სიახლე 

ფოთში ჭადრაკის ფესტივალი “შემოდგომა 2018” დასრულდა 03 10 18

ჭადრაკის ფესტივალი „შემოდგომა 2018“ დასრულდა. ფესტივალის ფარგლებში სამი ტურნირი გაიმართა, 8 წლის ბიჭუნათა , 8 წლის გოგონათა შორის და ღია ტურნირი. რომლებიც შვეიცარიული სისტემით შვიდ ტურად ჩატარდა. 8წლის ბიჭუნათა შორის პირველი ადგილი შვიდი ქულით, დემეტრე კაკულიამ მოიპოვა, მეორე ადგილზე გაგა გვასალია გავიდა, ხოლო მესამე საპრიზო ადგილი საბა ნადარაიამ დაიკავა. 8 წლის გოგონათა შორის პირველი ადგილის მფლობელი 7 ქულით, ბარბარე კულუა გახდა, მეორე ადგილი ნინი ლომაძემ 5 ქულით, მესამე ადგილი კი 4,5 ქულით სალომე ლემონჯავამ მოიპოვა. ღია ტურნირში გამარჯვებული ლუკა წურწუმია გახდა, მეორე ადგილზე ალექსანდრე ქარჩავა, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი დავით…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში “არტ-გალერეა 34” გაიხსნა 03 10 18

ფოთში „არტ-გალერეა 34“ გაიხსნა. გახსნის ოფიციალური ცერემონია, რამდენიმე დღის წინ გაიმართა. ახალი სივრცე თანამედროვე მხატვრების ნამუშევრებს, ასევე ხელნაკეთ ნივთებს დაეთმო. როგორც „არტ-გალერეა 34“-ის დირექტორმა, ია როგავამ განაცხადა, ფონდ „ქველმოქმედ-2015“_თან ერთად, გალერეაში სალონური ტიპის საღამოების გამართვა იგეგმება, სადაც საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნებები იქნებიან მოწვეულები. ორგანიზატორების თქმით, ბილეთების რეალიზებიდან ამონაგები თანხა, სოციალურად დაუცველ ოჯახებს მოხმარდება. „არტ-გალერეა 34“ სამეგრელოს ქუჩაზე 34 ნომერში მდებარეობს.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 2 10 18

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ჰიდროგრაფიული სამმართველოს ინფორმაციით, ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლზე ამინდის გაუარესება 4 ოქტომბრიდანაა მოსალდნელი. 3 ოქტომბერს უნალექო, უმეტესად მოღრუბლული ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით + 23-25, ღამით კი +17-19 გრადუსი დაფიქსირდება. 4 ოქტომბერს გაძლიერდება დასავლეთის ქარი და 7-12 მ/წმ სიჩქარით იქროლებს. საღამოს დროგამოშვებით იწვიმებს, ღამით შესაძლებელია ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23-15, ხოლო ღამით +18-20 გრადუსი იქნება. 5 ოქტომბერს დასავლეთის ქარი 11-16 მ/წმ სიჩქარით იქროლებს, ზღვის ღელვა 5 ბალამდე მოიმტებს. დილის საათებში დროგამოშვებით იწვიმებს, ელჭექის თანხლებით.ჰაერის ტემპერატურა დღისით +17-1 გრადუსამდე გათბება. ღამით კი +13-15 გრადუსი დაფიქსირდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის რამდენიმე უბანს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდა 2 10 18

დღეს ფოთის რამდენიმე უბანს ელექტრო ენერგია არ მიეწოდებოდა, მათ შორის რუსთაველის რკალისა და მშვიდობის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებს. თუ რატომ შეუწყდათ ელ. ენერგიის მიღბა ფოთის მოსახლეობას, კომპანია „მეცხრე ტალღა“, „ენერგო პრო ჯორჯიის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, ეკა ურიდიას დაუკავშირდა. ურიდიას განცხადებით სარეაბილიტაციო გეგმიური სამუშაოების გამო ფოთის რამდენიმე უბანზე, ელ. ენერგიიის მიწოდება შეწყვეტილიარის, სამუსაოები 16 საათამდე გაგრძელდება. რამდენიმე უბანს კი ელ.ენერგიის მიწოდება სრულად აღუდგა. ფოთს ამ წუთებისთის ელ.ენერგია სრულად აღუდგა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი ტაქსისტები ტარიფების გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობენ 02 10 18

2018 წლის პირველი ოქტომბრიდან საქართველოში საკანონმდებლო რამდენიმე ცვლილება და რეგულაცია ამოქმედდაა, კერძოდ, ოქტომბრიდან თბილისში ტაქსის სერვისით მომსახურება ლიცენზიის გარეშე იკრძალება. ტაქსის მძღოლები, რომლებიც რეგისტრაციას არ გაივლიან, დაჯარიმდებიან. ასევე პირველი ოქტომბრიდან საქართველოს მასშტაბით ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მესამე ფაზა ამოქმედდაა. კერძოდ, ოქტომბრიდან ინსპექტირება სავალდებულოა ყველა ავტომობილისთვის, რომლის ძრავის მოცულობა 3,000 კუბური სმ ან მეტია. ამ ცვლილებებთან დაკავშირებით ფოთელ მძღოლებს არაერთგაროვანი პასუხები აქვთ, მათი აზრით, ეს რეგულაციები უფრო დიდ პრობლემებს შექმნის და სავარაუდოდ ტარიფებიც გაიზრდება.

იხილე მეტი
სიახლე 

U18 მორაგბეების “დასავლეთის” და “აღმოსავლეთის” ნაკრები გუნდები ერთმანეთს ფოთში დაუპირისპირდნენ 02 10 18

ფოთში, პარკი არენაზე, 18 წლამდე ასაკის, მორაგბეთა შორის შეხვედრა გაიმართა. მასში საქართველოს ნაკრების კანდიდატები მონაწილეობდნენ. მორაგბებიი პირობითად დასავლეთ და აღმოსავლეთის ნაკრებებად იყვნენ გაყოფილი. მატჩს 18 წლამდე ნაკრების მწვრთნელები ადევნებდნენ თვალს. მათი განცხადებით, საკმაოდ პერსპექტიული მორაგბეები გამოავლინეს, რაც საქართველოს ნაკრების უძლიერესი სპორცმენებით დაკომპლექტებას შეუწყობს ხელს. მატჩი საბოლოოდ დასავლეთის გუნდის გამარჯვებით 21:17 დასრულდა. თამაშის ბოლოს, ფოთის, კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსმა, მორაგბეები, სიგელებით დააჯილდოვა. ნიკოლოზ გრიგოლიას განცხადებით,პარკი არენაზე, აღნიშნული მატჩი, ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან 175 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში პროექტი -“ევროპა ჩვენს ქალაქში” ხორციელდება 02 10 18

ფოთში ევროპის მემკვიდრეობის დღეები დაიწყო. ღონისძიება, ფოთის კოლხური კულტურის მუზეუში, ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად ჩატარდა. ევროპული დღეების ფარგლებში ღონისძიების მონაწილეებმა ქალაქში საექსკურსიო საფეხმავლო ტური მოაწყვეს. მათ ევროპულ ყაიდაზე დაგეგმარებულ ქალაქში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები დათვალიერეს და ევროპელი არქიტექტორების მიერ დაპროექტებული შენობების ისტორიას გაეცნენ. ნიკო ნიკოლაძის კოშკში ახალგაზრდებს ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია მოადგილეებთან ერთად შეუერთდა და ისტორიული ნაგებობა მოინახულა.

იხილე მეტი
სიახლე 

დავით ბაქრაძე ფოთში 01 10 18

“ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატი ფოთში მხარდამჭერებს შეხვდა. დავით ბაქრაძესთან საუბარში ადგილობრივები ამბობენ, რომ უმუშევრობის , მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის პრობლემებთან ერთად, ფოთში განსაკუთრებით დგას უსამართლოდ მოხსნილი სოციალური დახმარებების საკითხი. დავით ბაქრაძემ შეხვედრაზე მისულ საზოგადოებას საარჩევნო პროგრამა გააცნო და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

იხილე მეტი
სიახლე 

პოეზიის ფესტივალი ფოთში 01 10 18

პირველად ფოთში, ნიკოლაძის სანაპიროზე, ღია ცის ქვეშ, პოეზიის ფესტივალი გაიმართა, რომელიც საქართველოს მწერალთა კავშირის, ფოთის საქალაქო ორგანიზაციის ინიციატივით ჩატარდა. მაყურებლებლის წინაშე, საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსული მწერლები და პოეტები თავიანთი ახალ შემოქმედებით წარსდგნენ. პოეზიის ფესტივალის პარალელურად, მდინარე რიონზე, თევზჭერის ღია ტურნირი _ „ოქროს ლოქო-2018“ მიმდინარეობდა. ტურნირში 24 თევზჭერის მოყვარულმა მიიღო მონაწილეობა.ყველაზე დიდი ზომის ლოქო მამია ნიკიფოროვმა დაიჭირა და შესაბამისად ტურნირის მთავარი პრიზის ვერცხლის ფარფლებიან და ოქროსულვაშა ლოქოს ფიგურის მფლობელი გახდა, რომელიც მხატვარმა ბორია პაპსკუამ, სპეციალურად ტურნირისთვის შექმნა. ადვოკატთა ასოციაციის მიერ დაწესებული   პრიზი გადაეცა იური ლომაძესაც, რომელმაც ტურნირის პირველი თევზი დაიჭირა.

იხილე მეტი
სიახლე 

“ევროპული დღეები” ფოთის ბიბლიოთეკაში 01 10 18

ევროპული დღეების ფარგლებში , 28 სექტემბერს საბიბლიოთეკო გაერთიანების ფოიეში, მკითხველთა ჩართულობით, ევროპელ ავტორთა ნაწარმოებების განხილვა -პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება გაერთიანების დირექტორმა, ნუნუ ჭელიძემ გახსნა. ისაუბრა ევროპული კულტურის ღირებულებებზე და ზაფხულის კითხვის პროგრამა შეაჯამა. ღონისძიებაში ასევე, მე-2 საჯაროს სკოლის მკითხველთა კლუბი:„ფერადი სტროფების სამყარო“ მონაწილეობდა (ხელმძღვანელი მაკა ვაშაკიძე). დასასრულს მონაწილეებს მადლობის ბარათი გადაეცათ.  

იხილე მეტი