. აღნიშნული ღონისძიება ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართა

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის სავადმყოფოში კარანტინი გამოცხადდა 8 01 19

ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში კარანტინი გამოცხადდა. შეგახსენებთ, 6 იანვარს კლინიკაში 40 წლის ქალი მწვავე რესპირატორული ინფექციით გარდაიცვალა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, ნინო ლეფსაიას განცხადებით, ლაბორატორიული გამოკვლევით გარდაცვლილი H1N1 ვირუსით არ იყო ინფიცირებული. მისი თქმით ქალაქში მდგომარეობა სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება.

იხილე მეტი
სიახლე 

,,ენკი-ბენკი”-ს საახალწლო კონცერტი ფოთში 07 01 19

ფოთის სახელოვნებო ცენტრის მოსწავლე-ახალგაზრდობის შემოქმედებითმა ჯგუფმა, მორიგი საახალწლო კონცერტი გამართა.ფოლკლორის ცენტრის დარბაზში მაყურებლის წინაშე საესტრადო სტუდიები „ენკი-ბენკი“ და „მელოდია“ გამოვიდნენ. მათ ერთსაათიანი მრავალფეროვანი შოუ-პროგრამა წარმოადგინეს და სხვადასვხა სახალისო მუსიკალური ნომერი შეასრულეს. ქალაქში საახალწლო ღონისძიებები 20 იანვრამდე გაგრძელდება.

იხილე მეტი