სიახლე 

ჟან გრონდენი – „რელიგიის ფილოსოფია“. თარგმანის პრეზენტაცია ფოთში 30 07 18

28 ივლისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ახალი გამოცემის – „ჟან გრონდენი: რელიგიის ფილოსოფია“ – პრეზენტაცია. წიგნი ფრანგულიდან თარგმნა უნივერსიტეტის პროფესორმა დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ. პრეზენტაციაზე, მთარგმნელმა დამსწრეებს გააცნო ჟან გრონდენის რელიგიის ფილოსოფიის კონცეფცია, ხოლო, წიგნის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, მიტროპოლიტმა გრიგოლმა და კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის დირექტორმა პროფ. თენგიზ ირემაძემ. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები და ფოთისა და ხობის ეპარქიის სასულიერო პირები.

იხილე მეტი
სიახლე 

რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი გრძელდება 27 07 18

რეგიონული თეატრების ფოთის მე-4 საერთაშორისო ფესტივალი გრძელდება, გუშინ ფოთის ფოლკლორის ცენტრში მორიგი სპექტაკლი „მეცეკვე ტანგო“ გაიმართა ,რომელიც სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულმა სახელელმწიფო დრამატულმა თეატრმა წარუდგინდა მაყურებელს , სპექტაკლი ორი სიყვარულის ამბავს გვიჩვენებს,ერთი რომელიც ახლა იბადება და მეორე რომელიც ათეულ წლებს ითვლის.შეგახსენებთ რომ რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი 21 ივლის დაიწყო და 30 ივლის დასრულდება

იხილე მეტი
სიახლე 

დოსითეოსის საჯარო ლექცია ახალი საქართველოს უნივერსიტეტში 27 07 18

2018 წლის 26 ივლისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის ეპისკოპოსის, ყოვლადუსამღვდელოესი დოსითეოსის საჯარო ლექცია თემაზე: „მართლმადიდებლობა დიასპორაში – თანამედროვე გამოწვევები“  საჯარო ლექციას ესწრებოდნენ ახალი საქართველოს უნივერსტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, ეპარქიის სამღვდელოება და ქ. ფოთის მერიის წარმომადგენლები.

იხილე მეტი
სიახლე 

ბრიფინგი საგამოძიებო სამსახურიში 26 07 18

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები, მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად ატარებენ ღონისძიებებს ხე-ტყის უკანონო მომპოვებელთა, გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით ხის მასალის რეალიზატორთა დაკანონდარღვევითმოქმედიხისსახერხისაამქროებისგამოვლენა-მხილების მიზნით. ბოლო პერიოდში, გაიზარდა ხე-ტყის უკანონოდჭრის შემთხვევები,შესაბამისად, საგამოძიებო სამსახურის საქმიანობა ამ მიმართულებით განსაკუთრებით გააქტიურდა.ა.წ 26 ივლისიდან, საგამოძიებო მოქმედებები ერთდროულად დაიწყო იმერეთის, აჭარის, კახეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის დაქვემო სვანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში.საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარეობს ხე-მასალის გადამამუშავებელი და რეალიზატორი საწარმოების საქმიანობის კანონიერების შემოწმება, ასევე, რეგისტრაციის გარეშე მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენა. ანალოგიური ღონისძიებები უნდა განხორციელებულიყო სოფლებში: ჭუბერსა და ხაიშში, სადაც  ადგილობრივმა მოსახლეობამხელი შეუშალა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს…

იხილე მეტი
სიახლე 

რეგიონული თეატრების ფოთის მე-4 საერთაშორისო ფესტივალი 26 07 18

რეგიონული თეატრების ფოთის მე-4 საერთაშორისო ფესტივალი 21 ივლისს გაიხსნა , პირველი სპექტაკლი  მალთაყვის სანაპიროზე გაიმართა, ფესტივალი თეატრალურმა კომპანია „ორზუ არტმა“ სპექტაკ „მედეა გაძევებული“-თ გახსნა . სპექტაკლები უკვე 5 დღეა მიმდინარეობს და ის ფოთის თეატრის შენობის ავარიული მდგომარეობის გამო ქალაქის სხვადასხვა ადგილას ტარდება. ფესტივალის ფარგლებში უკრაინის, ირანის, ინგლისის, პოლონეთისა და საქართველოს რეგიონული თეატრების 16 სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი. გუშინ კი მალთაყვის ტყეპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ერთი სპექტაკლი „პიკნიკი“, ფერნანდო არრაბალის პიესის მიხედვით, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალურმა თეატრმა გამართა. ფოთის რეგიონული თეტრების საერთაშორისო ფესტივალი 30 ივლისს დაიხურება.

იხილე მეტი
სიახლე 

გავლენიანი პირები სასამართლო სისტემაში 25 07 18

რა ხდება როდესაც საქმეში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი მონაწილეობს? რატომ არ სრულდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის მიერ არასრულწლოვნის შესაძლო ცემის გამოძიება; პროკურატურა არც საჯარო ინფორმაციას გვაწვდის და არც ინტერვიუს გვითანხმებს; იურისტები გიორგი მიქაუტაძის მიმართ გამოძიების ლოალურ დამოკიდებულებაზე საუბრობენ; გავლენიანი პირები სასამართლო სისტემაში.

იხილე მეტი
სიახლე 

როგორ დავიცვათ ციტრუსი აზიური ფაროსანასგან 25 07 18

ციტრუსი, რომელიც დასავლეთ საქართველოში ფერმერების, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა, ქვეყანაში გავრცელებული მავნებლის, აზიური ფაროსანასგან დასაცავად შესაბამის მოვლას საჭიროებს.აგრო სერვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ლევან ბოლქვაძე ციტრუსის მოვლის პროცედურებზე გვესაუბრება. სპეციალისტის თქმით, საჭიროა ციტრუსი ზედმეტი ყვავილებისგანაც გათავისუფლდეს, რაც მცენარის მსხმოიარობაზეც აისახება და ფერმერს გაცილებით მეტი შემოსავალის მიღების საშუალებასაც მისცემს. მისი თქმით, არასწორ დროს წამლობას კულტურის განადგურება შეუძლია. სპეციალისტი ხაზს პრეპარატების გამოყენებისას დოზირების ზუსტ დაცვაზეც ამახვილებს ყურადღებას.აგრონომის განმარტებით, ციტრუსის ბაღში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ კომბინირებული წამლობების ჩატარება საუკეთესო მეთოდია, რომელიც ფერმერს დროსა და ენერგიას დაუზოგავს.

იხილე მეტი
სიახლე 

სეს ხორბალში აღმოჩენილი მავნებელი აზიური ფაროსანა არაა 25 07 18

ლანჩხუთში, კახეთიდან ჩამოტანილ ხორბალში აზიური ფაროსანა არ აღმოჩნდა. ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა განაცხადა. ნიკა მესხის განმარტებით, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს მარცვლოვანი კულტურისთვის ცნობილ მავნებელთან – კუსებურასთან, რომლის კონტროლიც საკმაოდ მარტივია და საშიშროებას არ წარმოადგენს.კახეთიდან შემოტანილ ხორბალში აზიური ფაროსანას არსებობის შესახებ ინფორმაცია ლანჩხუთში ერთ-ერთმა მაღაზიის მეპატრონემ სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა.  ფაქტი სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ადგილზე გადაამოწმეს.ნიკა მესხი აღნიშნავს, იმასაც რომ აზიური ფაროსანას გავრცელების არეალი არ გაფართოებულა და მავნებელი ამ ეტაპზე, მხოლოდ დასავლეთ საქართველოში აქტიურობს.

იხილე მეტი
სიახლე 

ნიკა მესხი – პრობლემურია პრეპარატებისადმი უნდობლობა 25 07 18

სურსათის ეროვნულ სააგენტოში მიიჩნევენ, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროცესი წარმატებულად მიმდინარეობს, თუმცა შემაფერხებელ ფაქტორად შეიძლება პრეპარატებისადმი ფერმერთა ნაწილის უნდობლობა გახდეს.ნიკა მესხის თქმით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატები მაღალი ტოქსიკურობით გამოირჩევა და მისი გამოყენება სახიფათოა. სპეციალისტი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მოქმედი ნივთიერებები სხვადასხვა მავნებლის საწინააღმდეგოდ საქართველოში 2000 წლიდან გამოიყენება, კონკრეტულ შემთხვევაში კი უცხოელი სპეციალისტების რეკომენდაციებით შეირჩა და აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მაღალი ეფექტურობით ხასიათდება.ნიკა მესხი აქვე ფერმერებს წამლობისას გასათვალისწინებელ ფაქტორებს ახსენებს.

იხილე მეტი
სიახლე 

აქცია ფოთში 24 07 18

ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩის მოსახლეობა მძიმეწონიანი ავტომანქანების გადაადგილებას აპროტესტებს. დღეს მათ საავტომობილო გზა გადაკატეს, მოძრაობა ნახევარი საათის განმავლობაში შეფერხებული იყო. ადგილობრივების თქმით, მათ დასახლებასთან ახლოს რამდენიმე საწარმო ფუნქციონირებს, საიდანაც მძიმეწონიანი ავყომანქანებით სხვადასხვა ნივთიერებების ტრანსპორტირება ხდება. მათი თქმით ძლიერი ბიძგების გამო საცხოვრებელი სახლები იბზარება. ადგილობრივები არ ფლობენ ზუსტ ინფორმაციას იმის შესახებ რა ნივთიერებების ტრანსპორტირება ხდება ავტომანქანებით და შიშობენ, რომ ის შესაძლოა მომწამვლელი იყოს. აქციის მონაწილეებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ.

იხილე მეტი