სიახლე 

სამეგრელოს მოსახლეობა სახელმწიფოს მიერ ფაროსანას წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებს დადებითად აფასებს 24 07 18

აზიური ფაროსანას  წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ მიმდინარე წელს 300 ათასამდე ჰექტარი დამუშავდა. ტერიტორიები ქიმიური საშულებით ორი მეთოდით თერმული ნისლის და ცივი შესხურების ტექნოლოგიით იწამლება.სამეგრელოს რეგიონში ადგილობრივები სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს აფასებენ. ლევან ჯიჭონაიასთქმით, გასულ წელთან შედარებით წელს მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია, ამასთან გაზრდილია მოსახლეობის ინფორმირებულობის მაჩვენებელიც. ფერმერს თხილის პლანტაცია 2 ჰექტარზე აქვს გაშენებული,  სურსათის ერონული სააგენტოს რეკომენდაციების გათვალისიწინებით ჩატარებული წამლობის შემდეგ იმედი აქვს, რომ  წელს მოსავალს სრულად მიიღებს.  

იხილე მეტი
სიახლე 

როგორია აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში ადგილობრივი თვითმართველობის ჩართულობა 24 07 18

აზიური ფაროსანს წინააღმდეგ  ქიმიური საშუალებით ტერიტორიების დამუშავება რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. მოსახლეობის მხრიდან ხშირი იყო შენიშვნები  იმასთან დაკავშირებოთ რომ არ ხდებოდა წამლობამდე მათი წინასწარი ინფორმირებულობა, რაც მათ შიდამეურნეობს გარკვეულ პრობლემებს უქმნიდა.დასავლეთ საქართველოში უკვე წამლობის მესამე ეტაპი დაიწყო. ჩვენ დავინტერესდით ამ პერიოდის განმავლობაში როგორ შეიცვალა ადგილობრივი თვითმართველობის მიერ მოსახლეობის ინფორმირებულოს მაჩვენებლი.აბაშის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი განმარტავს რომ,სურსათის ეროვნული სააგენტოს ადგილობრივი ხელისუფლება 24 საათით ადრე აფრთხილებს და შემდეგ უკვე სოფლის წარმომადგენლებთან ერთად იწყებენ მოსახლეობაში ინფორმაციის გავრცელებას.

იხილე მეტი
სიახლე 

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს მეცნიერები გაეცნენ 24 07 18

სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობის  გაცნობის მიზნით, სამეგრელოს რეგიონში მეცნიერებისთვის  ტური მოეწყო. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის,  მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრებმა დაათვალიერეს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი, მობილიზებული ტექნიკა და საშუალებები, მოისმინეს დეტალური ინფორმაცია  შტაბის ფუნქციონირების, მონიტორინგის შედეგების, გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ; გაეცნენ აბაშის მუნიციპალიტეტში არსებული საყანე ფართობების ქიმიური დამუშავების პროცესს. მეცნიერებთან შეხვედრას ესწრებოდა გარემოს დაცვისა და  სოფლის მეურნეობის  მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, რომელმაც ხაზი გაუსვა სამეცნიერო წრეებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.

იხილე მეტი
სიახლე 

ქურდობის მცდელობის ფაქტი ფოთში 23 07 18

პოლიციელის, რომელსაც ფოთში, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობისას დაუდგენელი პირი თავს დაესხა და თავის არეში ჭრილობა მიაყენა, ჯანმრთელობის მდგომარეობა ადეკვატურია, – ამის შესახებ ფოთის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მიმდინარე წლის 23 ივლისს, გამთენიისას, ფოთში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცველებმა ნინო ჟვანიას ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზიასთან მდგარი ჩასარიცხი აპარატის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე დაუდგენელ პირს წაასწრეს. პოლიციელი მის დაკავებას შეეცადა, რა დროსაც ჯერჯერობით დაუდგენელი პირი სამართალდამცველს თავს დაესხა და ბლაგვი საგნით თავის არეში ჭრილობა მიაყენა. სამართალდამცველმა სამსახურებრივი იარაღიდან მოახდინა გასროლა, რის შედეგადაც დასაკავებელი პირი დაჭრა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის- შემდეგ…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოტოკონკურსი „ფოთი. თერთმეტიდან თერთმეტამდე“ 23 07 18

კეფალის ფესტივალმა გამოაცხადა ფოტოკონკურსი სახელწოდებით „ფოთი. თერთმეტიდან თერთმეტამდე“. კონკურში მონაწილეობის მისაღებად 11 აგვისტომდე უნდა გამოაგზავნოთ ფოთის თემაზე შესრულერული ფოტო. გამარჯვებულის ვინაობა გამოვლინდება მხოლოდ დაგროვებული ლაიქების მიხედვით.ორგანიზატორები ყველა ფოთელს აქტიურობისკენ მოუწოდებენ! კონკურსზე გამოგზავნილი ყველა ფოტო გამოქვეყნდება ერთ მონაწილეს შეუძლია ერთი ფოტოს გამოგზავნა; ფოტო შეიძლება იყოს გადაღებული როგორც პროფესიული კამერით, ისე მობილური ტელეფონით. საუკეთესო ფოტოები გამოიფინება კეფალის ფესტივალის დროს. ფოტო შეგიძლიათ გამოაგზავნოთ როგორც ელექტრონულ მისამართზე kefalfest@gmail.com, ასევე კეფალის ფესტივალის გვერდზე. ფოტოსთან ერთად მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი, ასაკი, ტელეფონის ნომერი და ფოტოს სათაური.  12 აგვისტოს გამარჯვებულების დაჯილდოვების ცერემონია გაიმართება 12 აგვისტოს 19:00 საათზე, კეფალის…

იხილე მეტი
სიახლე 

დასრულდა ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი 20 07 18

საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი დღეს საზეიმო ვითარებაში დაიხურა. ფესტივალი ფოთში წელს მეცამეტედ გაიმართა. გამარჯვებულებს თასები, დიპლომებისა მედლები გადაეცათ. ფესტივალის მთავარი A ტურნირი გამარჯვებულს ნანა ალექსანდრიას თასი და ფულადი ჯილდო 6 ათასი ლარი გადაეცა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფონდი “ბილივი”ის წლის შემაჯამებელი შეხვედრა 20 07 18

ფონდმა ბილივმა წლის შემაჯამებელი საანგარიშო შეხვედრა გამართა. სასტუმრო ჯორჯია პალასში შეიკრიბნენ ბილივის დონორები, მხარდამჭერები და ერთგული მეგობრები. ფონდმა წარადგინა 2017-2018 წლებში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში. დამსწრე აუდიტორიამ მოისმინა ინფორმაცია მიმდინარე პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. ფონდი ბილივი აგრძელებს საქველმოქმედო და საგანმანათლებლო მიმართულებით სხვადასხვა პროექტის განხორციელებას.

იხილე მეტი
სიახლე 

გზა – კანონ დარღვევებიდან მოგებულ ტენდერებამდე

მოტყუებული თანამშრომლები, დასაქმებულთა არაერთი საპროტესტო აქცია, უფლებადამცველთა შენიშვნები, გარემოზე მიყენებული მილიონობით ლარის ზარალი, დაუსრულებელი პროექტები – ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩინურმა სამშენებლო კომპანია “სინოჰიდრომ”, საქართველოში 2010 წლის შემდეგ, არაერთი დიდბიუჯეტიანი ინფრასტრუქტურული პროექტის ტენდერი მოიგო. ამ კომპანიის მიერ დასრულებულ და მიმდინარე პროექტებში გამოვლენილ დარღვევებს უკავშირებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელობის თანამდებობიდან გათავისუფლებას. “საქართველო მთავარ პროკურატურაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება/გაფლანგვის ფაქტებზე უკვე დაიკითხნენ ყოფილი მინისტრები დიმიტრი…

იხილე მეტი
სიახლე 

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები სამეგრელოს რეგიონში 20 07 18

მონიტორინგის შედეგების გაცნობის შემდეგ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 12 სოფელში, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება. აქ 40 ერთეული მაღალი გამავლობის ტექნიკაა მობილიზებული.სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის ზურაბ ლიპარტიას განცხადებით, მავნებლის ბიოლოგიიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე  მნიშვნელოვანია  ღონისძიებების დროულად და ინტენსიურად ჩატარება. უწყების ხელმძღვანელი ფერმერებს მოუწოდებს მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად ჩაერთონ.სეს-ის ინფორმაციით,  დასავლეთ საქართველოში თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებულია 310 ათასზე მეტი ჰექტარი, სატრაქტორე აგრეგატით – 10 ათასამდე ჰექტარი საყანე ფართობი, „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების გამოყენებით -18 ათასზე მეტი ჰექტარი.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 20 07 2018

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  15-ე  რიგგარეშე სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა.    ხმაური  ქალაქის ცენტრში 170 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით გასხვისების  საკითხს მოჰყვა.საკრებულოს  ოპოზიციონერი  დეპუტატების  განცხადებით, ახალმა მეპატრონემ აუცილებლად უნდა წარმოადგინოს პროექტი,  სადაც მითითებული იქნება,  თუ რის აშენებას აპირებს ამ ტერიტორიაზე.  ასევე,  მათ შენინიშვნები გამოთქვეს ჯანდაცვის სფეროსთან დაკავშირებითაც. ოპოზიციის  შენიშვნებს  არ იზიარებს   საკრებულოს თავმჯდომარე.  როგორც  ირაკლი  კაკულია აცხადებს, საკრებულო  ჩვეულებისამებრ, კანონით დადგენილი წესით მოქმედებს.დღეევანდელ     სხდომას  25 წევრიდან 17 ესწრებოდა.

იხილე მეტი