სიახლე 

ფოთელი პენსიონერი 60 წელია ეგზოტიკურ თევზებს ამრავლებს 1 11 18

9 აპრილის ხეივანზე 73 წლის მარტოხელა პენსიონერი მიხაილ სპირიდონოვი ცხოვროვს. ის აკვარიუმის თევზებს ამრავლებს. ამბობს რომ ამ საქმიანობით ბავშობიდანაა დაკავებული.გულდაწყვეტით იხსენებს იმ პერიოდს, როდესაც 20-ზე მეტი სახეობის წყლის ბინადარს უვლიდა. ამჯერად, კი უსახსრობის და ჯამრთელობის მდგომარეობის გამო მხოლოდ 5-მდა სახეობა ჰყავს. ორ ოთახიან ბინაში მარტო ცხოვრობს. მას უკრაინაში მცხოვრები ქალიშვილი ყოველდღე ტელეფონით ეკონტაქტება და მასთან გადასვლას სთავაზობს, თუმცა როგორც თავად ამბობს, საქართველოდან წასვლა უჭირს რადგან აქ დაიბადა.

იხილე მეტი
სიახლე 

ამერიკელმა მედიაექსპერტმა ფოთის მერიაში შეხვედრა გამართა 1 11 18

ფოთში ამერიკელი მედია-ექსპერტი ბრაიან გრინი ჩამოვიდა. ის ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში , თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა.როგორც მან „მეცხრე ტალღასთან“ განაცხადა, ვიზიტის მიზანია ადგილობრივი თვითმართველობის კომუნიკაციის გაძლიერება მოსახლეობასთან. აღნიშნული შეხვედრა, ამერიკის სახელწიფოს დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში გაიმართა.

იხილე მეტი
სიახლე 

კოლხეთის ეროვნული პარკში „ნორჩი ელჩები“ და მოხალისეები დააჯილდოვეს 1 11 18

31 ოქტომბერს, შავი ზღვის საერთაშორისო დაცვის დღე აღინიშნება. შავი ზღვის დაცვის კვირეულის ფარგლებში, კოლხეთის ეროვნული პარკის მეგობართა ასოციაციამ, პროექტის მონაწილე „ნორჩი ელჩები“ და მოხალისეები, სხვადასხვა ეკო პროექტების განხორციელებისთვის სიგელებით დააჯილდოვეს. როგორც კოლხეთის ეროვნული პარკის წარმომადგენელმა, ხათუნა ქაცარავამ განაცხადა, “ნორჩი ელჩები”, პროექტის ფარგლებში, ჩატარებული ტრენინგების შაშუალებით, არსებულ ეკო პრობლემებს გაეცნენ, საჭიროებიდან გამომდინარე მათ პროექტები მოამზადეს და ეკოკლუბი დაარსეს, რომელიც შესაბამისი ინვენტარით აღჭურვეს. ერთ ერთი მოსწავლის მიერ ეკოლოგიის დაცვასთან დაკავშირებით შექმნილი რეკლემა გამარჯვებული გახდა. შავი ზღვის სართაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ნორჩმა ელჩებმა, სიგელებით დაჯილდოვების ცერემონიიის შემდეგ აქცია მოაწყვეს და სანაპირო ზოლი…

იხილე მეტი
სიახლე 

მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა ფოთის სკოლა-გიმნაზიაში 1 11 18

ნანა ალექსანდრიას სკოლა გიმნაზიაში მოსწავლეების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. მეოთხე კლასელმა, რუსკა მელიშიანმა ხელნაკეთი ნივთები, ხოლო მესამე კლასელმა ანა ფარულავამ გუაშით შესრულებული ნახატები წარმოადგინეს. გამოფენის პარალელურად სკოლაში ჰელოუინის ფესტივალი მიმდინარეობდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ლიტერატურული სალონის წევრებმა ცისფერყანწელების შემოქმედება წარმოადგინეს 31 10 18

ქალაქის ცენტრალური ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, მორიგი შემოქმედებითი ღონისძიება გაიმართა. საბიბლიოთეკო გაერთიანებასთან არსებულმა ლიტერატურული სალონის წევრებმა,ცისფერყანწელების შემოქმედება და მოღვაწეობა წარმოადგინეს. ღონისძიებას საზოგადოების წარმომადგენლები და მერის მოადგილე,გიორგი ფარეშიშვილი ესწრებოდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

უნგრეთის ელჩი ახალი საქართველოს უნივერსიტეტში 31 10 18

უნგრეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში,ვიქტორია ჰოვარცი დღეს ფოთში ჩამოვიდა. ის ახალი საქართველოს უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა,სადაც საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა. ასევე უნგრეთის ელჩმა, ახალი საქართველოს უნივერსიტეტისა და საელჩოს სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე გაამახვილა ყურადღება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის  მერის პირველი მოადგილის  თანამდებობა კოტე თოფურიამ დაიკავა 31 10 18

ფოთის  მერის პირველი მოადგილის  თანამდებობა, კოტე თოფურიამ დაიკავა. ჟურნალისტებს ახალი  მოადგილე  ქალაქის მერმა გოჩა კურდღელიამ და   საკრებულოს თავმჯდომარემ  ირაკლი  კაკულიამ  წარუდგინეს. კოტე თოფურია   1994-2000 წწ  ახალგაზდრულ საქმეთა დეპარტამენტის ფოთის საქალაქო განყოფილების უფროსი იყო. 2004-2005 წწ ქ. ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსი და    მთავრობის წევრი გახლდათ. ბოლო პერიოდში კი კერძო სექტორში მუშაობდა. შეგახსენებთ, 12 ოქტომბერს ფოთის მერის მოადგილემ, ირაკლი თოფუ რიამ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.  

იხილე მეტი
სიახლე 

ხმაური ფოთის საკრებულოს სხდომაზე 31 10 18

ხმაური და დაპირისპირება იყო ფოთის საკრებულოს სხდომაზე. “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა, ხელისუფლება ამომრჩევლებზე განხორციელებულ ზეწოლაში დაადანაშაულეს. მათი განცხადებით საკრებულოს დეპუტატები მოსახლეობას მოუწოდებენ მხარი დაუჭირონ სალომე ზურაბიშვილს, წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახურებიდან გათავისუფლებით ემუქრებიან.  

იხილე მეტი
სიახლე 

საჩივრების ხმაურიანი განხილვა ფოთის საოლქო კომისიაში 31 10 18

დასრულდა ფოთის № 70-ე საოლქო კომისიის სხდომა, სადაც საჩივრების განხილვა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.საოლქო საარჩევნო კომისიამ 31 საჩივრიდან 2 დააკმაყოფილა, ერთი არ დააკმაყოფილა, ხოლო 28 განუხილავი დატოვა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს და არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა დავა სასამართლოში გაგრძელდეს.

იხილე მეტი
სიახლე 

სპორტულ-შემეცნებითი ოლიმპიადა 2018-ის გამარჯვებული სენაკის გუნდი გახდა 30 10 18

სპორტულ-შემეცნებითი ოლიმპიადა 2018-ის გამარჯვებული სენაკის გუნდი გახდა პარაოლიმპიური თამაშების ისტორია და პირველი ქართველი პარაოლიმპიელები – აღნიშნულ თემაზე შექმნილი ნამუშევრით ქალაქ სენაკის მესამე საჯარო სკოლის გუნდი სპორტულ-შემეცნებითი ოლიმპიადა 2018-ის გამარჯვებული გახდა. საპრიზო მეორე და მესამე ადგილები  ქუთაისის მეორმოცე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლებმაგადაინაწილეს. დაჯილდოების ცერემონიალი საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა. სპორტულ-შემეცნებითი თამაშები სასკოლო სპორტული ოლიმპიადის შემადგენელი ნაწილია, რომელსაც საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა  და საქართველოს ეროვნულ ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით ატარებს.

იხილე მეტი